ლანჩხუთელი ახალგაზრდა, 22 წლის ლევან ფირცხალაიშვილი, რომელსაც მთელი საქართველო ეძებდა, სამწუხაროდ, ბათუმში, ზღვაში გარდაცვლილი იპოვეს.
„არის ტკივილი, რომელსაც სიტყვები ვერ აღწერს… 22 წლის სიცოცხლე, ასე ნაადრევად და უხმოდ გაწყვეტილი… უზომოდ მტკივა გული ამ უდიდესი ტრაგედიის გამო. მთელი გულით ვუსამძიმრებ დედას, ახლობლებს… ღმერთმა მოგცეთ გამძლეობა და სულის სიმტკიცე ამ გაუსაძლისი ტკივილის ასატანად… მან თავისი არსებობით ისეთი სითბო და სიყვარული დატოვა ჩვენს ოჯახში, რომელსაც ვერანაირი დრო ვერ წაშლის… იმედი მაქვს, იპოვა მისმა სულმა ის მარადიული სიმშვიდე, რომელსაც ასე ეძებდა…“ _ წერს ოჯახის ახლობელი ირა დვალიშვილი.
გუშინ ოჯახმა და მეგობრებმა გაავრცელეს განცხადება, რომ ლევან ფირცხალაიშვილს ეძებდნენ.
„დაიკარგა, ბოლოს ბათუმში იყო! ვეძებთ ლევან ფირცხალაიშვილს! მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მცირე ინფორმაციაც კი ძალიან დაგვეხმარება. ბოლო მონაცემებით, იმყოფება ან გადაადგილდება ბათუმში. თუკი ვინმემ ბოლო დღეებში სადმე დაინახეთ, შეამჩნიეთ ან რაიმე ინფორმაცია გაქვთ მისი ადგილსამყოფლის შესახებ, გთხოვთ, დაუყოვნებლივ გვაცნობეთ. გთხოვთ, გააზიაროთ პოსტი, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს!“
– ნათქვამი იყო გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც გუშინ მთელი დღის განავლობაში ვრცელდებოდა.
„გურია თუდეი“ მწუხარებას გამოთქვამს ლევან ფირცხალაიშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.





