„რატომ გაამწარე შენი დედიკო, რომელმაც ობლები სიმწრით გაგზარდათ… იქ შენი მამიკო ჩაგიხუტებს გულში“ _ ლანჩხუთი მეოცნებე მზეჭაბუკს ემშვიდობება: „იქ, ღრუბლებს ზემოთ, მზესთან ახლოს დაივანებს, თავადაც მზის სადარი“

ლანჩხუთი ლევან ფირცხალაიშვილს დასტირის. გუშინ 22 წლის ახალგაზრდაზე მთელი საქართველო ლოცულობდა, მაგრამ სამწუხარო აღმოჩნდა რეალობა _ მისი ცხედარი ბათუმში ზღვისპირას იპოვნეს. „ყველა დაგვამუნჯა ლევანის ტრაგედიამ. დედას შვილი არ უნდა უკვდებოდეს, თანაც ასეთი ახალგაზრდა, ასეთი ჭკვიანი და კეთილი. არ არსებობს სიტყვები, ავხსნა, რასაც ახლა ვგრძნობ. სასტიკი და უმოწყალოა ეს სამყარო. როგორ დაუნდობლად ტკენს დედებს გულს. მთელი […]

ლანჩხუთელი ახალგაზრდა, 22 წლის ლევან ფირცხალაიშვილი, რომელსაც მთელი საქართველო ეძებდა, ბათუმში გარდაცვლილი იპოვეს _ რა დეტალები ხდება ცნობილი?

ლანჩხუთელი ახალგაზრდა, 22 წლის ლევან ფირცხალაიშვილი, რომელსაც მთელი საქართველო ეძებდა, სამწუხაროდ, ბათუმში, ზღვაში გარდაცვლილი იპოვეს. „არის ტკივილი, რომელსაც სიტყვები ვერ აღწერს… 22 წლის სიცოცხლე, ასე ნაადრევად და უხმოდ გაწყვეტილი… ​უზომოდ მტკივა გული ამ უდიდესი ტრაგედიის გამო. მთელი გულით ვუსამძიმრებ დედას, ახლობლებს… ღმერთმა მოგცეთ გამძლეობა და სულის სიმტკიცე ამ გაუსაძლისი ტკივილის ასატანად… მან თავისი არსებობით ისეთი […]

გურიაში მცხოვრებ ყოველ 5 ადამიანს 2 ავტომობილი ჰყავს, 5 ოჯახზე კი _ 6 სატრანსპორტო საშუალება მოდის. როგორ იცვლებოდა მონაცემები წლების მიხედვით?

გურიაზე საქართველოში მოძრავი ავტომობილების მხოლოდ 2,06% მოდის, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის შემდეგ _ ამის შესახებ საუბარია „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში. 2026 წლის მე-2 კვარტლის მონაცემებით, ქვეყანაში სულ რეგისტრირებულია 1 975 829 ავტომობილი, აქედან გურიაში _ 40763. 2,06 ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვნებელია, 2021-22 წლებში გურიაის რეგიონზე საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 2,47% მოდიოდა, რაც […]

სევასტოპულოს ფეხი იღბლიანია: „გურიამ“ უმნიშვნელოვანესი თამაში მოიგო… ლეგენდა ლანჩხუთში და დიდი გამარჯვების გახსენება 47 წლის შემდეგ

თითქმის ნახევარი საუკუნის წინ, 1979 წლის 29 ოქტომბერს, ყანაზის მოყინულ მოედანზე, მატჩის ბოლო წუთებზე, ამირან სევასტოპულო გაიტანს გოლს, რომელიც დასაბამს დაუდებს „დუნიის გადარევას“. ეს ის გოლია, რაზეც 47 წლის შემდეგაც ილაპარაკებენ: გაიტანა თუ არა „სევასტიმ“ თავისი კარიერის მთავარი გოლი… ხელით? ამაზე პასუხი ვიდეოშია, რომელიც გელა პატარაიამ სპეციალურად „გურია Today“-სთვის ჩაწერა. ნახეთ ვიდეო: რა მოხდა ყაზანში? […]

ბახმაროში, გურიის ქუჩაზე, არასრულწლოვანი გადმოვარდა სკამიდან, რომლის დახმარებითაც ცხენზე დაჯდომას ცდილობდა

დღეს, საღამოს, ბახმაროში ბავშვი, რომელიც ცხენზე დაჯდომას სკამის დახმარებით ლამობდა, ცუდად გახდა და სკამიდან გადმოვარდა. არსებული ინფორმაციით, იგი სასწრაფოს მოსვლამდე გონს მოვიდა და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, თუმცა შემოწმების მიზნით, საავადმყოფოში მაინც გადაიყვანეს. თავიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ გურიის ქუჩაზე არასრულწლოვანი ცხენიდან გადმოვარდა, რაც არ დასტურდება. „ცხენზე არ დამჯდარა, სკამზე დადგა, ცხენზე რომ დამჯდარიყო, უცბად გულზე […]

ლანჩხუთის საპატიო მოქალაქე ბოდიშს ითხოვს, მერი ამბობს, რომ „ტყუილი და სისულელეა“ _ იყო თუ არა საბავშვო ბაღი მიწაზე, სადაც გივი მიქანაძე სააგარაკე სახლს იშენებს?

