„ქეთის მეუღლე დაიღუპა, ობლად დარჩა 6, 7 და 14 წლის შვილები, თვითონ მძიმე მდგომარეობაშია…“ _ რაც წერენ აცანის ჯგუფში?

რამდენიმე დღის წინ, საქართველოდან რუსეთში მიმავალი ავტობუსი, სტავროპოლის მხარეში, “კამაზის” მარკის სატვირთოს შეეჯახა და თხრილში გადავარდა, რის შედეგადაც კი 7 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორისაა ვალერი მაჭავარიანი, სოფელ აცანის მკვიდრის, რევაზ თედორაძის სიძე. „ავარიის შედეგად რევაზ თედორაძის ოჯახს დიდი ტრაგედია დაატყდა თავს _ დაიღუპა მისი სიძე, ხოლო შვილი და შვილიშვილები საავადმყოფოში არიან. ოჯახს სასწრაფოდ სჭირდება დახმარება. […]
„ჩემი შვილი ყუმბარას გადაეფარა და სამი ადამიანის სიცოცხლე იხსნა…“ _ ზაზა დამენიას დედა და შვილი: „მასე მერე, ქვიშაში როცა ვთამაშობდი, მხოლოდ სასაფლაოს ვაკეთებდი…“

ჩემი შვილი ყუმბარას გადაეფარა. ჩემმა შვილმა სამი ადამიანის სიცოცხლე იხსნა. მრუმე ღამე იყო. უვარსკვლავო. უმთვარეო. თუ გაგეღვიძა და დააკვირდი – ასეთი ღამეები, გგონია, რომ არასდროს გათენდება. არ გათენდა – არც ზაზასთვის. არც ჩემთვის. ,,გიორგის მიმიხედეთ!“ – იყვირა მამაჩემმა და ყუმბარას გადაეფარა. მამაჩემმა სამი ადამიანის სიცოცხლე იხსნა. ,,დავპირდი და ვერ ჩავედი“ – იფიქრა ჩემმა ქმარმა. მე […]
„მთელი სოფელი ვწუხდით, მაგრამ იმედს ვეჭიდებოდით, ვერ ვიმეტებდით… აცანამ დიდი გულშემატკივარი დაკარგა“ _ ვისზე წერს „ტაბერნე გურიაში“ დამფუძნებელი

დღეს კარგმა ლანჩხუთელმა კაცმა, გოჩა ჩხაიძემ მარადიულ სავანეში ნაადრევად გადაინაცვლა. „მთელი სოფელი, ნაცნობ-მეგობრები და კოლეგები ბოლო პერიოდში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გულისტკივილს ერთმანეთს ვუზიარებდით… გულწრფელად ვწუხდით მისი უეცარი ავადმყოფობის და დიაგნოზის გამო… მაგრამ იმედს მაინც ვეჭიდებოდით და ვერ ვიმეტებდით… გოჩა თითოეული ჩვენთაგანის ხსოვნაში დარჩება როგორც სიკეთის, კეთილშობილებისა და მაღალი ღირებულებების განსახიერება, სამაგალითო ოჯახის უფროსი, საუკეთესო […]
ლანჩხუთში კაპანაძემ გაიელვა _ „გურიამ“ მისი დუბლით მოიგო და მერაბ ჟორდანიას დაბადების დღე მიულოცა

„გურიამ“ ერთ-ერთ მთავარ კონკურენტს, ბათუმის „გონიოს“ ისევ 2:0 მოუგო და მდევარი აჭარიდან 10 ქულით ჩამოიტოვა. მატჩის ბედი, ფაქტობრივად, პირველივე ტაიმში გადაწყდა, როცა თორნიკე კაპანაძემ დუბლი 26 წუთში შეასრულა: „ელვამ“ ჯერ დათა სიჭინავას მოწოდებულ კუთხურს თავით ახლო ძელთან კარში მიუჩინა ადგილი, ხოლო ტაიმის მიწურულს ნიკა ნოზაძისა და ლუკა ჩაგანავას კომბინაციის შემდეგ საჯარიმოს მისადგომებიდან არცთუ ძლიერად დაატყა, […]
ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“, საქართველოს სახელით, ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე იქნება წარდგენილი

