„ლანჩხუთი“ 6:0-ს მხოლოდ „ბათუმს“ უგებს: ტატას ჰეთ თრიკი 21 წუთში და კიდევ 3 – ციცებმა გვიმბალაურში აჭარული იცეკვეს

ლანჩხუთის ქალთა გუნდმა ფინალური ეტაპი მოგებით დაიწყო _ ციცებმა გვიმბალაურში „ბათუმს“ სეზონში მესამედ დიდი ანაგრიშით მოუგეს. აღსანიშნავია, რომ სტუმართა განაცხადში 6 ისეთი მოთამაშე იყო, წინა წლებში გურული კლუბის ღირსება რომ დაუცავს და უმეტესობა მასთან ერთად ტიტულებსაც დაეუფლა. ესენი არიან ორივე მეკარე _ მარიამ ჭრიკიშვილი და ლანა მჟავია, ასევე: მარიამ კაპანაძე, ნათია წოწერია, სალომი დიმოპულუ, ხოლო […]
ბაღნებს უთხარი, დედიკოი ფეხბურთზეაო… ჯურუყვეთელი და ჩოჩხათელი ციცების დაპირისპირება სა(მზარ…)ჯარიმოში [+ფოტო/ვიდეო]

ლანჩხუთის ერთმა ლამაზმა სოფელმა გამორჩეულ საფეხბურთო მატჩს უმასპინძლა: ჯურუყვეთში, ადგილობრივი და ჩოჩხათელი დედები ერთმანეთს არა სამზარეულოში, არამედ საფეხბურთო მოედანზე გაეჯიბრნენ. „ბავშვებს უთხარით, დედა ფეხბურთზეა“ _ ამ დევიზის ქვეშ გაერთიანდა 20-მდე დედა და დაუვიწყარი საღამო აჩუქეს ჯერ ჩოჩხათში მისულ „მაყურებელს“, თუმცა უფრო თვალსასეირო ჯურუყვეთული შეხვედრა გამოდგა. მოედანზე ისე „დაცხა“, ლამის ხაჭაპურისთვის გაცხელებული ღუმელის ტემპერატურას გაუტოლდა. მეკარესაც […]
სევასტოპულოს ფეხი იღბლიანია: „გურიამ“ უმნიშვნელოვანესი თამაში მოიგო… ლეგენდა ლანჩხუთში და დიდი გამარჯვების გახსენება 47 წლის შემდეგ

თითქმის ნახევარი საუკუნის წინ, 1979 წლის 29 ოქტომბერს, ყანაზის მოყინულ მოედანზე, მატჩის ბოლო წუთებზე, ამირან სევასტოპულო გაიტანს გოლს, რომელიც დასაბამს დაუდებს „დუნიის გადარევას“. ეს ის გოლია, რაზეც 47 წლის შემდეგაც ილაპარაკებენ: გაიტანა თუ არა „სევასტიმ“ თავისი კარიერის მთავარი გოლი… ხელით? ამაზე პასუხი ვიდეოშია, რომელიც გელა პატარაიამ სპეციალურად „გურია Today“-სთვის ჩაწერა. ნახეთ ვიდეო: რა მოხდა ყაზანში? […]
დოღი, ჭიდაობა, მკლავჭიდი და… მსოფლიო ჩემპიონი – სოფელ წყალწმინდაში სახალხო დღესასწაული გმირების ხსოვნას მიეძღვნა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში ფერიცვალებასთან დაკავშირებით ტრადიციული სახალხო დღესასწაული გაიმართა. ცხენოსნობასა და სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში გამარჯვებულები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს. მთავარი სპორტული აქტივობა დოღი გახლდათ, სადაც 4 რბოლა ჩატარდა, რომელშიც სანდრო გაგუამ, გელა ტუღუშმა, მინდია ლომიძემ და გოჩა მიქელაძემ გაიმარჯვეს. მკლავჭიდში ჩემპიონის ტიტული ჯარჯი მეზურნიშვილმა მოიპოვა, მეორე ადგილზე ირაკლი ართილაყვა გავიდა, ხოლო თამაზ ბოლქვაძე მესამე […]
ლიზი, რას აკეთებ? ერთადერთი ქალი-მხედარი ლანჩხუთელია, გიორგი ცინცაძემ სამივე სინჯის მედალი ჩოხატაურში დაიტოვა _ იქ, სადაც ტრადიცია, სისწრაფე და მთის ენერგია ერთ სანახაობად ერთიანდება

