„მოგმართავთ ყველას, ვინც ამ ფაქტზე დუმს: როგორ შეიძლება, ყველა და ყველაფერი ფულით იყიდო?!“ _ „ლანჩხუთის“ კაპიტნის მიმართვა მათ, „ვინც თურქ მილიარდერს ამართლებს“

„ლანჩხუთისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ნინი ჩხარტიშვილი სოციალურ ქსელში დღევანდელ პროტესტს ეხმაურება, როცა მისმა გუნდმა „ნიკე-ლუსოსთან“ თამაშის გაგრძელებაზე უარი თქვა: „15 წელია ფეხბურთში ვარ, საზღვარგარეთაც მითამაშია, ეროვნულ ნაკრებში დღემდე ვარ, არაერთი მეგობარი მყავს სხვადასხვა კლუბში, როგორც ქართველიი ასევე უცხოელი, მსგავსი რამ არც მინახავს და არც გამიგია. რაც დღეს ხდება, ეს არის სრული მარაზმი! […]

„რა სასტიკია ცხოვრება… ჩვენი სანათესაოს ობლად გაზრდილი თორნიკე თავის დედასთან წავიდა“… რას წერდა წლების წინ: „უშენოდ ყოფნა ყოფილა ძნელი, შენთან შეხვედრას ძალუმად ველი“

ლანჩხუთი კიდევ ერთ ახალგაზრდას გლოვობს. ლესის მკვიდრის, თორნიკე წილოსანის გარდაცვალების შესახებ ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ. „რა სასტიკია ხანდახან ცხოვრება… ღმერთმა ჩაიხუტოს შენი კეთილი სული, თორნიკე!“ _ წერს ეკატერინა კვაჭაძე. სამძიმრის წერილი გავრცელდა ლესის ადმინისტრაციული ერთეულის ფეისბუქკის გვერდზე: „მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი სოფლის მკვიდრის, თორნიკე წილოსანის გარდაცვალების გამო. სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახს, ახლობლებს და სრულიად სოფელს“. თორნიკეს დედა […]

„ოსმალომ ქალი გაგვიუპატიურა.. ჩემს მშობლიურ გვიმბალაურში მოუთხოვით ციცებს პასუხი.. არის ამაში, მგონი, რაღაც ღვთიური.. მოვა დრო..“ – არჩილ ხოფერია „ლანჩხუთის“ პროტესტს ეხმაურება

ლანჩხუთელი არჩილ ხოფერია, რომელიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის, დღეს მის მშობლიურ გვიმბალაურში ფეხბურთელების პროტესტს სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება: „ოსმალომ ქალი გაგვიუპატიურა.. პასუხი ქალებმა მოითხოვეს.. ჩვენ? საერთოდ სათვალავში აღარ ვართ ჩასაგდები.. თუმც მივეჩვიეთ.. 33 წელია.. ჩემს მშობლიურ გვიმბალაურში მოუთხოვით ციცებს პასუხი.. არის ამაში, მგონი, რაღაც ღვთიური.. მოვა დრო..“ _ წერს ფეისბუკის პირად გვერდზე არჩილ ხოფერია, რომლის […]

„ლანჩხუთის“ ფეხბურთელებმა „ნიკე-ლუსოს“ მოთამაშეებს ხელი არ ჩამოართვეს და თამაში ჩაშალეს: „მოძალადის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა!“

„ნიკე-ლუსო“ ის კლუბია, რომლის ქომაგებმაც ჩვენს ფეხბურთელებზე იძალადეს, გუნდის გასახდელში ვიდეოკამერებით მოთამაშეებს იღებდნენ და მისი პრეზიდენტი 2026 წლის ინვარში თავისი ფეხბურთელის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს“ დღეს, გვიმბალაურში, ქალთა ლიგის ცენტრალური მატჩის დაწყებისთანავე, „ლანჩხუთის“ ფეხბურთელებმა მოედანზე დიდი ბანერი გამოფინეს _ „ძალადობის მხარდამჭერი ძალადობის მონაწილეა!“ სავარაუდოდ, მათი ადრესატი მათ შორის „ნიკე-ლუსოს“ მოთამაშეები არიან [რომლებმაც სოლიდარობა არ გამოუცხადეს თანაგუნდელს […]

„როცა „ჟიგული“ გაუფუჭდებოდა, ტაქსით მიდიოდა თამაშებზე და ხილით სავსე ყუთები მიჰქონდა ფეხბურთელებისთვის“ _ „გურიას“ და „ლანჩხუთს“ გამორჩეული „ფირალი“ აღარ ჰყავს

ლანჩხუთის ფეხბურთის გამორჩეული გულშემატკივარი იური გოგუაძე გარდაიცვალა. იგი, ათწლეულების მანძილზე, ერთგულად ქომაგობდა „გურიას“, ბოლო ათწეულში კი უკვე ქალთა კლუბ „ლანჩხუთსაც“. „გურიას“ ფან-კლუბი „ფირალები“ ვრცელი წერილით ემშვიდობება გამორჩეულ წევრს და აღინიშნავს, რომ იგი „ცოცხალი ხიდი იყო ძველ და ახალ თაობას შორის. მისი მონაყოლი ბევრ ახალგაზრდას დაეხმარა, უკეთ გაეგო, რა ისტორიის მქონე კლუბის ფანკლუბს წარმოადგენდა“. მეტად ემოციური […]

