გურია TODAY
გაზეთი „გურია თუდეი” მეათე წელია, კვირეში სამი გზობა, სისხამ დილაზე, იალონში, ჭიშკარზე გამოკონწიალებული ფეხადათ ეგებება ყოლიფერში განკლოვილ გურულებს.
აი გვერდიც კიდო თლა გურული წიწმატითაა მოხაზირებულ-მოკვარახჭინებული.
არავიზა აფერი გლახა ჩვენ არ გვინდებლარიენ, იგია რომე, ზოგი გზობა სიმართლე კოღანაის ნაკბენზე მწარეა.
აქანე ცინცხალ ამბებთან ერთად გუშხამდელ მაკვარანცხობებსაც წეიკითხავთ. ცალკე იქნება დადობილი „ელანძე საკითხავი“ ამბები, უფრო ვრცელს და დოუძველებელს თავი მუუყარეთ რუბრიკაში _ „სამიდღემჩიო“.
გურულ სპორტზე “ფირალებში“ მოგიქუჩებთ ცინცხალს და გუშხამდელებს, იქნება ტკვარცხალიც და „მაკვარანცხიც“ _ ანუ არც იუმორიზა ჩევიყოფთ ჯიბაში ხელს “მომსპარი ენის პატრონი” გურულები და რეკლამაც, იმედია, ბრეული გვექნება, თავი რომ გევიტანოთ.
გეიგებთ იმასაც, როის იქნება გურიაში კვარკვალა მზეი თუ თხროშო წვიმა, როის უნდა მოთუოს, თუ ზენამ დოუბეროს, ანდაც კიდომ – “ცაი ფეხად ჩამევიდეს”.
“არიქა“ ძებნაში გიპოწიკებთ, კიდო-კიდოს ჩამოშლით კიდომ ბრეულს წეიკითხავთ, „ფარცაკ ამბებში“ კი, იმფერი რაცხაები იქნება, ყველაკაის რო მეეწონება.
ალაგეზე თუ გადეიართ, ქი გეეცნობით გურული ღვეზლისა და ჯანჯუხაის, ეკალაის, კეჯერაი ფხალისა და კუხე პამიდორის საცივის მოსახაზირებელ მაკვარანცხობებს.
გაზეთის პირველ გვერდს მისი ადგილი უჭირია, ყოლიფერზე ლებეშაი კი „რას ჩივიენ” იქნება, საცხაც გაკუჭებულ/გადელებული გურულებიც იტყვიან მისას და იგინიც, “ენა ზრუგზე რო აქვენ მოკიდებული”. ვინცას ემწუთხება მაგი ამბავი, ვინცხა კიდომ – გულს მეიფხანს, მაგიორში გევიგებთ, კაი და გლახა რაი გვჭირს.
გურული ფარცაკობებია ჩვენს ფეისბუქგვერდზეც, საცხა 100 ათას გამომწერს პაწაი აკლია და იქანეც, კიდომ ერიგზობა გპირდებით: მიდღემჩი მართალს დავწერთ, ამიზა რეთიც არ უნდა მევინდუროთ, აფერის გულობიზა არცაროის ვიბჟუტურებთ აბდლურებს, თქვენ კი, რაფერც ელანძე წეიკითხავთ ამ ჩვენ ფარცაკ და ცინცხალ ამბებს, კიდომ მალე გეიგებთ – იქანე, იმის გვერდზე იი რომ დევს, მაგი სადაა და რაია…