„ქეთის მეუღლე დაიღუპა, ობლად დარჩა 6, 7 და 14 წლის შვილები, თვითონ მძიმე მდგომარეობაშია…“ _ რაც წერენ აცანის ჯგუფში?

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | ნაავარიები ავტობუსი და ავარიაში მოყოლი ოჯახი

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სა­ქარ­თვე­ლო­დან რუ­სეთ­ში მი­მა­ვა­ლი ავ­ტო­ბუ­სი, სტავ­რო­პო­ლის მხა­რე­ში, “კა­მა­ზის” მარ­კის სატ­ვირ­თოს შე­ე­ჯა­ხა და თხრილ­ში გა­და­ვარ­და, რის შე­დე­გა­დაც კი 7 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. დაღუპულთა შორისაა ვალერი მაჭავარიანი, სოფელ აცანის მკვიდრის, რევაზ თედორაძის სიძე.

„ავარიის შედეგად რევაზ თედორაძის ოჯახს დიდი ტრაგედია დაატყდა თავს _ დაიღუპა მისი სიძე, ხოლო შვილი და შვილიშვილები საავადმყოფოში არიან. ოჯახს სასწრაფოდ სჭირდება დახმარება. გთხოვთ, ვისაც შეგიძლიათ, გვერდში დაუდგეთ“ _ წერს სოციალურ ქსელში ლანჩხუთის მერის წარმომადგენელი აცანაში იზა მათითაიშვილი.

„პატარა გოგო 6 წლისაა და ორივე ფეხის ამპუტაცია დაჭირდა, შუათანა მრავლობითი მოტეხილობით, დედა მრავლობითი მოტეხილობით მძიმე მდგომარეობაში. ბავშვები მოსკოვში გადაიყვანეს, დედის გადაყვანა ვერ შეძლეს, არ შეიძლება მგზავრობა და სტავროპოლის საავადმყოფოშია. მცირედიც მნიშვნელოვანია დახმარებისთვის“ _ ამბობს ოჯახის ახლობელი გიული გიგინეიშვილი.

„რეზო თედორაძის ოჯახს ჭირდება ჩვენი თანადგომა და დახმარება. გთხოვთ, ვისაც შეგიძლიათ დავეხმაროთ“ _ წერენ აცანის ჯგუფში, სადაც ვრცელდება ასევე ელინა სვანიძის მიმართვა:

„გულის ტკივილით მოგმართავთ… საშინელ ავარიაში მოხვდა ჩემი და – ქეთი თედორაძე ოჯახით, ავტობუსით მგზავრობისას. დაღუპულთა შორისაა მისი მეუღლე – ვალერი მაჭავარიანი. მარჩენალის გარეშე დარჩა სამი არასრულწლოვანი შვილი (6, 7 და 14 წლის)… ქეთი რეანიმაციაში, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია უგონოდ. ორი შვილი ასევე რეანიმაციაში, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. როგორ გავუძლოთ, რა გველის. არ ვიცით. ოჯახს და დაობლებულ ბავშვებს სჭირდება დახმარება და თანადგომა. წინ ბევრი გაურკვევლობა და სირთულე ელოდებათ. გთხოვთ, ვისაც შეგიძლიათ ყოველი გამოხმაურება ჩვენთვის მნიშვნელოვანია“ _ წერს ელინა და ოჯახის დასახმარებლად, ანგარიშის ნომრებს აზიარებს:

საქართველოს ბანკი:
#GE11BG0000000255372900
თიბისი ბანკი
#GE52TB7826645064300066
მიმღები _ გიორგი თედორაძე (ქეთის ძმა)