„მშობლები უნდა წავიდნენ და შვილები დარჩნენ“ _ ეს ვითომ გამამხნევებელი ფრაზა სრულიად უადგილო და გაუმართლებელია მაშინ, როცა მშობლის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი გკლავს.
სამწუხაროდ, როდის მოდის დასასრული, ჩვენ ამას არავინ გვეკითხება.
სამაგიეროდ, მხოლოდ სიცარიელე და მონატრება გვრჩება.
ეს არის ტკივილი, რომლიც კი არ იკლებს, არამედ მატულობს. რას არ დავთმობდით, ერთხელ რომ მაინც გაგვეგონა თქვენი ხმა.
მადლობა უფალს, რომ თქვენი შვილობა გვარგუნა.
ვერასოდეს გადავიხდით იმ ამაგს, რასაც ჩვენთვის მთელი ცხოვრება აკეთებდით.
მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენი ტკივილი გაიზიარა, იმ თბილი სიტყვებისთვის, რომლითაც იგონებენ ჩვენს მშობლებს. განსაკუთრებული მადლობა „გურია თუდეის“.
უფალმა ყველას სიკეთით გადაგიხადოთ.
ირმა და ირინა


