„იმ დღეს გაიძახოდა, მე რატომ არ გამაღვიძესო, თურმე ეგ იყო გადამხტარი ფანჯარაში და ჩემს დაიკოს 60 ჭრილობა არ აკმარა და ყელი გამოჭრა“ _ გურიაში 63 წლის ქალის სადისტურად მკვლელობის საქმეზე მეზობელი დააკავეს

გურიაში, ოზურგეთის სოფელ ნასაკირალში, 63 წლის მარგო ზოიძე-გიორგაძის სადისტურად მკვლელობის ბრალდებით გურიის პოლიციამ გარდაცვლილის მეზობელი დააკავა. გ. ე-ძეს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა. ამის შესახებ გარდაცვლილის ახლობლები საუბრობენ და მკვლელობაში ბრალდებულის ფოტოს ავრცელებენ. „სამართალმა იზეიმა, ცივსისხლიანი მკვლელი დაკავებულია. მადლობა შსს საგამოძიებო ჯგუფს მკვლელი არის გ. ე.-ძე, რომელიც შეიპარა ჩემი ძმის სახლში და ვერაგულად, აუღწერელი სისასტიკით სიცოცხლეს […]

„31 აგვისტოს სკამზე გადაკიდული მქონდა გაპიწკინებული ფორმის კაბა, თეთრი საყელო, სკამის ქვეშ მეწყო ახალი ფეხსაცმელი, შიგ თეთრი გეტრებით და რაფაზე იდო ქოთნის ყვავილი, სკოლაში წასაღებად“

ბოლო დროს, ძალიან პოპულარული გახდა „გარდენია შევარდნაძეში“ ნაჩვენები კულინარიული მასტერკლასების გამო _ ნინო კვაჭანტირაძის რეცეპტები მანამდეც გადადიოდა ხელიდან ხელში, მაგრამ უბრალოებითა და გურულებისათვის დამახასიათებელი იუმორით მაყურებელს კიდევ უფრო შეაყვარა თავი. ბევრმა შეიძლება არც იცის, რომ ქალბატონი ნინო პროფესიით ჟურნალისტია და საუცხოო ჩანახატებს წერს. ერთ-ერთია თავისი საპირველსექტემბრო ამბავი: „ი, ზუუსტად ამ დღეს – 31 აგვისტოს სკამზე […]

„ბევრი ვიარე სოფლებში, ბევრი ქართული, დაკარგული ან მივიწყებული ჯიშის თესლი შევაგროვე… ჩემს ბაღში 21-ე სეზონს ვიწყებთ!“ – ზურა შევარდნაძე

გურული მებაღე ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში წერს: ხვალ 1 სექტემბერია, შემოდგომა იწყება. ამ ზაფხულს ბევრი ვიარე სოფლებში, ცოტა საქმიანად და ცოტა სიხარულის მისაღებად… ბევრი ნამდვილი ადამიანი გავიცანი. ბევრი ქართული, დაკარგული ან მივიწყებული ჯიშის თესლი შევაგროვე. მოვინიშნე სახელები და გვარები, სოფლები, ადგილები. ბევრი ამბავი და ისტორია ჩავიწერე, ზოგი ძალიან სევდიანი, ზოგი სიხარულით და იმედით სავსე. ამაში […]

„უცებ გაფრინდა ბავშვობა… გივი უკვე მეორეკურსელია, წელს კი, რეზიმ გაგვახარა…“ _ ვისზე წერს „ჰო და არას“ რედაქტორი?

ლანჩხუთში გამომავალი გაზეთის, „ჰო და არას“ რედაქტორი, ნონა გიგინეიშვილი შვილების წარმატების შესახებ სოციალურ ქსელში წერს: „გივი და რეზი… უცებ გაფრინდა ბავშვობა… გივი უკვე მეორეკურსელია _ მაღალრეიტინგული, თანამედროვე სტანდარტებზე ორიენტირებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მენეჯმენტის ფაკულტეტის. ამჯერად კი რეზიმ გაგვახარა _ ამავე უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. ვუსურვებ ჩემს შვილებს და ყველა მათ თანატოლს, ღირსეულად გაევლოთ ლაბირინთებით […]

„ამოიცნო და 60 ჭრილობა მიაყენეს… დარეკვა უცდია, ზარის ჩამწერი ჰქონია ტელეფონზე და მთელი მკვლელობა ჩაწერილია, სახელებსაც ამბობსო” – რას ჰყვება გურიაში მოკლული ქალის ახლობელი?

