გურიაში მომხდარ მძიმე ავარიას მოზარდი გოგონა ემსხვერპლა, 4 არასრულწლოვანი კლინიკაშია გადაყვანილი _ როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | შემთხვევის ადგილი და საპატრულო პოლიცია

გურიაში, კერძოდ, ოზურგეთის სოფელ წითელმთაში (შედის შემოქმედის ადმინისტრაციულ ერთეულში) მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 5 არასრულწოვანი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა „მედალფაში“ გადაიყვანეს.

სამწუხაროდ, ერთმა მათგანმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და კლინიკაში შეყვანიდან ერთ საათში გარდაიცვალა.

ექიმების თქმით, დანარჩენმა 4-მა არასრულწლოვანმა საშუალო სიმძიმის დაზიანება მიიღო და შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

„გურია TV“-ის ინფორმაციით, გომისკენ მიმავალი „მინივენის“ მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, წვიმიან გზაზე მოცურდა და ჯებირს შეეჯახა. ავტომობილში 5 მოზარდი იჯდა, გოგონა და ვაჟები.

გამოცემის ცნობით, დაშავებულები ძირითადად სოფელ შემოქმედის მკვიდრები (გომიდან და წითელმთიდან) არიან, გარდაცვლილი _ თბილისში მაცხოვრებელი 16 წლის გოგონა კი, სოფელში სტუმრად იმყოფებოდა.

შსს-მ გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 276-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც სატ­რან­სპორ­ტო მოძ­რა­ო­ბი­სას წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.