ლანჩხუთის სოფელ არჩეულში მშენებარე სახლთან დაკავშირებით გავრცელებულ ბრალდებებზე კომენტარი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ გააკეთა. “ეს გახლავთ მორიგი იაფფასიანი და დეზინფორმაციული კამპანია. ამის გადამოწმება ძალიან მარტივად არის შესაძლებელი. მიწა, რომელიც ყველა დადგენილი წესისა და კანონის სრული დაცვით შევიძინე, იყო ცარიელი ადგილი და იქ არანაირი შენობა-ნაგებობა არ იდგა. ჩემ მიერ შეძენილი მიწის ფართობი არ […]

დოღი, ჭიდაობა, მკლავჭიდი და… მსოფლიო ჩემპიონი – სოფელ წყალწმინდაში სახალხო დღესასწაული გმირების ხსოვნას მიეძღვნა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში ფერიცვალებასთან დაკავშირებით ტრადიციული სახალხო დღესასწაული გაიმართა. ცხენოსნობასა და სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში გამარჯვებულები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს. მთავარი სპორტული აქტივობა დოღი გახლდათ, სადაც 4 რბოლა ჩატარდა, რომელშიც სანდრო გაგუამ, გელა ტუღუშმა, მინდია ლომიძემ და გოჩა მიქელაძემ გაიმარჯვეს. მკლავჭიდში ჩემპიონის ტიტული ჯარჯი მეზურნიშვილმა მოიპოვა, მეორე ადგილზე ირაკლი ართილაყვა გავიდა, ხოლო თამაზ ბოლქვაძე მესამე […]

„ის სასწრაფოს მანქანა დაბრუნდა და ბავშვი კარგადააო“ _ თვითმხილველის თქმით, ბახმაროს დოღზე ცხენი 7 წლის გოგონას დაეჯახა

დღეს, კურორტ ბახმაროზე მიმდინარე დოღის დროს, ინციდენტი მოხდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თვითმხილველი წერს. „მხედარმა ცხენი ვერ დაიმორჩილა, ხალხში შევარდა და გოგონას დაეჯახა. თავი დაუზიანა. ჩოჩქოლმა წამყვანიც შეაშფოთა, მაგრამ გააგრძელეო, უთხრეს და დოღიც გაგრძელდა. სასწრაფო ჩვენს წინ იდგა, თვალს ვადევნებდით, შემთხვევა ფინიშიდან პარკისკენ 300 მეტრში მოხდა, ჩვენ ვერ ვხედავდით, რეალურად რა მოხდა. ვფიქრობდი, სასწრაფო რატომ […]

ლიზი, რას აკეთებ? ერთადერთი ქალი-მხედარი ლანჩხუთელია, გიორგი ცინცაძემ სამივე სინჯის მედალი ჩოხატაურში დაიტოვა _ იქ, სადაც ტრადიცია, სისწრაფე და მთის ენერგია ერთ სანახაობად ერთიანდება

დღეს, კურორტ ბახმაროში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და სანახაობრივი ღონისძიება ტრადიციული დოღი_ „ბახმაროს თასი 2026“ გაიმართა. დილით, ბახმაროს ფერისცვალების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია შემოქმედელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოსებმა აღავლინა. გასული წლების მსგავსად, შეჯიბრებაში მონაწილეობდა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ათობით მხედარი. წელსაც, 4 ნომინაციაში გამოვლინდა გამარჯვებული. „გურიის თასი“ ნიკა ფერაძემ მოიგო, მეორეზე მუხამედ აჩიევი გავიდა, ხოლო მესამეზე საბა […]

[ნეკროლოგი] გარდაიცვალა მაგული (ნუნუ) წილოსანი

შვილები: ალექსანდრე, ზალიკო წილოსნები; რძლები: ქეთინო, ზეინაბი, ნანა, ხათუნა, მარინა, რუსიკო; შვილიშვილები: სოფიკო, ზურიკო, ანა, გიორგი, ლანა; სიძეები: ბექა, ირაკლი; შვილთაშვილები: ხატია, ალექსანდრე, მათე; მაზლიშვილი ავთო და ახლო ნათესავები იუწყებიან, რომ გარდაიცვალა მაგული (ნუნუ) წილოსანი. დაკრძალვა: შაბათს, 22 აგვისტოს, 15 სთ.-ზე, მაჩხვარეთის სასაფლაოზე. „გურია თუდეი“ გამოთქვამს მწუხარებას და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.