4:0, 6:0, 6:0, 7:0… 4 თამაში, 4 მოგება და ყველა დიდი ანგარიშით, თანაც გოლგაუშვებლად _ ასეთია „ლანჩხუთის“ წლევანდელი უპირატესობა „ბათუმთან“.
23 გატანილი გოლიდან მესამედზე მეტი (8) ეთერ სულაშვილზე მოდის, რომელმაც დღეს 4 გაიტანა. თანაც გურულთა ლიდერმა აჭარულ კლუბს 3 თამაშში გაუტანა.
ლანჩხუთელებმა ფინალური ეტაპის მეორე წრე მოგებით დაიწყეს, ლიდერთან ჩამორჩენა ისევ 3 ქულაა. მომდევნო ტურში, გიორგი ჩხაიძის შეგირდები „ნიკე-ლუსოს“ ხვდებიან. შეხვედრა 29 სექტემბერს გაიმართება და საჩემპიონო მარათონში დასარჩენად გურულებს მხოლოდ მოგება ესაჭიროებათ.

„ლანჩხუთს“ შეუძლია „ნიკე-ლუსოს“ ქულებით მომდევნო ტურში დაეწიოს
წელს, „ლანჩხუთმა“ მოქმედი ჩემპიონი ერთხელ უკვე დაამარცხა _ 2:1 დასრულდა რეგულარული ჩემპიონატის მეორე წრის დრამატული შეხვედრა გვიმბალაურში.
20.09.2026 | გვიმბალაური, სფფ-ის ტექნიკური ცენტრი | ლანჩხუთი 7:0 ბათუმი
1:0, 2:0, 3:0, 5:0 სულაშვილი (13, 32, 39, 59), 4:0, 6:0 მატვეევა (43,71), 7:0 მწყერაშვილი (79)
ლანჩხუთი: თაბაგარი (63. გაბელაია), გუჯაბიძე (63. კამარგო), მურილო, ჩხარტიშვილი, სიჭინავა (63. ცეცხლაძე), რასელი, პასიკაშვილი, მატვეევა, ბუხრიკიძე, ნარსია, სულაშვილი (63. მწყერაშვილი)





