„GURIA NEWS“-ის ინფორმაციით, გურიაში, პოლიციის მაღალჩინოსანს „ამბაკოს დუქანში“ სცემეს. შსს ფაქტს უარყოფს – რას წერს გამოცემა?

“GURIA NEWS“-ის ინფორმაციით, ჩოხატაურში, პოლიციის უფროსის მოადგილეს სცემეს, თუმცა აღნიშნულს შსს უარყოფს. გამოცემას წყარომ უთხრა, რომ შემთხვევა გუშინ, ღამის საათებში, „ამბაკოს დუქანში“ მოხდა. “ამბაკოს დუქანში პოლიციის უფროსის მოადგილეს სცემეს. ბიჭები ქეიფობდნენ, სადაც შელაპარაკება მომხდარა და პოლიციელები ჩარეულან, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანისთვის დაურტყამთ”, _ ამბობს წყარო გამოცემასთან. რო­გორც სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო წერს, შსს-ში ფაქტს უარ­ყო­ფენ და აცხა­დე­ბენ, რომ […]

57 კგ. თევზი, 70 ლიტრი ღვინო და ზღაპრის გმირები… 700 ლარის ფოიერვერკი და 10 000 მუსიკალური გაფორმებისთვის. რამდენი დაჯდა სუფსის ფესტივალი, რომელიც სკოლის ეზოში ჩატარდა (?!)

ლანჩხუთმა მესამედ უმასპინძლა თევზის ფესტივალს. სუფსაში აღნიშნული ღონისძიება პირველად 2022 წელს ჩატარდა და მისი ინიციატორები სოფლის მაჟორიტარი ია მოქია და ჟურნალისტი ლალი მოროშკინა არიან. როგორც ადგილობრივი ხელისუფლების მიერ იყო დაანონსებული, ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი ნაწარმი, ბავშვთა გასართობი სივრცე, მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ფესტივალის სტუმრებმა დააგემოვნეს ადგილზე მომზადებული ტრადიციული კერძები, ხოლო ღონისძიება West Fire-ს კონცერტით დასრულდა. […]

„გურია TODAY“ პირველი წერდა თურქი ბიზნესმენის დაკავებაზე, რომელიც სასამართლომ 20 წლის ფეხბურთელი ქალის გაუპატიურების ბრალდებაში გაამართლა

„გურია Today“-მ პირველმა გაახმაურა, რომ დაკავებული იყო ქალთა საფეხბურთო კლუბ „ნიკე-ლუსოს“ [აწ უკვე ყოფილი] მფლობელი მეჰმეთ უიარი. მაშინ ერთ ვერსიად განვიხილავდით გასულ წელს თბილისური კლუბის „ლანჩხუთთან“ მატჩის შემდეგ მომხდარ ინციდენტს, თუმცა ეს ჩვენთან საუბარში უარყო „ნიკე-ლუსოს“ დირექტორმა უჩა ურუშაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს „პირადი ხასიათის“ საქმე იყო. წაიკითხეთ სტატია სრულად: რატომ დააკავეს „ლანჩხუთის“ [სავარაუდო] ყოფილი […]

გურული კერძების მასტერკლასი, ტურნირი თევზჭერაში და ნავებით დაშვება მდინარე სუფსაზე _ ლანჩხუთი მესამედ უმასპინძლებს თევზის ფესტივალს

23 სექტემბერს, სოფელ სუფსაში თევზის ფესტივალი გაიმართება. ინფორმაციას ლანჩხუთის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც ცნობილი ხდება, 16:00 საათიდან სპორტული თევზჭერის მინი-ჩემპიონატი დაიწყება. მოეწყობა საბავშვო სივრცე, ფოტოზონა, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, კულინარიული მასტერკლასი. იქნება ცოცხალი მუსიკა, დაინთება კოცონი, სუფსის სამუსიკო სკოლა წარსდგება სიმღერით _ „საქართველოზე“. ფესტივალს მუსიკალურად გააფორმებს ჯგუფი West Fire. სტუმრებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ გრილზე შემწვარი […]

„მომწერე, რას ფიქრობ გარე სიტუაციაზე. ვრცელი მიმოხილვა გამიკეთე…“ _ ლევან ხაბეიშვილი კახა ასკურავას ციხიდან წერილს უგზავნის

ლანჩხუთის ყოფილი გამგებელი და ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერი კახა ასკურავა სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი პარტიის ერთ-ერთმა სახემ, ლევან ხაბეიშვილმა ციხიდან წერილი გამოუგზავნა. „ძალიან გამახარა ხაბემ“ _ წერს ასკურავა და პარტიული ლიდერის წერილს აქვეყნებს. „რავა ხარ, გურულო? კახა, მომწერე, რას ფიქრობ გარე სიტუაციაზე. ვრცელი მიმოხილვა გამიკეთე, არ დაიზარო. მომავალში სად და ვინ გვჭირდება, ან […]

