გურულების სტუმრობა 5 გოლია: შემოვიდნენ, ნახეს, გაიტანეს… მანამდე იყო მცველების გოლი და დათას დუბლი – ერთი, რა თქმა უნდა, ჯარიმიდან!

„გურიამ“ ქობულეთში, ქედის „ბეთლემს“ 5:0 მოუგო და პირველ წრეში, ფოთში დაკარგული ქულებისთვის (0:0) შური იძია. პირველი ტაიმი ლანჩხუთელებმა მხოლოდ მინიმალურად მოიგეს, გოლი მცველების გამოვიდა _ კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს ლევან კაკუბავამ გაჰკრა ფეხი, ზონა კი დავით მაისაშვილმა „ჩაკეტა“, 1:0 უკვე მე-14 წუთზე იყო. მეორე ტაიმში უფრო ადრე გაიტანეს გოჩა ტყებუჩავას შეგირდებმა _ ნოდარ იაშვილის პასი საგოლე […]

[ნეკროლოგი] გარდაიცვალა მირზა გელას ძე როხვაძე

მეუღლე სოფიკო გოგუაძე; შვილები: ანასტასია, ერეკლე როხვაძეები და ახლო ნათესავები დიდი გულისტკივილით იწუყებიან მირზა გელას ძე როხვაძის გარდაცვალებას. პანაშვიდი: პარასკევს, 28 აგვისტოს.დაკრძალვა: შაბათს, 29 აგვისტოს, 15 სთ.-ზე.გამოსვენება: ქ. ლანჩხუთი, ცინცაძის ქ.#14-დან. „გურია Today“ გამოთქვამს მწუხარებას და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.

„ორი წლის წინ ძმა გარდაეცვალა, ამ ტკივილით ცხოვრობდნენ და ახლა ეს თავზარდამცემი ამბავი გავიგეთ“ _ გურიაში მომხდარი ავარიის ახალი დეტალები

გუშინ, ოზურგეთის სოფელ წითელმთაში მომხდარი ავარიის შესახებ, რასაც 16 წლის გოგონას გარდაცვალება მოჰყვა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი. „ჩვენი მარიამი, ჩვენი ლამაზი გოგო აღარ გვყავს. ეს რა საშინელი ამბავი გავიგეთ ამ დილით. ჯერ მის სახლამდეც ვერ მივდივართ, ოჯახისთვის სამძიმარიც არ მითქვამს, რა უნდა ვუთხრა მის დედას, მისი ოჯახის წევრებს?! ვერც ვკითხულობ დეტალებს, ისე განვიცდი ამ ამბავს. […]

გურიაში მომხდარ მძიმე ავარიას მოზარდი გოგონა ემსხვერპლა, 4 არასრულწლოვანი კლინიკაშია გადაყვანილი _ როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

გურიაში, კერძოდ, ოზურგეთის სოფელ წითელმთაში (შედის შემოქმედის ადმინისტრაციულ ერთეულში) მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 5 არასრულწოვანი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა „მედალფაში“ გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ერთმა მათგანმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და კლინიკაში შეყვანიდან ერთ საათში გარდაიცვალა. ექიმების თქმით, დანარჩენმა 4-მა არასრულწლოვანმა საშუალო სიმძიმის დაზიანება მიიღო და შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ. „გურია TV“-ის ინფორმაციით, გომისკენ მიმავალი „მინივენის“ მძღოლმა საჭე […]

„ლანჩხუთი“ 6:0-ს მხოლოდ „ბათუმს“ უგებს: ტატას ჰეთ თრიკი 21 წუთში და კიდევ 3 – ციცებმა გვიმბალაურში აჭარული იცეკვეს

ლანჩხუთის ქალთა გუნდმა ფინალური ეტაპი მოგებით დაიწყო _ ციცებმა გვიმბალაურში „ბათუმს“ სეზონში მესამედ დიდი ანაგრიშით მოუგეს. აღსანიშნავია, რომ სტუმართა განაცხადში 6 ისეთი მოთამაშე იყო, წინა წლებში გურული კლუბის ღირსება რომ დაუცავს და უმეტესობა მასთან ერთად ტიტულებსაც დაეუფლა. ესენი არიან ორივე მეკარე _ მარიამ ჭრიკიშვილი და ლანა მჟავია, ასევე: მარიამ კაპანაძე, ნათია წოწერია, სალომი დიმოპულუ, ხოლო […]

„მარიამმა ტირილი დაიწყო და თქვა, წელს აღარ წავალ უნივერსიტეტში, გაისად [ისევ] ჩავაბარებო. შინდისის გმირის შვილს მასწავლებლებმა შევუგროვეთ სწავლის ფული“ – ლადო აფხაზავა

