„მთელი სოფელი ვწუხდით, მაგრამ იმედს ვეჭიდებოდით, ვერ ვიმეტებდით… აცანამ დიდი გულშემატკივარი დაკარგა“ _ ვისზე წერს „ტაბერნე გურიაში“ დამფუძნებელი

|

Loading

გოჩა ჩხაიძის ფოტოები

დღეს კარგმა ლანჩხუთელმა კაცმა, გოჩა ჩხაიძემ მარადიულ სავანეში ნაადრევად გადაინაცვლა.

„მთელი სოფელი, ნაცნობ-მეგობრები და კოლეგები ბოლო პერიოდში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გულისტკივილს ერთმანეთს ვუზიარებდით… გულწრფელად ვწუხდით მისი უეცარი ავადმყოფობის და დიაგნოზის გამო… მაგრამ იმედს მაინც ვეჭიდებოდით და ვერ ვიმეტებდით… გოჩა თითოეული ჩვენთაგანის ხსოვნაში დარჩება როგორც სიკეთის, კეთილშობილებისა და მაღალი ღირებულებების განსახიერება, სამაგალითო ოჯახის უფროსი, საუკეთესო მეუღლე და შვილების მამა, უღალატო მეგობარი და კოლეგა, საკუთარი სოფლის გულშემატკივარი და მოჭირნახულე…“ _ ამ ემოციური სიტყვებით ემშვიდობება მას „ტაბერნე გურიაში _ აცანას“ დამფუძნებელი კესო მახარაძე.

მისივე თქმით, მისმა ოჯახმა დაკარგა ერთგული გულშემატკივარი, ჭირის და ლხინის მოზიარე, გვერდით მდგომი მეგობარი და ძვირფასი ახლობელი: „თანავუგრძნობთ მეუღლეს, შვილებს, დას, ოჯახის ახლობლებს, ნათესავებს, მეზობლებს, კოლეგებს და მთელ სოფელს…“

„გურია Today“ მწუხარებას გამოთქვამს გოჩა ჩხაიძის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.