გურიაში, დასახლებულ ტერიტორიაზე დათვი გამოჩნდა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მტაცებელი კოხას უბანში, რამოდენიმე მცხოვრებს, სახლიდან ათიოდე მეტრში „ესტუმრა“.
„ერთ ოჯახში, ფუტკრის სკები დაარბია და თაფლიც ბლომად მიირთვა. დათვი ძიმითში უხუცესებს არ ახსოვთ, მურმან სალუქვაძის გადმოცემით, რომელიც 90 წელს მალე მიუკაკუნებს, მის ბავშვობაში, გადმოცემით იცის, რომ ფაფასკურას უბანში ბუდობდა, იმ ადგილებს ახლაც ეძახიან დათვის საბუქნელას“ _ წერს ფეისბუკის ჯგუფი „ძიმითი“.





