ლანჩხუთში, „ანას სკოლა” ბავშვებს სთავაზობს გახანგრძლივებული პროფილისა და თანამედროვე სტანარტებზე მორგებულ სასწავლო-შემეცნებით და გასართობ გარემოს. კერძოდ, სასკოლო დავალებების შესრულებაში დახმარებას; განმავითარებელ თამაშებსა და საინტერესო/შემეცნებით აქტივობებს; ტექნოლოგიებთან მუშაობას; აქტიურ და სახალისო დასვენებას და რა, თქმა უნდა, მეგობრულ და მზრუნველ გარემოს.
„უპირველესად, მადლიერება მინდა გამოვხატო ჩემი ლანჩხუთელების მიმართ _ ნდობისთვის, მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის! სწორედ ასეთმა დამოკიდებულებამ გამიჩინა მეტი მოსწავლის მიღებისა და საკუთარი სკოლის შენობის აშენების ამბიცია. ასე რომ, ახალ სასწავლო წელს ბევრი საინტერესო და სასიხარულო სიახლით ვხვდებით. პირველ რიგში, ჩვენ ვქმნით მოსწავლის განათლებაზე, განვითარებასა და უსაფრთხოებაზე მორგებულ კომფორტულ სივრცეს და მშენებლობის პროცესში თითოეულ დეტალს უდიდესი სიყვარულით ვამზადებთ” _ ამბობს სკოლის დამფუძნებელი ანა ჩხაიძე.
მისივე თქმით, ჯგუფების შედგენა მოხდება კლასების და ასაკის შესაბამისად, თითოეულ ჯგუფს უხელმძღვანელებს კომპეტენტური, გამოცდილი და მოსიყვარულე პედაგოგი. მოსწავლეები მიიღებიდან 1-დან მე-7 კლასის ჩათვლით.
„ანას სკოლა“ იმუშავებს ყოველდღე, 12:00-დან 18:00 საათამდე, სწავლის თვიური საფასურია 250 ლარი (ერთი ოჯახიდან 2 ან მეტი ბავშვის შემთხვევაში _ თითოეულზე 200 ლარი)
სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია კვებითა და ტრანსპორტირებით დამატებითი მომსახურება. ასევე ჩატარდება ინგლისური ენის დამატებით მეცადინეობა – ცოდნის გაღრმავებისა და პრაქტიკული უნარების განვითარებისთვის და საგანმანათლებლო წრეები, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვის ინტერესებისა და შესაძლებლობების აღმოჩენას.
„ჩვენი მიზანია, თითოეული ბავშვისთვის შევქმნათ სივრცე, სადაც სწავლა, განვითარება და გართობა ერთმანეთთან ჰარმონიულად იქნება შერწყმული. გვჯერა, რომ ბავშვის განვითარება მხოლოდ სასკოლო გაკვეთილებით არ სრულდება. სწორედ ამიტომ, „ანას სკოლა” აერთიანებს განათლებას, ზრუნვასა და საინტერესო აქტივობებს. ჩვენი დევიზია: მეტი შესაძლებლობა ბავშვისთვის – მეტი სიმშვიდე მშობლისთვის!” _ ამბობს ანა ჩხაიძე.
„ანას სკოლაში” მოსწავლეების რეგისტრაცია მიმდინარეობს 10 სექტემბრის ჩათვლით. საკონტაქტო ნომერია: 579 234313





