“GURIA NEWS“-ის ინფორმაციით, ჩოხატაურში, პოლიციის უფროსის მოადგილეს სცემეს, თუმცა აღნიშნულს შსს უარყოფს. გამოცემას წყარომ უთხრა, რომ შემთხვევა გუშინ, ღამის საათებში, „ამბაკოს დუქანში“ მოხდა.
“ამბაკოს დუქანში პოლიციის უფროსის მოადგილეს სცემეს. ბიჭები ქეიფობდნენ, სადაც შელაპარაკება მომხდარა და პოლიციელები ჩარეულან, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანისთვის დაურტყამთ”, _ ამბობს წყარო გამოცემასთან.
როგორც საინფორმაციო სააგენტო წერს, შსს-ში ფაქტს უარყოფენ და აცხადებენ, რომ პოლიციელები პატრულირებისას ნასვამი ადამიანების ჩხუბს შეესწრნენ, რა დროსაც ორმა პირმა სამართალდამცველებს გაუწია წინააღმდეგობა და შეურაცხყოფა მიაყენა.
წაიკითხეთ სრულად: ჩოხატაურში პოლიციის უფროსის მოადგილეს სცემეს? _ შსს ფაქტს უარყოფს (რედაქტირებული)





