ლანჩხუთის საგანმანთლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
„მე მამიკოს გოგო ვარ, იცით როგორი მამიკოსი? ჩემი ყველა სურვილი რომ მისთვის კანონი იყო… ცხოვრების ყველა ეტაპზე ჩემი ყველა გადაწყვეტილების მხარდამჭერი და გულშემატკივარი… სანამ ძალიან არ დავმძიმდი, კისერზე შემომჯდარს რომ დამატარებდა. ცივ და ბნელ 90-იანებში, დასაძინებლად დაწოლამდე საწოლს საკუთარი სხეულით მითბობდა, რომ არ შემცივებოდა.
საათობით შეეძლო ჩემთან ერთად ჩემს კაპრიზებზე თოჯინებით ეთამაშა და ეს მხოლოდ ჩემი ბავშვობის საუკეთესო მოგონებების ნაწილია. დედამიწის ზურგზე ადამიანს ვერ ნახავთ, ვინც მასზე რამე აუგს იტყვის. მე ასეთი მამიკოს გოგო ვარ და სულ ვიქნები… მამიკო კი ფიზიკურად აღარ იქნება ჩემთან, მაგრამ მე სულ “მარტო მამიკოს ნინო” ვიქნები. შეხვედრამდე, მა“ _ წერს ნინო ჩიტაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.
თამაზ ჩიტაძის პანაშვიდი გაიმართება ხუთშაბათს და პარასკევს, 18 და 19 სექტემბერს, დაბა ურეკში, სანაპიროს ქ.# 44-ში.
გადასვენება: შაბათს, 20 სექტემბერს, 13:00 სთ.-ზე, სურამის საკათედრო ტაძარში. გამოსვენება ეკლესიიდან 15:00 სთ-ზე.
„გურია Today“ თანაუგრძნობს ნინო ჩიტაძეს მამის გარდაცვალების გამო.