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე („ოსკარი“) ქვეყნის სახელით რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმს, „გურიას“ წარადგენს. ფილმი საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში იქნება წარდგენილი. საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ხუთი ფილმი მონაწილეობდა: „მთვარე მამაა ჩემი“, რეჟისორი გიორგი ოვაშვილი, პროდიუსერი შპს „ვაგონეტი“; „ფაზა“, რეჟისორი ნინო ბასილია, პროდიუსერი შპს NB STUDIO; „გააზიარე სიყვარული“, რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე, პროდიუსერი […]
გურიაში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა ემუქრება _ პროკურორის თქმით, იგი მოკლულს ჯერ კიდევ გასულ წელს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა

გურიაში 63 წლის მარგო ზოიძის მკვლელობაში ბრალდებულ ზ. ე-ძეს ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მანამდე საქართველოს პროკურატურამ დაკავებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა და მას 109-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება. “დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას […]
„რაფერც ელანძე წეიკითხავთ ამ ჩვენ ცინცხალ ამბებს, კიდომ მალე გეიგებთ – იქანე, იმის გვერდზე იი რომ დვია, მაგი სადაა და რაია“ _ „გურია Today“: მე-10 წელი და 100 000 გამომწერი!

გაზეთი „გურია Today” მეათე წელია, კვირეში სამი გზობა, სისხამ დილაზე, იალონში, ჭიშკარზე გამოკონწიალებული ფეხადათ ეგებება ყოლიფერში განკლოვილ გურულებს. აი გვერდიც კიდო თლა გურული წიწმატითაა მოხაზირებულ-მოკვარახჭინებული. არავიზა აფერი გლახა ჩვენ არ გვინდებლარიენ, იგია რომე, ზოგი გზობა სიმართლე კოღანაის ნაკბენზე მწარეა. აქანე ცინცხალ ამბებთან ერთად გუშხამდელ მაკვარანცხობებსაც წეიკითხავთ. ცალკე იქნება დადობილი „ელანძე საკითხავი“ ამბები, უფრო ვრცელს და დოუძველებელს თავი მუუყარეთ რუბრიკაში _ „სამიდღემჩიო“. გურულ […]
რაც გვიმბალაურში მოხდა… „ლანჩხუთი“ ჩემპიონთან ბოლო წამებზე გაშვებული გოლით დამარცხდა

ლანჩხუთის ქალთა გუნდმა ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა გამართა მოქმედ ჩემპიონთან და ერთადერთ კონკურენტ „ნიკე-ლუსოსთან“. მატჩის დაასწყისშივე გახსნეს ანგარიში თბილისელებმა, მაგრამ სტუმართა სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ნაადრევ გოლს ისინი არ დაუთრგუნავს. გიორგი ჩხაიძის შეგირდებმა თანდათან მოუმატეს და საპასუხო გოლი ლოგიკური იყო. მართალია, მასპინძელთა მცველმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, მაგრამ გოლი ციცებმა ნამდვილად დაიმსახურეს. 1:1 _ ამ […]
„ქალი, რომელმაც 4 ობოლი შვილივით გაზარდა და ყველას დამხმარე იყო, ამ სადისტმა, ფულის გამო, წამებაში მოკლა“ _ გურულები დაკავებულის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ

გურიის პოლიციის მიერ დაკავებული გ. ე-ძის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ. დაკავებული სოფელ ნასაკირალში 63 წლის მეზობლის, მარგო ზოიძე-გიორგაძის განზრახ მკვლელობაშია ბრალდებული. ნასაკირალის მაცხოვრებლებს მიაჩნიათ, რომ 15-წლიანი სასჯელი არაა შესაბამისი იმ გაუგონარი დანაშაულის, რასაც მათ სოფელში ჰქონდა ადგილი. „წესით, ასეთ არაადამიანი ლინჩის წესით უნდა გასამართლდეს. ჩვენ ვითხოვთ, სამუდამო მისცენ, ამით სოფელიც დაისვენებს, თორემ ეს რომ გამოვა ციხიდან, […]
„რას არ დავთმობდით, ერთხელ რომ მაინც გაგვეგონა თქვენი ხმა“ [მურმან ჩხაიძის მონატრება]

„მშობლები უნდა წავიდნენ და შვილები დარჩნენ“ _ ეს ვითომ გამამხნევებელი ფრაზა სრულიად უადგილო და გაუმართლებელია მაშინ, როცა მშობლის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი გკლავს. სამწუხაროდ, როდის მოდის დასასრული, ჩვენ ამას არავინ გვეკითხება. სამაგიეროდ, მხოლოდ სიცარიელე და მონატრება გვრჩება. ეს არის ტკივილი, რომლიც კი არ იკლებს, არამედ მატულობს. რას არ დავთმობდით, ერთხელ რომ მაინც გაგვეგონა თქვენი ხმა. მადლობა […]