„მან იცოდა, რომ სამშობლოს დაცვით ოჯახსაც და ჩვენს მომავალსაც დაიცავდა“ _ ლანჩხუთელი გმირის, ემზარ წილოსანის შვილის ემოციური წერილი

„ზოგისთვის ეს მხოლოდ ისტორიის თარიღია, ჩემთვის კი ყველაზე დიდი ტკივილი, რადგან ამ ომმა მამა წაგვართვა მე და ჩემს ძმას. მამა, რომელსაც სიგიჟემდე უყვარდა თავისი ოჯახი, მაგრამ როცა სამშობლოს დასჭირდა, საკუთარი თავი მის დაცვას შესწირა“ _ წერს სოციალურ ქსელში შინდისის ბრძოლის გმირის, ემზარ წილოსანის შვილი _ მარიამ წილოსანი. „დღეს ყველასთვის მძიმე დღეა. 18 წელი გავიდა 2008 […]

ლანჩხუთელი მოსწავლის თანაავტორობით, ინგლისურ ენაზე 506-გვერდიანი წიგნი გამოვიდა _ მარიამ მორჩილაძის ნამუშევარი „ამაზონზე“ იყიდება!

გასული წლის ოქტომბერში, ლანჩხუთელი მარიამ მორჩილაძე ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, როცა მისი თანაავტორობით წიგნი _ SDGs Storytelling დაბეჭდა. 506 გვერდიანი ნამუშევარი ინგლისურ ენაზეა გამოცემული და უკვე ოფიციალურად არის გაყიდვაში. პრეზენტაცია გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში _ ალმა მატერში გაიმართა. „SDGs Storytelling – ამბის თხრობა“ არის მოთხრობების კრებული, რომელიც შექმნილია ბავშვებისა და მოზარდებისთვის მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) […]

თემური, თამაზი, ზაური, ემზარი, რუსლანი, ვასილი, მერაბი, ფილიპე, მურთაზი… 2008 წლის აგვისტოს ომს 9 გურული ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა

17 წელი გავიდა აგვისტოს საომარი მოქმედებებიდან. ხუთ­დღი­ან­მა ომმა 408 ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა: 170 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს 14 თა­ნამ­შრო­მე­ლი და 224 მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე. 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს გურიიდან 9 სამხედრო პირი დაიღუპა: ოზურგეთიდან – თეიმურაზ ჭიტაძე, თამაზ ნიკიტინი, ზაურ თენიეშვილი, ლანჩხუთიდან – ემზარ წილოსანი, რუსლან წულაძე და ვასილ სმირნოვი. ჩოხატაურიდან – მერაბ ახობაძე, […]

ეს „ელანძე მარცხი“ აღარაა: „გურიამ“ ისევ წააგო _ ასე იოლად საკუთარი კარისკენ უბნის ფეხბურთშიც არავინ გაგატარებს…

ლანჩხუთური კლუბისთვის, ალბათ, ჯობდა _ თასზე თბილისის „დინამოსთვის“ არ მოეგო, თუ შემდეგ ორი ასეთი თამაში უნდა ეთამაშა. ახლა კი, ჩემპიონატში საქმეც გაირთულა და სტადიონზე ძლივს მობრუნებული ქომაგიც გაინაწყენა. პლუს ქვეყნის მთავარ გუნდსაც ხასიათი გაუფუჭეს _ ლანჩხუთური ფიასკო რომ არა, იქნებ ვილნიუსის კოშმარი არც მომხდარიყო… … ზედიზედ ორი თამაშია, მეორე ტაიმში, „გურია“ ფეხბურთს ვერ თამაშობს და […]

„მის სახელსათანაა დაკავშირებული ლანჩხუთში ჭადრაკის აღორძინება და განვითარება“ _ გურიის ფედერაციის მისალოცი ბარათი იუბილარ ნუგზარ გვარჯალაძეს

ლანჩხუთის ჭადრაკის დიდ მოამაგეს, ნუგზარ გვარჯალაძეს 80 წლის იუბილეს ულოცავს გურიის ჭადრაკის ფედერაცია. „გურიის რეგიონის ყველაზე ტიტულოვან მოჭადრაკეს ნუგზარ გვარჯალაძეს საჭადრაკო პედაგოგიური მოღვაწეობის 50 წელი და დაბადების 80 წელი შეუსრულდა. ნუგზარის სახელსათანაა დაკავშირებული ჭადრაკის აღორძინება და განვითარება ლანჩხუთის რაიონში. 1976 წლიდან პიონერთა სახლიდან დაწყებული, შემდგომ სპორტკომიტეტის და ახლა როგორც სპორტული ცენტრის ჭადრაკის მწვრთნელი ათასზე მეტ […]

„ღამით დადგომიან ცოლ-ქმარს, საძინებელში და იმათ გარეთ გამოუგდიათ“ _ ექს-პარლამენტარის შვილი თანასოფლელებს მოუწოდებს, საიმედოდ ჩაკეტონ ჭიშკრები: რა ხდება სუფსაში?

