7, 6, 5… „გურიამ“ „მერანი“ წელს მესამედ გააჭენა: დათა-SHOW, კაპანაძის გაელვება, „ოქროს“ ქოქოსაძე, ნოზაძის Veni, Vidi, Vici და წილოსანის წილი

„გურიამ“ ამ სეზონში მესამედ დაჩაგრა „მერანი“: პირველ შეხვედრაში, ფოთში 7 გოლი გაუტანა, დღეს კი სტუმრად _ 5. ამათ შორის თასზე 6:1 მოუგო და ერთადერთი თამაში იყო, გოლი რომ გაუშვა, საჩემპიონატო ბალანსი კი, 12:0-ზეა. ლანჩხუთელები შეხვედრაში ფავორიტებად მიიჩნეოდნენ, უბრალოდ, წინა ტურში, შინ განცდილ მარცხს ფსიქოლოგიურად არ უნდა გაეტეხა სტუმრები. უკვე მესამე წუთზე გახსნეს გოჩა ტყებუჩავას შეგირდებმა […]
„საოცარი ბიჭია, ახლახან დაოჯახდა, არც ნასვამი იყო და მანქანაც ახალი ჰყავდა“ _ რას ამბობენ გომისმთაზე მომხდარ ტრაგედიაზე: 4 ტურისტი გარდაიცვალა, 11 დაშავებულიდან 6 ბავშვია

გურიაში მომხდარი ტრაგედიის შესახებ, როცა გომისმთიდან მომავალი მიკროავტობუსი გზიდან გადავარდა 4 ადამიანი იმსხვერპლა, ახალი დეტალები გახდა ცნობილი. გავრცელებულ ინფორმაციებს მიკროავტობუსის შესაძლოა გაუმართაობაზე, მძღოლის მეზობელი გამოეხმაურა: „ეს მანქანა სულაც არ იყო ძველი, ნუ წერთ ჯართიაო. პირიქით, ახალი მიკროავტობუსი იყო, სპრინტერი „მერსედესის“ მარკის. ახლახან იყიდა, ჩამოაყვანინა დიდი ხანი არცაა გასული, საათივით იყო გამართული. რა მოხდა, არ ვიცი […]
„შეთლა სირცხვილი იყო და [ზოგი] არც მევიდოდა შეთლით… თავარია კაი ადესაი გქონოდა, ზოი დათრებოდა, ზოი მეიპარავდა და ე, დეიწყებოდა გამიშვი-გაგიშოფ…“ _ გურული ქორწილის ამბები

„ლანჩხუთის ქრონიკებში“ გურულების ცხოვრების შესახებ არაერთი საინტერესო ფაქტია თავმოყრილი. ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი წიგნის ფურცლებიდან გურული ქორწილის შესახებ საინტერესო მოგონებებს გვიზიარებს: გურულების საამაყო მწერალიეგნატე ნინოშვილი მოთხრობაში „პარტახი“ წერდა: ,,გავიდა შემოდგომის ორი მესამედი. სოფელმა ჭირნახული მიალაგა და გაჩნდა ქორწილები; ისე კვირა-უქმე დღე არ გავიდოდა, რომ ქორწილი არ მომხდარიყო. შემოდგომა, ჭირნახულის დალაგების შემდეგ საუკეთესო დროა სოფლელისთვის, ვისაც ჯვარის […]
გურიაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა _ რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი?

გურიაში, სოფელ გომში გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, გარდაცვლილთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა. ისინი უცხოელი ტურისტები არიან და კურორტ გომისმთადან ოზურგეთის მიმართულებით მიკროავტობუსით ბრუნდებოდნენ. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსმა, გზის სავალი ნაწილი დატოვა და ხევში გადავარდა, რა დროსაც ხეს შეეჯახა. მასში ბელარუსი ტურისტები ისხდნენ, მათ შორის ბავშვი, რომელიც საბედნიეროდ გადარჩა. სამაშველო ოპერაცია რამდენიმე საათს გაგრძელდა. 10-ზე მეტი დაშავებული […]
გურიაში, მიკროავტობუსის გზიდან გადავარდნის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულები კი, ოზურგეთის კლინიკაში გადაიყვანეს

