გურიის ტყეში ჩარჩენილი 6 ადამიანი მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს, ერთ-ერთის დასახმარებლად ვერტმფრენი გამოიყენეს

|

Loading

გურიაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის გამოძახება დარჩა საჭირო

გურიაში 6 ადამიანი, რომელიც ტყიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა, მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სურების ტერიტორიაზე, ტყეში მყოფი 6 მოქალაქე, ტყის მასივიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებდა. ერთ-ერთ მათგანს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დამოუკიდებლად გადაადგილება აღარ შეეძლო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, მოქალაქეები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. ერთი პირის გადმოყვანა კი, სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის საშუალებით განხორციელდა.