ლანჩხუთში, დიდხნიანი შესვენების შემდეგ, შიდასაქალაქო ტრანსპორტი იმოძრავებს _ რამდენია მგზავრობის ღორებულება და სად ივლის „წრიული“?

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | გურულის ძეგლი და მიკროავტობუსი

ქალაქ ლანჩხუთში, მრავალწლიანი შესვენების შემდეგ, ისევ იმოძრავებს შიდასაქალაქო ტრანსპორტი. მარშუტის დრო შესაბამისი იქნება, რომ მისით სარგებლობა მათ შორის მოსახერხებელი იყოს საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის, სკოლის მოსწავლეებისა და სამსახურებში დასაქმებულთათვის.

მიკროავტობუსი სტარტს გურულის ძეგლთან აიღებს და გაემართება ე.წ. „გემშენის კორპუსებისკენ“. შემდეგი ლოკაცია #1 საჯარო სკოლაა, რის შემდეგაც ტრანსპორტი ქალაქის ბაღისკენ გაემართება, ე.წ. ძველი საავადმყოფოდან გეზს უკვე მაჩხვარეთის ბაღისკენ აიღებს.

შემდეგი გაჩერება მაჩხვარეთის ეკლესიაა, რის შემდეგაც ტრანსპორტი გეზს აგარაკის კორპუსებისკენ აიღებს, გაივლის #3 საჯარო სკოლას და ივერონის ეკლესიას.

ამის შემდეგ, მიკროავტობუსი თავისუფლების ქუჩაზე აიღებს გეზს და ჭანტურიას ქუჩის გავლით გადავა თბილისის ქუჩაზე, გაივლის იუსტიციის სახლს და ლანჩხუთის საფეხბურთო სკოლას.

მარშუტის ბოლო ლოკაცია თეატრი და მერიის შენობაა, რის შემდეგაც ტრანსპორტი საწყის ადგილზე, გურულის ძეგლთან დაბრუნდება.

მგზავრობის ღირებულება 1 ლარი იქნება.