რატომ არ გაიხსნა შუხუთის სკოლა, რომლის რეაბილიტაცია 4 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა და რა ბედი ელით ეწრის, ნინოშვილისა და ნიგოითის საჯარო სკოლებს?

„გურია თუდეი“ 14 მაისს, საქართველოს მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით წერდა, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში 450 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა სრულად განახლდა. სკოლაში მოეწყო თანამედროვე საკლასო ოთახები, სამასწავლებლო, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორია, ასევე გარე მოედანი, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სივრცეები. შუხუთში ჩატარებული სამუშაოების ჯამური ღირებულება 4 226 718 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს სკოლას ასევე სახურავი […]
იოანე, რას აკეთებ? სადებიუტო გოლები და ქოქოსაძის ბენეფისი… რატომ შეცვალა გოჩა ტყებუჩავამ 8 ფეხბურთელი, ანუ როცა მეორე ადგილი პირველს ჯობია!

„გურია“ რამდენიმე საათით იყო პირველ ადგილზე, ვიდრე თბილისელი კონკურენტების შეხვედრა დაიწყებოდა, რომელიც ფრედ, 1:1 დასრულდა, რაც ლანჩხუთური კლუბისთვის საუკეთესო შედეგი იყო: ლიდერთან სხვაობა მინიმალურია, ხოლო უახლოეს მდევრებს უკვე 10 ქულით დაშორდა. თანაც გოჩა ტყებუჩავას გუნდს ამ სეზონის აღმოჩენა „თბილისი 2025“-ს მალე შინ ეთამაშება. მისთვის გადასწრებას ოდენ პრესტიჟის მნიშვნელობა აქვს, უფრო მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდა სხვაობა „იბერია-1999“-თან […]
არ ჰქონდა არავითარი ლაქა მეძავს _ გია ქურიძის სულისშემძვრელი მინი-ნოველა: აფსუს, სოფელო…

ლანჩხუთის დიდი ტკივილია უნიჭიერესი გია ქურიძე, რომელმაც არაერთი შთამბეჭდავი ნოველა დაგვიტოვა. გთავაზობთ ერთ მათგანს _— „მეძავს“, სულისშემძვრელ ამბავს იმის შესახებ, თუ რა მძიმე დასასრული შეიძლება მოჰყვეს ერთ დაუფიქრებელ ნათქვამს: მეძავი ჩამოსახლდა სოფელში. პატარა ეზო-სახლი იყიდა. მარტო ცხოვრობდა. სულისშემძვრელი და რაღაც საშიში სილამაზე ქონდა იმ ჩემი ცოდვით სავსეს. გულზე მუშტებს იბრახუნებდნენ კაცები. ჩუმად უთვალთვალებდნენ ქმრებს ქალები. […]
[ექსკლუზივი] გივი მიქანაძემ არჩეულში აგარაკისთვის მესამე ნაკვეთიც იყიდა _ ადგილზე, სადაც 35 წლის წინ საბავშვო ბაღი იყო. სოფელში დღეს არც სკოლაა და არც ბაღი

ლანჩხუთის საპატიო მოქალაქე გივი მიქანაძე სოფელ არჩეულში აგარაკის მშენებლობასთან დაკავშირებით, ოპოზიციის ხმაურს არ შეუშინდა და კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი იყიდა. 2026 წლის 4 სექტემბერს, საჯარო რეესტრში შეტანილი განცხადების მიხედვით ირკვევა, რომ მაღალჩინოსანი ახლა უკვე სახელმწიფოს მიერ პრივატიზებული ქონების, 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებას ითხოვს. რა მოხდა აქამდე? 2024 წელს, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 1608 კვ.მ. მიწის […]
გაიცანით „ალაგე“, რომელიც სოციალურ ქსელში პოპულარულია _ ლანჩხუთელი ფერმერის ცხოვრებით AMBEBI.GE დაინტერესდა

დიდი ხანი არ არის, რაც ფერმერი გახდა. ტრადიციულ სოფლის მეურნეობას – თხილის, ხილის, მარცვლეულისა და სხვა კულტურების მოყვანას – თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებს უთავსებს და თავის ყოველდღიურ შრომას ათასობით გამომწერს უზიარებს. სწორედ ამიტომ ლანჩხუთელ ფერმერს, კორნელი ჭყონიას საზოგადოება სოციალური ქსელებიდან უკვე კარგად იცნობს. პოპულარულმა ქართულმა ვებ-პორტალმა ambebi.ge მას ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა, რომელსაც ჩვენ მცირეოდენი შემოკლებით გთავაზობთ: […]
ლანჩხუთში, დიდხნიანი შესვენების შემდეგ, შიდასაქალაქო ტრანსპორტი იმოძრავებს _ რამდენია მგზავრობის ღორებულება და სად ივლის „წრიული“?

