„მის სახელსათანაა დაკავშირებული ლანჩხუთში ჭადრაკის აღორძინება და განვითარება“ _ გურიის ფედერაციის მისალოცი ბარათი იუბილარ ნუგზარ გვარჯალაძეს

|

Loading

ნუგზარ გვარჯალაძის ფოტოების კოლაჟი

ლანჩხუთის ჭადრაკის დიდ მოამაგეს, ნუგზარ გვარჯალაძეს 80 წლის იუბილეს ულოცავს გურიის ჭადრაკის ფედერაცია.

„გურიის რეგიონის ყველაზე ტიტულოვან მოჭადრაკეს ნუგზარ გვარჯალაძეს საჭადრაკო პედაგოგიური მოღვაწეობის 50 წელი და დაბადების 80 წელი შეუსრულდა. ნუგზარის სახელსათანაა დაკავშირებული ჭადრაკის აღორძინება და განვითარება ლანჩხუთის რაიონში. 1976 წლიდან პიონერთა სახლიდან დაწყებული, შემდგომ სპორტკომიტეტის და ახლა როგორც სპორტული ცენტრის ჭადრაკის მწვრთნელი ათასზე მეტ ბავშვს შეასწავლა ჭადრაკი.

1980 წლიდან საფუძველი ჩაუყარა ყოველწლიური ჩემპიონატების და ტურნირების ჩატარებას, პირადად ორგანიზება გაუკეთა 200-ზე მეტ ტურნირს. ნუგზარი აქტიური მოჭადრაკეა, 1982 წლიდან საქართველოს I ლიგაში მონაწილეობს, 1991 წლიდან ყველა რეგიონალური ჩემპიონატების და ტურნირების მონაწილეა და მათი 20-გზის პრიზიორი, არის მრავალი საერთაშორისო ტურნირის პრიზიორი. ვულოცავთ იუბილეს და ვუსურვებთ ჯანმრთელ, ხანგრძლივ სიცოცხლესა და შემდგომ წარმატებებს“ _ აღნიშნულია წერილში, რომელსაც ხელს გურიის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ ანდღულაძე აწერს.

ასევე წაიკითხეთ: რატომ შეეშალა შევარდნაძეს რაიკომის მდივანში, როგორ ჩააბარეს სამაშველო სამსახური, როცა თავად ცურვა არ იცოდა და როდის მოპარეს დაფიდან ეტლი _ ნუგზარ გვარჯალაძე 80 წლისაა!