გუშინ, უბედური შემთხვევა მოხდა სამტრედიაში _ სანავარდოს დასახლების მიმდებარედ, ბათუმი-ქუთაისის მატარებელი 21 წლის ხვიჩა ირემაძეს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა.
ის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკოურაში ცხოვრობდა, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ლიანდაგის მიმდებარედ ხვიჩა ბაბუასთან ერთად თვითდასაქმებული იყო. თავიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიჭი მძიმედ დაშავდა, თუმცა, სამწუხაროდ, იგი ადგილზე დაიღუპა.
„GURIA NEWS“ ჩხაკოურას სკოლის დირექტორის სამძიმრის წერილს აქვეყნებს:
„ჩხაკოურას საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, ჩვენი პედაგოგის, თემურ ირემაძის შვილისა და ჩვენი სკოლის ყოფილი მოსწავლის, ხვიჩა ირემაძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს ამ უდიდეს დანაკარგს. უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სული, ოჯახს კი მისცეს ძალა და გამძლეობა, ამ მძიმე დღეების გადასატანად”, _ წერს ალექსანდრა მარი.
გამოცემა ხვიჩას ახლობლების კომენტარებსაც ავრცელებს: “ვაიმეე, გასკდა გული, ეს რა გავიგეთ, ხვიჩა”; “ეს რა უბედურება დაგვატყდა თავს მთელ სოფელს”; “როგორ ვანუგეშოდ, ბიჭო, შენი ოჯახი?!“
„გურია Today“ მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.