„პირველად ვნახე ასე ცოცხლად ნამდვილი სიკვდილები ოქრო-ბიჭების, ხელში რომ აკვდებოდნენ მეგობრებს“ _ სოფიო ჩხაიძე იხსენებს საღამოს, სადაც ლანჩხუთელი გმირების კადრები აჩვენეს

ლანჩხუთის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების თანამშრომელი სოფიო ჩხაიძე სოციალურ ქსელში დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს: „დღეს დიდი დღეა ქართველებისთვის. დაცემის და წაქცევის დღეა და მძიმედ მოსაგონებელია. ძალიან სევდიანად, უსიტყვოდ, კომპოზიციურად საინტერესოდ შეკრული პერფორმანსი მოეწყო კულტურის ცენტრის წინ. ამაზე ახლა არ მინდა ლაპარაკი. უფრო ძველი უნდა გავიხსენო. აფხაზეთის ომი ლანჩხუთის რაიონმაც (მაშინ რაიონს ეძახდნენ) განიცადა, გაირა, […]

ლანჩხუთში აფხაზეთში ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ვაჟა თოდუა, ჯამბულათ ხოფერია, გოჩა კვირკველია, დავით რამიშვილი, მერაბ კუპრეიშვილი, ავთანდილ ურუშაძე, გია ტრაპაიძე, ზაალ მდინარაძე, თამაზ ტყეშელაშვილი, პაატა პაპიძე, ნიკოლოზ იმნაძე, სერგო ღლონტი, ზაალ ფირცხალაიშვილი, ზაზა ჩხაიძე, დანიელ ლომთათიძე, გოჩა მორჩილაძე… ლანჩხუთელი ბიჭები, რომლებიც საქართველოს ტერირიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ სოხუმში, გაგრაში, ოჩამჩირეში, ტამიშში. მათ ხსოვნას პატივი მიაგეს მშობლიურ მუნიციპალიტეტში 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს. […]

„ერთ ოჯახში ფუტკრის სკები დაარბია და თაფლიც ბლომად მიირთვა“ _ გურიაში დათვი სახლების სიახლოვეს გამოჩნდა

გურიაში, დასახლებულ ტერიტორიაზე დათვი გამოჩნდა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მტაცებელი კოხას უბანში, რამოდენიმე მცხოვრებს, სახლიდან ათიოდე მეტრში „ესტუმრა“. „ერთ ოჯახში, ფუტკრის სკები დაარბია და თაფლიც ბლომად მიირთვა. დათვი ძიმითში უხუცესებს არ ახსოვთ, მურმან სალუქვაძის გადმოცემით, რომელიც 90 წელს მალე მიუკაკუნებს, მის ბავშვობაში, გადმოცემით იცის, რომ ფაფასკურას უბანში ბუდობდა, იმ ადგილებს ახლაც ეძახიან დათვის საბუქნელას“ […]

„ეს რა უბედურება დაგვატყდა თავს მთელ სოფელს“ – გურია 21 წლის ბიჭს ემშვიდობება, რომელსაც სამტრედიაში მატარებელი დაეჯახა

გუშინ, უბედური შემთხვევა მოხდა სამტრედიაში _ სანავარდოს დასახლების მიმდებარედ, ბათუმი-ქუთაისის მატარებელი 21 წლის ხვიჩა ირემაძეს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა. ის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკოურაში ცხოვრობდა, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ლიანდაგის მიმდებარედ ხვიჩა ბაბუასთან ერთად თვითდასაქმებული იყო. თავიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიჭი მძიმედ დაშავდა, თუმცა, სამწუხაროდ, იგი ადგილზე დაიღუპა. „GURIA NEWS“ ჩხაკოურას სკოლის დირექტორის […]

„დაგვცინიან, სასმელად კი არა, იატაკის მოსაწმენდადაც არ გამოდგება…“ _ ქალაქ ლანჩხუთის მოსახლეობა ონკანებში „შავ“ წყალს აპროტესტებს!

ქალაქ ლანჩხუთის მოსახლეობა სასმელი წყლის ხარისხით უკმაყოფილოა. ფაქტობრივად, ყოველი გაწვიმების შემდეგ ონკანებში ჭუჭყიანი, „შავი“ წყალი მოდის.„დაგვცინიან, აქამდე თუ თანდათან წყალი იწმინდებოდა, ახლა უკვე საათების მანძილზე გრძელდება დაბინძურებული წყლის მიწოდება, რომელიც არათუ სასმელად მოსახმარად, იატაკის მოსაწმენდაც კი არ ვარგა. პლუს ამას, ძალიან გაუხშირეს წყლის გათიშვები საათების მანძილზე“ _ ამბობს მოსახლეობა და დახმარებას ითხოვს.ლანჩხუთში ეს პრობლემა წლებია […]