ქალაქ ლანჩხუთში, მრავალწლიანი შესვენების შემდეგ, ისევ იმოძრავებს შიდასაქალაქო ტრანსპორტი. მარშრუტის დრო შესაბამისი იქნება, რომ მისით სარგებლობა მათ შორის მოსახერხებელი იყოს საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის, სკოლის მოსწავლეებისა და სამსახურებში დასაქმებულთათვის. მიკროავტობუსი სტარტს გურულის ძეგლთან აიღებს და გაემართება ე.წ. „გემშენის კორპუსებისკენ“. შემდეგი ლოკაცია #1 საჯარო სკოლაა, რის შემდეგაც ტრანსპორტი ქალაქის ბაღისკენ გაემართება, ე.წ. ძველი საავადმყოფოს გავლით კი, გეზს […]
„შავი „შკოდა“ ამედევნა, როცა პარტიის ოფისიდან გამოვედი…“ _ რა ნახეს პოლიციის თანამშრომლებმა კახა ასკურავას ჩანთაში?

ლანჩხუთის ყოფილი გამგებელი, „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერი კახა ასკურავა სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს, პარტიის ოფისიდან მიმავალს, ტროტუარზე შავი ფერის „შკოდა“ აედევნა, გვერდით გაუჩერა, მანქანაში მყოფმა პირმა ფანჯარა ჩამოსწია და გაჩერება მოსთხოვა. „შავი „შკოდადან“ გადმოსული ორი ფორმიანი საპატრულო პოლიციის სახელით გამეცნო და დათვალიერება მომთხოვა, ხოლო ჩემს შეკითხვაზე _ თუ რის საფუძველზე მიპირებდნენ გაჩხრეკას, მიპასუხეს, რომ […]
„შენ იმ იშვიათ ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნებოდი, ვისთან მიმართებაში ამას არავინ კითხულობდა…“ _ ლანჩხუთის თეატრის მუზეუმის დირექტორის ემოციური წერილი

ლანჩხუთის თეატრის მუზეუმის მენეჯერი მაია ჩხაიძე ემოციური წერილით ემშვიდობება თანასოფლელისა და მეგობრის, გოჩა ჩხაიძის გარდაცვალებას: „მართლაც რომ „შეუცნობელია უფლის გზები“… მოულოდნელი და თავზარდამცემი აღმოჩნდა ჩვენთვის, ჯერ შენი მძიმე დიაგნოზი და საბოლოოდ, შენი გარდაცვალება, გოჩა. ახლაც, თვალწინ მიდგას შენი ღიმილიანი სახე და დამშვიდობებისას თქმული: „აბა, შეხვედრამდე, მეგობარო…“ პარტიული კუთვნილების მიხედვით დაქსაქსულ საქართველოში, შენ იმ იშვიათ ადამიანთა […]
„გურიას აღარ ვეკუთვნით, თუ აქ ყველაფერი გაწიკწიკებულია?“ _ მეორადი ასფალტი ჭანჭათისთვის და 5 ლარი ლანჩხუთამდე: „თუ ადგილი არაა, მგზავრები საბარგულში სხედან“

გურიაში მხოლოდ ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები მიიღებენ 16,5 მილიონ ლარზე მეტს რეგიონებში განსახორციელებლი პროექტებისთვის დამატებით გამოყოფილი 58 325 781 ლარიდან. ლანჩხუთისთვის კი ამ თანხიდან თანხა არაა გათვალისწინებული, რასაც ადგილობრივები მწვავედ გამოეხმაურნენ: „გურიას აღარ ვეკუთვნით, თუ აქ ყველაფერი გაწიკწიკებულია?“ _ ასეთი კითხვა მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც გაცხადდა, რომ ოზურგეთი 11,6 მილიონ ლარზე მეტს მიიღებს, ხოლო ჩოხატაური […]
„მადლიერება გურული ფენომენის ძიებაში თმაშევერცხლილ ირაკლი მახარაძეს“ _ ზოია ტუღუში წიგნის „გამომძიებელი ვარლამ ჩავლეიშვილი: ორი საქმე” შესახებ

„ფირალის ქვრივმა ნანიკო ჭანუყვაძემ თავისი ღირსების შემავიწროვებელ კაპიტან ჩიგოგიძის მკვლელობა ჩაიფიქრა, რათა ეს მკვლელობა თავის ზნედაცემულ მაზლს, მიხაკო ჭანუყვაძეს დაბრალებოდა, რომელიც გოგიას გაფირალებისთანავე მოსვენებას არ აძლევდა უმწეო რძალს, აშანტაჟებდა ერთადერთი შვილის მოკვლის მუქარით, თუ არ დანებდებოდა“ რაც უფრო მეტად ცდილობს მავანი ჩაწვდეს გურიის ლანდშაფტის „სამმუხლოვან სივრცე-გაშლის სინთეზს”, გურულების ხასიათის სპეციფიკას, მათი ცხოვრების ნირის აჩქარებულ რიტმს, […]