გურიაში, სოფელ ნასაკირალში, გუშინ დაკრძალეს 60 წლის მარგო ზოიძე-გიორგაძე, რომელიც საკუთარ სახლში სასტიკად მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ფულის გამო მოხდა. როგორც მოკლული ქალის ოჯახის ახლობელი გამოცემა „ბათუმელებს“ უყვება, მარგო ზოიძეს ძარცვამდე ტელეფონზე დარეკვა უცდია – „ზარის ჩამწერი ჰქონია ტელეფონზე და მთელი მკვლელობა ჩაწერილია“. „მეზობლებთან უთქვამს, 5 ათას ლარამდე მაქვს შეგროვილი ჯამშიო. მისი მეუღლე მთელი ზაფხული […]

37 გოლი!!! გაგიგიათ პენტა, ჰექსა, პემტა თრიკები? ნათია დანელიას გურულებმა „გვარი მისცეს“: გოლიაძე! გვიმბალაურში, ბომბარდირს თამაშში 3 გააქვს…

ლანჩხუთი ტრადიციული საფეხბურთო ქალაქია, მაგრამ ბევრი, ალბათ, პირველად გაიგებს სათაურში მოყვანილი უცხო სიტყვების მნიშვნელობას. არა, გურულ ქომაგს ჰეთ თრიკის მეტი რა უნახავს, პოკერიც არცთუ იშვიათად, მაგრამ პენტა თრიკი? ჰექსა თრიკი? პემტა თრიკი? პირველი 5 გოლს ნიშნავს, მეორე _ „ნახევარ დუჟინს“, ანუ 6-ს, ხოლო მესამე ერთ თამაში მობურთალის მიერ გატანილ 7 გოლს. ეს ყველაფერი და უფრო […]

„საშინელი სურათი დაგვხვდა, 63 წლის ქალს 60-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული“ _ გურიაში მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები: რას ამბობენ სოფელში?

„გუშინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში მოკლულ 63 წლის ქალბატონს დანით 60-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული. მკვლელობა ადრე დილით, დაახლოებით 5 საათზე მოხდა“ _ წერს „გურიის მოამბე“ ადგილობრივების მონაყოლზე დაყრდნობით. ასევე წაიკითხეთ: „სახლში მარტო იყო, თხილი ჩაუბარებია წინა დღეს და სავარაუდოდ, ამ ფულის გამო დაესხნენ თავს“ _ გურიაში ქალი სასტიკად მოკლეს გამოცემას მოკლულის თანასოფლელებმა უთხრეს, რომ მკვლელმა […]

რას სთავაზობს ლანჩხუთელ მშობლებს „ანას სკოლა“, რომელსაც მალე, გახანგრძლივებულ ჯგუფებზე მორგებული ახალი შენობა ექნება?

ლანჩხუთში, „ანას სკოლა” ბავშვებს სთავაზობს გახანგრძლივებული პროფილისა და თანამედროვე სტანარტებზე მორგებულ სასწავლო-შემეცნებით და გასართობ გარემოს. კერძოდ, სასკოლო დავალებების შესრულებაში დახმარებას; განმავითარებელ თამაშებსა და საინტერესო/შემეცნებით აქტივობებს; ტექნოლოგიებთან მუშაობას; აქტიურ და სახალისო დასვენებას და რა, თქმა უნდა, მეგობრულ და მზრუნველ გარემოს. „უპირველესად, მადლიერება მინდა გამოვხატო ჩემი ლანჩხუთელების მიმართ _  ნდობისთვის, მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის! სწორედ ასეთმა დამოკიდებულებამ გამიჩინა […]

„სახლში მარტო იყო, თხილი ჩაუბარებია წინა დღეს და სავარაუდოდ, ამ ფულის გამო დაესხნენ თავს“ _ გურიაში ქალი სასტიკად მოკლეს

საზარელი დანაშაული მოხდა ოზურგეთის სოფელ ნასაკირალში. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალი საკუთარ ბინაში ყელგამოჭრილი ნახეს. „გურია TV“ მეზობლებზე დაყრდნობით წერს, რომ ცივი იარაღით მოკლულია სამოც წლამდე ქალი, რომელიც გამთენიისას მეზობელმა საკუთარ ბინაში იპოვა. თანასოფლელთა თქმით, მკვლელობა, სავარაუდოდ, თანხის გამო მოხდა. მოკლულმა ქალბატონმა წინა დღეს თხილი ჩააბარა და თანხა აიღო. არსებული ინფორმაციით, ქალი სახლში მარტო იყო, მეუღლე […]

„სულ კალთები დაეგლიჯოთ, არიქა, „გადეიფიქრე“ და დაგვიბრუნდიო…“ _ მაგენს ხალხი მართლა აბდალი ხომ არ ჰგონიათ, ანუ კიდო ვის ჰყავს „ბაღანაი“ გასაზრდელი?

ლანჩხუთელი ჟურნალისტი და შსს-ს დამსახურებული მუშაკი ლალი ლომაძე ეხმაურება „ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის წასვლას პოლიტიკიდან: „მამუკა მდინარაძის უწყინარმა გადაწყვეტილებამ, დატოვოს პოლიტიკა და მეტი დრო ოჯახს მოახმაროს, როგორც მოსალოდნელი იყო, დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. გამონაკლისი არც ლანჩხუთი დარჩენილა. მით უფრო, პოლიტიკაზე ჭიპმიჭრილი გურულები ასეთ ფაქტს უკომენტაროდ ვერ და არც გაუშვებდნენ. მოკლედ დაიწყეს: ახლა გაახსენდა მამუკა […]