ლანჩხუთელი პედაგოგი, მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა ამბობს, რომ ხელისუფლების მიერ დაანონსებული „უფასო უმაღლესი განათლება” რეალურად სხვა ფაქტის წინაშე გვაყენებს. განათლების სფეროს წარმომადგენლების ნაწილი ამბობს, რომ რეფორმა მკაცრი შეზღუდვებითა და შემცირებული კვოტებით ხორციელდება, რის გამოც საგამოცდო ბარიერგადალახული და მაღალი ქულების მქონე ახალგაზრდების ნაწილიც კი სასურველ უნივერსიტეტებსა და პროგრამებზე ვერ ჩაირიცხა. „არის ასეთი სტუდენტი, მარიამ […]

[ნეკროლოგი] გარდაიცვალა სულიკო კეჭეხმაძე-იმნაიშვილისა

შვილები: ლალი, ჟუჟუნა; ძმა ამირან კეჭეხმაძე; და ნაზი; რძლები: ქეთინო, სალომე; შვილიშვილები: გოჩა, გია ქიქავები, ირაკლი წილოსანი; სიძე კოტე წილოსანი; შვილთაშვილები: ლალი, ლიზი, საბა ქიქავები, კონსტანტინე წილოსანი; დისშვილები, ძმისშვილები, მულისშვილები და ახლო ნათესავები იუწყებიან, რომ გარდაიცვალა სულიკო კეჭეხმაძე-იმნაიშვილისა. დაკრძალვა: ხუთშაბათს, 15 სთ.-ზე, სოფ. ქვემო შუხუთის სასაფლაოზე. „გურია თუდეი“ გამოთქვამს მწუხარებას და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.

ბაღნებს უთხარი, დედიკოი ფეხბურთზეაო… ჯურუყვეთელი და ჩოჩხათელი ციცების დაპირისპირება სა(მზარ…)ჯარიმოში [+ფოტო/ვიდეო]

ლანჩხუთის ერთმა ლამაზმა სოფელმა გამორჩეულ საფეხბურთო მატჩს უმასპინძლა: ჯურუყვეთში, ადგილობრივი და ჩოჩხათელი დედები ერთმანეთს არა სამზარეულოში, არამედ საფეხბურთო მოედანზე გაეჯიბრნენ. „ბავშვებს უთხარით, დედა ფეხბურთზეა“ _ ამ დევიზის ქვეშ გაერთიანდა 20-მდე დედა და დაუვიწყარი საღამო აჩუქეს ჯერ ჩოჩხათში მისულ „მაყურებელს“, თუმცა უფრო თვალსასეირო ჯურუყვეთული შეხვედრა გამოდგა. მოედანზე ისე „დაცხა“, ლამის ხაჭაპურისთვის გაცხელებული ღუმელის ტემპერატურას გაუტოლდა. მეკარესაც […]

„დღეს მაღაზიაში შევედი, გამყიდველი ცხარე ცრემლით ტიროდა… ლევანიკო ლანჩხუთში ცნობილი ოჯახის შვილია“ – 22 წლის ახალგაზრდას დღეს დაკრძალავენ

ლანჩხუთში ცხარე ცრემლებით დასტირის ლევან ფირცხალაიშვილს, რომელიც გუშინ ბათუმში გარდაცვლილი იპოვნეს, რამდენიმედღიანი უშედეგო ძებნის შემდეგ. ამის გამო, 22 წლის ახალგაზრდას დღეს, 24 აგვისტოს დაკრძალავენ, გორისგვერდის სასაფლაოზე. დღის 2 საათზე გამოასვენებენ მშობლიურის სახლიდან (ქ. ლანჩხუთი, ბარათაშვილის ქ.#47). ასეულობით ადამიანი გამოხატავს უდიდეს მწუხარებას მომხდარის გამო. როგორც ახლობლები წერენ, ლევანიკო ლანჩხუთში ცნობილი ოჯახის შვილია _ მისმა ბაბუამ ჯონი […]

ლანჩხუთს, რომლის 2 წარმომადგენელი ჯანდაცვის მინისტრი იყო, მესამე კი ახლაც არის, საავადმყოფო არ აქვს: „3 დღე ეძებდნენ [სასწრაფოს წაყვანილ] დედას თბილისიდან ჩამოსული შვილები და ხობში აღმოაჩინესო…“

ლანჩხუთის კოლორიტი სიკო გეგიაძე სოციალურ ქსელში, თავის ტრადიციულ რუბრიკაში _ „გურიაში გაგონილები“, მწარე სიმართლეს სარკასტულად გადმოცემს: „საავადმყოფოში ჯობია გადაყვანაო, სასწრაფომ… – ა, არა!! შეიცხადა ნოდარამ, – მეზობლის ქალი გადაიყვანეს ამასწინათ. სამი დღე ეძებდნენ თბილისიდან ჩამოსული შვილები და ხობის საავადმყოფოში აღმოაჩინესო… ცნობისათვის: რაიონს, რომლის სამი მკვიდრი _ მენაღარიშვილი, ჯორბენაძე და ახლა სარჯველაძე ჯანდაცვის მინისტრები იყვნენ და […]