რაც გვიმბალაურში მოხდა… „ლანჩხუთი“ ჩემპიონთან ბოლო წამებზე გაშვებული გოლით დამარცხდა

|

Loading

ნათია დანელიას თავურს გოლი მოჰყვა | ნიკე ლუსო 2:1 ლანჩხუთი

ლანჩხუთის ქალთა გუნდმა ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა გამართა მოქმედ ჩემპიონთან და ერთადერთ კონკურენტ „ნიკე-ლუსოსთან“.

მატჩის დაასწყისშივე გახსნეს ანგარიში თბილისელებმა, მაგრამ სტუმართა სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ნაადრევ გოლს ისინი არ დაუთრგუნავს.

გიორგი ჩხაიძის შეგირდებმა თანდათან მოუმატეს და საპასუხო გოლი ლოგიკური იყო. მართალია, მასპინძელთა მცველმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, მაგრამ გოლი ციცებმა ნამდვილად დაიმსახურეს.

1:1 _ ამ ანგარიშით გავიდნენ გუნდები შესვენებაზე და ალბათ, ასეთი იქნებოდა საბოლოო ანგარიშიც, სტუმრებს რამდენიმე წამი რომ გაეძლოთ.

„ლანჩხუთი“ მეტოქეს 3 ქულით ჩამორჩება

ერთიცაა, ბოლო წუთებში, გურულები დაცვაში ძალიან „ჩაჯდნენ“ და ბურთის მოგერიებაზე იყვნენ გადასულები, მაგრამ ვერც გაამტყუნებ _ სტუმრად ფრე საჩემპიონო რბოლაში დიდი აქტივი იყო.

თუმცა რაც „ლანჩხუთმა“ გვიმბალაურში გააკეთა, როცა განრიელა კამარგომ ბოლო წამებზე გაიტანა გამარჯვების გოლი, „ნიკე-ლუსომ“ რევანში ერთი-ერთში „ჩააჯინა“ _ მოქმედმა ჩემპიონებმაც ბოლო წამებზე გახადა 2:1, როცა გურულტა მეკარემ შორიდან დარტმული ვერ შეაკავა.

ეს გუნდები კიდევ 3-ჯერ შეხვდებიან ერთმანეთს, ოთხეულის სხვა წევრებთან შეხვედრები კი ოდენ ფორმალური ხასიათისაა, ამიტომაც, სწორედ 2 ლანჩხუთურ და 1 თბილისურ შეხვედრაში გაირკვევა ჩემპიონის ბედი.

01.09.2026 | თბილისი, დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრი | ნიკე-ლუსო 2:1 ლანჩხუთი

1:0 ბროუ (5), 1:1 სიტნიკავა (45+1 ა/გ), 2:1 კარვალიაში (90+3)

ლანჩხუთი: გაბელია, ჩხარტიშვილი, ნარსია, რასელი, მწყერაშვილი, პასიკაშვილი, დანელია, სიჭინავა (84. გუჯაბიძე), სულაშვილი (87. მურილიო), ბუხრიკიძე, ჯოჯუა