ლანჩხუთის საპატიო მოქალაქეს ადგილობრივი ოპოზიციონერი ედავება: გივი მიქანაძე არჩეულის სახლს სახელმწიფო მიწაზე იშენებს თუ უპირობო აუქციონით შეძენილ ნაკვეთზე?

ლანჩხუთის ყოფილი გამგებელი, „ნაცმოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერი კახა ასკურავა სოციალურ ქსელში სოფელ არჩეულში გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც ჩანს გზა, მშენებარე სახლი და იქვე გვერდით, გაუქმებული სკოლის შენობა. ოპოზიციონერი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სახლს გაუქმებული საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე იშენებს. ასევე წაიკითხეთ: „მიწის ნაკვეთი აქვს ნაყიდიო…“ _ ბრიტანული განათლება, ცოლი […]
[ნეკროლოგი] გარდაიცვალა ელგუჯა ჭიჭიკოს ძე ღვინჯილია

მეუღლე ჯულიეტა მგელაძე; შვილი თამარ ღვინჯილია; შვილიშვილები: ელგუჯა, დათო, გიორგი, ევა; რძლები: ცაცო და ციცინო; ძმისშვილები: ირმა, ზაზა ღვინჯილიები; ცოლისდიშვილები: ლელა, გელა მაისურაძეები; ბიძაშვილები, დეიდაშვილები, მძახლები და ახლო ნათესავები იუწყებიან ელგუჯა ჭიჭიკოს ძე ღვინჯილიას გარდაცვალებას. დაკრძალვა: ხუთშაბათს, 20 აგვისტოს, 15 საათზე.გამოსვენება: ქ. ლანჩხუთი, მორჩილაძის ქუჩა #18-დან.
[ნეკროლოგი] გარდაიცვალა ლამარა სულაკაძე-მშვიდობაძისა

შვილები: თენგიზ, დარეჯან მშვიდობაძეები; ძმა დიმიტრი სულაკაძე; მაზლიშვილი მაკარ მშვიდობაძე; შვილიშვილები: ნოდარ მშვიდობაძე, ბენიამინ, დავით, მარიამ ხურციძეები, აკაკი ხოფერია; რძლები: თამარ ქსოვრელი, მერი ორმოცაძე, ეკატერინე გამრეკელი, ანა ბიბილეიშვილი, ინდირა დვალიშვილი, ხათუნა გობეჯიშვილი; შვილთაშვილები: თამარ ნარიმანიძე, მათე, გიორგი, ანდრო ხურციძეები, გიორგი ხოფერია; ძმისშვილები, ბიძაშვილები და ახლო ნათესავები იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ლამარა სულაკაძე-მშვიდობაძისა. დაკრძალვა: ხუთშაბათს, 20 აგვისტოს, […]
ვინ დაიმატა „გურიამ“? ახალწვეულები არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან და ეროვნული ლიგიდან…

„გურია“ ახალგაზრდა ფეხბურთელებით გაძლიერდა _ საქართველოში წამყვანი საფეხბურთო აკადემიების (თბილისის „დინამო“ და „იბერია 1999“) აღზრდილები დაიმატა. კლუბმა ახალწვეულების ვარჯიშის შესახებ ფოტო/ვიდეო მასალა გამოაქვეყნა. ლანჩხუთელთა ღირსებას დაიცავს 20 წლის მეკარე დავით იობაშვილი. იგი უკვე ნახსენები „იბერია 1999“-ისა და „დინამოს“ აღზრდილია, თამაშობდა ასევე დედაქალაქურ კლუბ „ვიტ ჯორჯიასა“ და „თელავში“. გასული წლის ბოლოს, მან კონტრაქტი არაბთა გაერთიანებული საამიროების […]
„ამ წუთას დავხუჭავდი სამუდამოდ თვალებს შენი ერთი ჩახუტებისთვის“ _ დღეს დაჩი დარჩიას დაბადების დღეა

დღეს, ლანჩხუთელი რეჟისორი და დიჯეი დაჩი დარჩია 47 წლის გახდებოდა. მისი დედა _ ლილი შეყრილაძე-დარჩია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „დაჩი, ჩემო მონატრებულო შვილო, თენდება შენი დაბადების დღე, უშენოდ აუტანელი. ნეტავ როგორი იქნებოდი ორმოცდაშვიდის… წლები მიდიან, მე კი შენზე ფიქრებში გულმოკლული ვცოცხლობ, შენც ჩემს გულში ცოცხლობ, ჩემთან ხარ ყოველ წუთს, ხან შენი სიმღერები მესმის, ხან […]
რატომ მოუწია ბადრი ვადაჭკორიას გზიდან ჭანჭათში მობრუნება და უცნობი ისტორია მისი ბიძინა ივანიშვილთან მეგობრობაზე