ლანჩხუთის ყოფილი მაჟორიტარის, გურამ გუჯაბიძის შვილი, ხათუნა გუჯაბიძე სოციალურ ქსელში ყურადსაღებ და შეიძლება ითქვას, შემაშფოთებელ ინფორმაციას ავრცელებს. „მეგობრებო! მეზობლებო! ისე ვარ შეშფოთებული, ეს ინფორმაცია რომ არ გაგიზიაროთ, არ შემიძლია. ახლახან სარწმუნო ადამიანებისგან და  არა ჭორის დონეზე, მივიღე ინფორმაცია, რომ ჩვენს სოფლებში (სუფსა, ქვიშიანი) დაძრწიან თურმე ვიღაც უცხოტომელები. 2-2 კაცი, სავარაუდოდ, ჯგუფებად და დღე-ღამის ნებისმიერ დროს, […]

რატომ შეეშალა შევარდნაძეს რაიკომის მდივანში, როგორ ჩააბარეს სამაშველო სამსახური, როცა თავად ცურვა არ იცოდა და როდის მოპარეს დაფიდან ეტლი _ ნუგზარ გვარჯალაძე 80 წლისაა!

ლანჩხუთში ჭადრაკის დიდ მოამაგეს, ნუგზარ გვარჯალაძეს დღეს 80 წელი შეუსრულდა, რასაც დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავთ. ასაკს ვერ შეატყობთ, ახალგაზრდული გონებითა და შემართებით აკეთებს იმ საქმეს, რასაც ლამის მთელი ცხოვრება მიუძღვნა. 60 წელია, ჭადრაკს თამაშობს, ნახევარი საუკუნეა მომავალი თაობის აღზრდის საქმეს ემსახურება. გურიაში ყველაზე ტიტულოვანია _ 50 წლისამ პირველად, ხოლო ჯამში 4-ჯერ მოიგო რეგიონის პირველობა, […]

ნანი ებრალიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა… [გახსენება]

დრო მიდის, მაგრამ მონატრება არ ნელდება. სიყვარული, პატივისცემა და მასთან დაკავშირებული ყველაზე თბილი მოგონებები სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში. სიყვარულით, უსაზღვრო მონატრებითა და უდიდესი პატივისცემით იხსენებს ოჯახი ნანი ებრალიძის ნათელ ხსოვნას. ნათელში იყოს მისი სული.

„მისი დამსახურებაა, რომ დღეს ლანჩხუთში სკრინინგ ცენტრი არსებობს და ადამიანები უფასოდ იტარებენ კვალიფიციურ კვლევებს“ _ ლანჩხუთი ღვაწლმოსილ ექიმს ემშვიდობება

ლანჩხუთის სკრინინგ ცენტრის დამფუძნებლის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, კლინიკური ონკოლოგიის საქართველოს საზოგადოების თავმჯდომარის, რემა ღვამიჩავას გარდაცვალების გამო, სამძიმრის წერილს აქვეყნებს ლანჩხუთის მერი. „მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი ექიმის, მეცნიერისა და პედაგოგის, პროფესორ რემა ღვამიჩავას გარდაცვალების გამო. მისი დამსახურებაა, რომ დღეს ლანჩხუთში სკრინინგ ცენტრი არსებობს და უამრავი ადამიანი უფასოდ იტარებს კვალიფიციურ კვლევებს. თანავუგრძნობ ოჯახს და ახლობლებს, ლანჩხუთელების დიდი გულშემატკივრის […]

გაუქმებული გოლი და გაჩერებული 100%-იანი შანსი _ რაც მსაჯებმა „გურიას“ „დააკლეს“, დაცვამ „დაუმატა“, ანუ არაგვი ისევ ვერ გადავცურეთ! და რა თქვა მერაბ ჟორდანიამ?

ლანჩხუთში უკვე სათასო ფინალზე „ფიქრობდნენ“ და თითქმის ვერ წარმოედგინათ, რომ ზედალიგელი „არაგვის“ ბარიერის გადალახვა პრობლემა იქნებოდა. ამის საფუძველს ადგილობრივ ქომაგს, წინა ეტაპზე, ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდის _ თბილისის „დინამოს“ სათასო მარათონიდან გამოთიშვა აძლევდა. სწორედ დედაქალაქელებთან მატჩის სიმძიმე დაეტყო „გურიას“ დუშელებთან, თუმცა ამას ვერ ვიტყვით პირველ ნახევარზე, რომელიც გოჩა ტყებუჩავას გუნდმა მაღალ დონეზე ჩაატარა და ამ […]