ლანჩხუთში აფხაზეთში ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

|

Loading

ლანჩხუთის მესამე სკოლის მოსწავლეები თანასკოლელი გმირის, ვაჟა თოდუას საფლავზე | 27.09.2026

ვაჟა თოდუა, ჯამბულათ ხოფერია, გოჩა კვირკველია, დავით რამიშვილი, მერაბ კუპრეიშვილი, ავთანდილ ურუშაძე, გია ტრაპაიძე, ზაალ მდინარაძე, თამაზ ტყეშელაშვილი, პაატა პაპიძე, ნიკოლოზ იმნაძე, სერგო ღლონტი, ზაალ ფირცხალაიშვილი, ზაზა ჩხაიძე, დანიელ ლომთათიძე, გოჩა მორჩილაძე…

ლანჩხუთელი ბიჭები, რომლებიც საქართველოს ტერირიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ სოხუმში, გაგრაში, ოჩამჩირეში, ტამიშში.

მათ ხსოვნას პატივი მიაგეს მშობლიურ მუნიციპალიტეტში 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს ლანჩხუთელი გმირების საფლავები.

ამ დღესთან დაკავშირებით, პერფორმანსი მოეწყო კულტურის ცენტრის წინ. აგარაკის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში დაღუპული გმირების სულთა მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა.

„27 სექტემბერი თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი თარიღია. 33 წელი გავიდა სოხუმის დაცემის დღიდან. ვიხსენებთ ჩვენს გმირ ბიჭებს, ვამაყობთ და არ ვივიწყებთ მათ. ჯვართამაღლების დიდებულ დღესასწაულს გილოცავთ. ჯვრის ძალა და მადლი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას!“ – აღნიშნა ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.