ქალაქ ლანჩხუთის მოსახლეობა სასმელი წყლის ხარისხით უკმაყოფილოა. ფაქტობრივად, ყოველი გაწვიმების შემდეგ ონკანებში ჭუჭყიანი, „შავი“წყალი მოდის.
„დაგვცინიან, აქამდე თუ თანდათან წყალი იწმინდებოდა, ახლა უკვე საათების მანძილზე გრძელდება დაბინძურებული წყლის მიწოდება, რომელიც არათუ სასმელად მოსახმარად, იატაკის მოსაწმენდაც კი არ ვარგა. პლუს ამას, ძალიან გაუხშირეს წყლის გათიშვები საათების მანძილზე“ _ ამბობს მოსახლეობა და დახმარებას ითხოვს.
ლანჩხუთში ეს პრობლემა წლებია არსებობს, თუმცა მისი მოგვარება დღემდე ვერ მოხერხდა. ასევე გაურკვევეია, როდის მოხდება დაანონსებული რეაბილიტაცია, რომელიც ქალაქის ტერიტორიაზე ახალ გაყვანილობას და სასმელად ვარგისი წყლის მიწოდებას ითვალისწინებს.





