ლანჩხუთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ შინდისში გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების მემორიალი ყვავილებით შეამკეს

|

Loading

ლანჩხუთის ხელისუფლების წარმომადგენლები შინდისში

ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ და ასდგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა სოფელ შინდისში გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს.

„შინდისის ბრძოლა თავგანწირვისა და თავდადების ისტორიაა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვიდმეტმა ვაჟკაცმა თითოეულ ჩვენგანს მისცა გმირობის და თავდადების მაგალითი. მათ გმირობას დავიწყება არასდროს მიეცემა. ამათგან ორი, ემზარ წილოსანი და რუსლან წულაძე ჩვენი მუნიციპალიტეტიდან იყვნენ“ – განაცხადა ბესიკ ტაბიძემ.

„დღევანდელი დღე, დიდ ტკივილთან ერთად, სიამაყისა და ღირსების სიმბოლოა. პატივი მივაგეთ 17 ვაჟკაცის ხსოვნას. მათი გმირობა და თავგანწირვა საქართველოს უახლესი ისტორიის ნაწილად იქცა. დიდება მათ სახელებს!“ – თქვა ალექსანდრე სარიშვილმა.

2008 წლის 11 აგვისტოს, რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს საქართველოს თავდაცვის ძალების მე-2 ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.