გურიაში ორი ადამიანი ემსხვერპლა და რამდენიმე დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. არსებული ინფორმაციით, კურორტ გომისმთიდან მომავალმა მიკროავტობუსმა სოფელ გომში გზის სავალი ნაწილი დატოვა და ხევში გადავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები უცხოელები, კერძოდ ბელარუსიდან არიან. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები, სამაშველო ოპერაცია გრძელდება. რამდენიმე დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ოზურგეთის კლინიკაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს […]
გურიის ტყეში ჩარჩენილი 6 ადამიანი მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს, ერთ-ერთის დასახმარებლად ვერტმფრენი გამოიყენეს

გურიაში 6 ადამიანი, რომელიც ტყიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა, მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სურების ტერიტორიაზე, ტყეში მყოფი 6 მოქალაქე, ტყის მასივიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებდა. ერთ-ერთ მათგანს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დამოუკიდებლად გადაადგილება აღარ შეეძლო. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, მოქალაქეები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. ერთი პირის გადმოყვანა კი, სამედიცინო […]
[ნეკროლოგი] გარდაიცვალა ზერიკო (მარიამ) ზაქარიაძე-ჩხაიძისა

შვილები: მზია, ლია, დათო; შვილიშვილები: ზურიკო, ხატია, ნატია მაქაცარიები, თეონა, თამარ, ნინო ებრალიძეები, ნატა, ელენე ჩხაიძეები; რძალი მაკა ჩხაიძე; სიძეები: კახა მაქაცარია, ავთანდილ ებრალიძე; მაზლიშვილები, მულიშვილები, კუთხე-სამეზობლო ოჯახებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ზერიკო (მარიამ) ზაქარიაძე-ჩხაიძისა. პანაშვიდი: ოთხშაბათს, 12 აგვისტოს.დაკრძალვა: ხუთშაბათს, 13 აგვისტოს.მის.: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სოფ. აცანა. „გურია თუდეი“ გამოთქვამს მწუხარებას და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.
ლანჩხუთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ შინდისში გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების მემორიალი ყვავილებით შეამკეს

ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ და ასდგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა სოფელ შინდისში გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს. „შინდისის ბრძოლა თავგანწირვისა და თავდადების ისტორიაა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვიდმეტმა ვაჟკაცმა თითოეულ ჩვენგანს მისცა გმირობის და თავდადების მაგალითი. მათ გმირობას დავიწყება არასდროს მიეცემა. ამათგან ორი, ემზარ წილოსანი და რუსლან წულაძე ჩვენი მუნიციპალიტეტიდან იყვნენ“ – […]
ზოია ტუღუშის ახალი წიგნი _ ნინოშვილის მუზეუმის გაცოცხლებული ისტორია და „გურია Today“-ს წინადადება ლანჩხუთის ხელისუფლებას

გამოვიდა ზოია ტუღუშის ახალი წიგნი _ „ნინოშვილის მუზეუმის ისტორიიდან“, რომელშიც ავტორი გურიის საამაყო მწერლის, ეგნატე ნინოშვილის სახელობის მუზეუმის ისტორიასა და ცხოვრებას მისთვის დამახასიათებელი სადა, დახვეწილი და გულწრფელი თხრობით აცნობს მკითხველს. წიგნი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მასში თავმოყრილი უნიკალური, მათ შორის, აქამდე გამოუქვეყნებელი ფოტომასალითაც, რომელიც მუზეუმის წარსულს ახალ სიცოცხლეს სძენს და ძვირფას მოგონებებს მომავლისთვის ინახავს. მორიგი უნიკალური […]
[ნეკროლოგი] გარდაიცვალა თენგიზ (თემისტოკლე) ტუღუში

მწუხარებაში მყოფი მეუღლე გული ჩხარტიშვილი (ტუღუში), შვილები: მიხეილ, ლალი, დალი ტუღუშები; რძალი მაია ხუხუნაიშვილი, დები: კლარა და ბრელი ტუღუშები; შვილიშვილები: მათე ტუღუში, ანა და ლუკა მოსიაშვილები, შვილთაშვილი კიტა წულაია, სიძე ზურა წულაია, დისშვილები: გია და ია ჩავლეიშვილები, მერაბ და ნატო ჩხარტიშვილები, შვილივით გაზრდილი ცოლის დისშვილი მარიკა მურვანიძე და ახლო ნათესავები იუწყებიან, რომ გარდაიცვალა თენგიზ (თემისტოკლე) […]