გურიაში მცხოვრებ ყოველ 5 ადამიანს 2 ავტომობილი ჰყავს, 5 ოჯახზე კი _ 6 სატრანსპორტო საშუალება მოდის. როგორ იცვლებოდა მონაცემები წლების მიხედვით?

|

Loading

„გურია“-„დინამოს“ თამაშის დროს, ლანჩხუთის სტადიონის მიმდებარედ 525 ავტომობილი დავთვალეთ

გურიაზე საქართველოში მოძრავი ავტომობილების მხოლოდ 2,06% მოდის, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის შემდეგ _ ამის შესახებ საუბარია „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში.

2026 წლის მე-2 კვარტლის მონაცემებით, ქვეყანაში სულ რეგისტრირებულია 1 975 829 ავტომობილი, აქედან გურიაში _ 40763.

2,06 ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვნებელია, 2021-22 წლებში გურიაის რეგიონზე საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 2,47% მოდიოდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

2017 წელს რეგიონში 29753 სატრანსპორტო საშუალება იყო რეგისტრირებული, ხოლო მთლიანად საქართველოში _ 1 228 123. ყველაზე მეტი მატება (2448 ერთეული) 2021 წელს დაფიქსირდა.

ყველაზე მეტი ავტომობილი გურიაში წელს ფიქსირდება, თუმცა წინა წელთან მატება ყველაზე ცოტაა _ მხოლოდ 14. აქვე გასათვალისწინებელია, რომ მიმდინარე მონაცემები 6 თვისაა.

ბოლო 10 წლის მონაცემებით, გურიასა და საქართველოში ავტომობილების რაოდენობა ასეთია:

2017 საქართველოში – 1 228 123 გურიაში – 29 753 2,42%
2018 საქართველოში – 1 289 014 გურიაში – 31 186 2,42%
2019 საქართველოში – 1 339 281 გურიაში – 32 657 2,44%
2020 საქართველოში – 1 404 471 გურიაში – 34 392 2,45%
2021 საქართველოში – 1 490 263 გურიაში – 36 840 2,47%

2022 საქართველოში – 1 563 165 გურიაში – 38 612 2,47%
2023 საქართველოში – 1 680 436 გურიაში – 39 905 2,37%
2024 საქართველოში – 1 790 587 გურიაში – 40 528 2,26%
2025 საქართველოში – 1 914 908 გურიაში – 40 749 2,13%
2026 საქართველოში – 1 975 829 გურიაში – 40 763 2,06%

20206 წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოში მოძრავი ავტომობილების (1 975 829) თითქმის ნახევარი (948 108 ერთეული ანუ 47,99%) თბილისზე მოდის. მეორე ადგილზეა იმერეთი (10,75%), მესამეზე _ ქვემო ქართლი (8,31%). აჭარა (6,56%) მხოლოდ მე-5 ადგილს იკავებს.

რეგიონების მიხედვით ავტომობილების რაოდენობა ასეთია:

  • თბილისი – 948 108 (47,99%)
  • იმერეთი – 212 352 (10.75%)
  • ქვემო ქართლი – 164 160 (8.31%)
  • კახეთი – 152 279 (7.71%)
  • აჭარა – 129 642 (6.56%)
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 108 312 (5.48%)
  • შიდა ქართლი – 96 444 (4.88%)
  • სამცხე-ჯავახეთი – 67 179 (3.40%)
  • მცხეთა-მთიანეთი – 45 230 (2.29%)
  • გურია – 40 763 (2,06%)
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11 360 (0.57%)

იგივე „საქსტატის“ ბოლო მონაცემებით (2024 წლის აღწერა), გურიაში 102 408 ადამიანი ცხოვრობს, რაც ნიშნავს საშუალოდ 1 ავტომობილს 2,5 ადამიანზე, ანუ რეგიონში მცხოვრებ ყოველ 5 ადამიანს 2 ავტომობილი ჰყავს.

რაც შეეხება ოჯახების მიხედვით ბალანსს, თუ იგივე 2024 წლის აღწერის მონაცემებს გავითვალისწინებთ, რომ ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში 33 559 შინამეურნეობა (იგივე კომლი) ფიქსირდება, გამოდის, რომ ყოველ ოჯახზე 1,2 ავტომობილი მოდის.