„სახლში მარტო იყო, თხილი ჩაუბარებია წინა დღეს და სავარაუდოდ, ამ ფულის გამო დაესხნენ თავს“ _ გურიაში ქალი სასტიკად მოკლეს

|

Loading

გურიაში მძიმე დანაშაული მოხდა

საზარელი დანაშაული მოხდა ოზურგეთის სოფელ ნასაკირალში. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალი საკუთარ ბინაში ყელგამოჭრილი ნახეს.

„გურია TV“ მეზობლებზე დაყრდნობით წერს, რომ ცივი იარაღით მოკლულია სამოც წლამდე ქალი, რომელიც გამთენიისას მეზობელმა საკუთარ ბინაში იპოვა.

თანასოფლელთა თქმით, მკვლელობა, სავარაუდოდ, თანხის გამო მოხდა. მოკლულმა ქალბატონმა წინა დღეს თხილი ჩააბარა და თანხა აიღო.

არსებული ინფორმაციით, ქალი სახლში მარტო იყო, მეუღლე გომისმთაზე სამუშაოდ იმყოფებოდა, ხოლო შვილი ქობულეთის მუნიციპალტეტში ცხოვრობს.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. პოლიცია ამ დროისთვის, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.