ლანჩხუთში, ავტობანის 2 თვის წინ გახსნილი მონაკვეთი, ხიდებთან გამოვლენილი დეფორმაციების გამო, 5 დღით დაიკეტა _ ოპოზიცია კორუფციაზე საუბრობს

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2026 წლის 21 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანის ლესა-ხაჯალიას მონაკვეთი ჩაიკეტება. ამის მიზეზი ხიდებთან მისასვლელებზე გამოვლენილი ლოკალური დეფორმაციებია, რომლებსაც, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კონტრაქტორი კომპანია საკუთარი ხარჯით მოაგვარებს. „სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის კმ30-კმ42 მონაკვეთზე (ლოტი 3), ხიდებთან მისასვლელებზე გამოვლენილი ლოკალური დეფორმაციების აღმოსაფხვრელად, კონტრაქტორი კომპანიის ხარჯით გზის საფარის აღდგენის სამუშაოები ჩატარდება; სამუშაოების უსაფრთხოდ […]

სულაშვილის 8 23-დან… „ლანჩხუთმა“ ფინალური ეტაპის მეორე წრე მოგებით დაიწყო _ „ბათუმი“ მეოთხედ და გოლგაუშვებლად დაამარცხა

4:0, 6:0, 6:0, 7:0… 4 თამაში, 4 მოგება და ყველა დიდი ანგარიშით, თანაც გოლგაუშვებლად _ ასეთია „ლანჩხუთის“ წლევანდელი უპირატესობა „ბათუმთან“. 23 გატანილი გოლიდან მესამედზე მეტი (8) ეთერ სულაშვილზე მოდის, რომელმაც დღეს 4 გაიტანა. თანაც გურულთა ლიდერმა აჭარულ კლუბს 3 თამაშში გაუტანა. ლანჩხუთელებმა ფინალური ეტაპის მეორე წრე მოგებით დაიწყეს, ლიდერთან ჩამორჩენა ისევ 3 ქულაა. მომდევნო ტურში, […]

ლანჩხუთში „დინამოს“ ელვამ დაარტყა: კაპანაძის დუბლით „გურია“ პირველ ადგილზე გადავიდა და დაიქუხა: ჩვენი დაწინაურება დროის ამბავია!

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, „გურია“ სატურნირო ცხრილის სათავეში დაბრუნდა. ამაში წვლილი ლევან ინგოროყვასა და ავთო ებრალიძის „გონიოს“ მიუძღვის _ აჭარულმა კლუბმა „თბილისი 2025“-ს სეზონში პირველი მარცხი აგემა. ლანჩხუთლებმა კი, ამ სეზონში უკვე მესამედ მოუგეს ქართული ფეხბურთის ფლაგმანს (რას ისტორიაში პირველი შემთხვევაა) _ „დინამო-2“ შინაც დაამარცხეს, ხოლო საჩემპიონატო შეხვედრებს შორის, „დინამოს“ მთავარი გუნდი სათასო მარათონიდან გამოთიშეს. დღევანდელი […]

„ცივ და ბნელ 90-იანებში, დასაძინებლად დაწოლამდე, საწოლს საკუთარი სხეულით მითბობდა, რომ არ შემცივებოდა“ _ ნინო ჩიტაძე მამას ემოციურად ემშვიდობება

ლანჩხუთის საგანმანთლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს: „მე მამიკოს გოგო ვარ, იცით როგორი მამიკოსი? ჩემი ყველა სურვილი რომ მისთვის კანონი იყო… ცხოვრების ყველა ეტაპზე ჩემი ყველა გადაწყვეტილების მხარდამჭერი და გულშემატკივარი… სანამ ძალიან არ დავმძიმდი, კისერზე შემომჯდარს რომ დამატარებდა. ცივ და ბნელ 90-იანებში, დასაძინებლად დაწოლამდე საწოლს საკუთარი სხეულით მითბობდა, რომ არ შემცივებოდა. საათობით შეეძლო […]

რატომ არ გაიხსნა შუხუთის სკოლა, რომლის რეაბილიტაცია 4 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა და რა ბედი ელით ეწრის, ნინოშვილისა და ნიგოითის საჯარო სკოლებს?

„გურია თუდეი“ 14 მაისს, საქართველოს მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით წერდა, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში 450 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა სრულად განახლდა. სკოლაში მოეწყო თანამედროვე საკლასო ოთახები, სამასწავლებლო, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორია, ასევე გარე მოედანი, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სივრცეები. შუხუთში ჩატარებული სამუშაოების ჯამური ღირებულება 4 226 718 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს სკოლას ასევე სახურავი […]