„შენ იმ იშვიათ ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნებოდი, ვისთან მიმართებაში ამას არავინ კითხულობდა…“ _ ლანჩხუთის თეატრის მუზეუმის დირექტორის ემოციური წერილი

|

Loading

გოჩა ჩხაიძის ფოტოები

ლანჩხუთის თეატრის მუზეუმის მენეჯერი მაია ჩხაიძე ემოციური წერილით ემშვიდობება თანასოფლელისა და მეგობრის, გოჩა ჩხაიძის გარდაცვალებას:

„მართლაც რომ „შეუცნობელია უფლის გზები“…

მოულოდნელი და თავზარდამცემი აღმოჩნდა ჩვენთვის, ჯერ შენი მძიმე დიაგნოზი და საბოლოოდ, შენი გარდაცვალება, გოჩა.

ახლაც, თვალწინ მიდგას შენი ღიმილიანი სახე და დამშვიდობებისას თქმული: „აბა, შეხვედრამდე, მეგობარო…“

პარტიული კუთვნილების მიხედვით დაქსაქსულ საქართველოში, შენ იმ იშვიათ ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნებოდი, ვისთან მიმართებაში ამას არავინ კითხულობდა, რადგან შენ გოჩა იყავი: ბუნებით ინტელიგენტი, კეთილშობილი, კულტურული, თავაზიანი.

ლამაზად იცხოვრე. მუდამ სიხარულით და სიამაყით გავსებდა შენი თბილი ოჯახი: შესანიშნავი მეუღლე და ვაჟიშვილები, საყვარელი დაიკო და მეგობრები…

ძალიან მენანები. შენთვისვე დამახასათებელი ფრაზით დაგემშვიდობები: შეხვედრამდე, მეგობარო.

უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი“ _ წერს მაია ჩხაიძე ფეისბუკის პირად გვერდზე.