ლანჩხუთელებს, ალბათ, ყველაზე მეტად დაწყვიტა გული მუნიციპალიტეტის საამაყო წარმომადგენლის, გამოჩენილი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას შესახებ სამწუხარო ინფორმაციამ. მოქალაქეები აქტიურად გამოხატავენ სამძიმარს გამორჩეული ხელოვანის გარდაცვალების გამო. ადგილობრივ ჟურნალისტს ლალი ლომაძეს მასთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდა: „ბადრი ჩემზე სამი წლით უფროსი იყო. სკოლის ასაკში კი ასეთი სხვაობა თვალშისაცემია. თუმცა ამას ჩვენი ურთიერთობისთვის ხელი არ შეუშლია. ის ჩემი აწ […]
ლანჩხუთის ანსამბლმა „მხედრებმა“ ბულგარეთის სართაშორისო ფესტივალზე Laureate I Class და გრან-პრი მოიპოვა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „მხედრებმა“ ბულგარეთში, საერთაშორისო ფესტივალზე „SLAVYANSKI VENETS“ მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა. ინფორმაციას კულტურის დაწესებულებათა გაერთიანება ავრცელებს. როგორც ირკვევა, ფესტივალის ფარგლებში ანსამბლის მიერ წარდგენილმა ორივე ქორეოგრაფიულმა ნომერმა („აფხაზური“ და „განდაგანა“) საერთაშორისო ჟიურის უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და Laureate I Class [1-ლი ადგილი] მოიპოვა. ამას მოჰყვა ანსამბლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება _ წარმოდგენილი […]
„მაპატიოს ჩემმა თბილისმა, მაგრამ ლანჩხუთის საპატიო მოქალაქეობა ჩემთვის უფრო მეტია…“ _ ჩვენს „გურულ ძამიკონას“, ბადრი ვადაჭკორიას ვემშვიდობებით

ლანჩხუთის საპატიო მოქალაქე ბადრი ვადაჭკორია 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც ირკვევა, ცნობილი ფოტოხელოვანი ბოლო 3 თვის განმავლობაში მძიმე სენს ებრძოდა. იგი 1947 წლის 29 მაისს ლანჩხუთში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. არის არაერთი საერთაშორისო ფოტოკონკურსის მონაწილე და გამარჯვებული, 25 ფოტოკრებულისა და ექვსი წიგნის ავტორი. მას განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებდა მშობლიურ ქალაქთან, რომლის […]
„არ ჰქონდა ამ რაოდენობის მგზავრების გადაყვანის შესაბამისი მართვის მოწმობის კატეგორია“ _ გომისმთის ავარიის საქმეზე მძღოლს ბრალი წარედგინა

გურიაში, გომისმთის გზაზე მომხდარი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, რამაც ოთხი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია, საქართველოს პროკურატურამ მძღოლს ბრალი წარუდგინა და ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა: “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 12 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომის საავტომობილო გზის მე-16 კილომეტრზე მოძრაობისას, მიკროავტობუსის მძღოლმა, რომელსაც არ ჰქონდა ამ […]
„მე რომ შევუკერო, ხომ არ გამაციმბირებენ“ _ რამდენი დაუჯდებათ და სად შეუძლიათ სასკოლო ფორმის შეძენა ლანჩხუთელი პირველკლასელების მშობლებს?

ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის პირველი კლასის მოსწავლეებისათვის სასკოლო ფორმების შეძენას ქ. ლანჩხუთის #1 საჯარო სკოლაში 1 სექტემბრიდან 14 სექტემბრამდე იქნება შესაძლებელი. ასევე ცნობილია, რომ სასკოლო ფორმის შეძენა ნაღდი ფულით არ მოხდება და მშობელმა საბანკო ბარათით უნდა მოახდინოს ღირებულების გადახდა. ასევე მას ფორმის შეძენა ონლაინაც შეიძლება. როგორც ბიჭის, ასევე გოგოს პიჯაკის ღირებულება 50 ლარია, […]