დღეს, კურორტ ბახმაროში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და სანახაობრივი ღონისძიება ტრადიციული დოღი_ „ბახმაროს თასი 2026“ გაიმართა. დილით, ბახმაროს ფერისცვალების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია შემოქმედელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოსებმა აღავლინა. გასული წლების მსგავსად, შეჯიბრებაში მონაწილეობდა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ათობით მხედარი. წელსაც, 4 ნომინაციაში გამოვლინდა გამარჯვებული. „გურიის თასი“ ნიკა ფერაძემ მოიგო, მეორეზე მუხამედ აჩიევი გავიდა, ხოლო მესამეზე საბა […]
ვინ დაიმატა „გურიამ“? ახალწვეულები არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან და ეროვნული ლიგიდან…

„გურია“ ახალგაზრდა ფეხბურთელებით გაძლიერდა _ საქართველოში წამყვანი საფეხბურთო აკადემიების (თბილისის „დინამო“ და „იბერია 1999“) აღზრდილები დაიმატა. კლუბმა ახალწვეულების ვარჯიშის შესახებ ფოტო/ვიდეო მასალა გამოაქვეყნა. ლანჩხუთელთა ღირსებას დაიცავს 20 წლის მეკარე დავით იობაშვილი. იგი უკვე ნახსენები „იბერია 1999“-ისა და „დინამოს“ აღზრდილია, თამაშობდა ასევე დედაქალაქურ კლუბ „ვიტ ჯორჯიასა“ და „თელავში“. გასული წლის ბოლოს, მან კონტრაქტი არაბთა გაერთიანებული საამიროების […]
7, 6, 5… „გურიამ“ „მერანი“ წელს მესამედ გააჭენა: დათა-SHOW, კაპანაძის გაელვება, „ოქროს“ ქოქოსაძე, ნოზაძის Veni, Vidi, Vici და წილოსანის წილი

„გურიამ“ ამ სეზონში მესამედ დაჩაგრა „მერანი“: პირველ შეხვედრაში, ფოთში 7 გოლი გაუტანა, დღეს კი სტუმრად _ 5. ამათ შორის თასზე 6:1 მოუგო და ერთადერთი თამაში იყო, გოლი რომ გაუშვა, საჩემპიონატო ბალანსი კი, 12:0-ზეა. ლანჩხუთელები შეხვედრაში ფავორიტებად მიიჩნეოდნენ, უბრალოდ, წინა ტურში, შინ განცდილ მარცხს ფსიქოლოგიურად არ უნდა გაეტეხა სტუმრები. უკვე მესამე წუთზე გახსნეს გოჩა ტყებუჩავას შეგირდებმა […]
ეს „ელანძე მარცხი“ აღარაა: „გურიამ“ ისევ წააგო _ ასე იოლად საკუთარი კარისკენ უბნის ფეხბურთშიც არავინ გაგატარებს…

ლანჩხუთური კლუბისთვის, ალბათ, ჯობდა _ თასზე თბილისის „დინამოსთვის“ არ მოეგო, თუ შემდეგ ორი ასეთი თამაში უნდა ეთამაშა. ახლა კი, ჩემპიონატში საქმეც გაირთულა და სტადიონზე ძლივს მობრუნებული ქომაგიც გაინაწყენა. პლუს ქვეყნის მთავარ გუნდსაც ხასიათი გაუფუჭეს _ ლანჩხუთური ფიასკო რომ არა, იქნებ ვილნიუსის კოშმარი არც მომხდარიყო… … ზედიზედ ორი თამაშია, მეორე ტაიმში, „გურია“ ფეხბურთს ვერ თამაშობს და […]
გაუქმებული გოლი და გაჩერებული 100%-იანი შანსი _ რაც მსაჯებმა „გურიას“ „დააკლეს“, დაცვამ „დაუმატა“, ანუ არაგვი ისევ ვერ გადავცურეთ! და რა თქვა მერაბ ჟორდანიამ?

ლანჩხუთში უკვე სათასო ფინალზე „ფიქრობდნენ“ და თითქმის ვერ წარმოედგინათ, რომ ზედალიგელი „არაგვის“ ბარიერის გადალახვა პრობლემა იქნებოდა. ამის საფუძველს ადგილობრივ ქომაგს, წინა ეტაპზე, ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდის _ თბილისის „დინამოს“ სათასო მარათონიდან გამოთიშვა აძლევდა. სწორედ დედაქალაქელებთან მატჩის სიმძიმე დაეტყო „გურიას“ დუშელებთან, თუმცა ამას ვერ ვიტყვით პირველ ნახევარზე, რომელიც გოჩა ტყებუჩავას გუნდმა მაღალ დონეზე ჩაატარა და ამ […]
„ტაჩანკა“, 525 და „ფირალები“, ანუ სადაც სიხარულია, სადაც სიყვარულია… მადლობა დღე-სასწაულისთვის!

ლანჩხუთელი ქომაგების წვლილი დიდია, „გურიამ“ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, თბილისის „დინამო“ თასიდან რომ გამოაგდო. წაიკითხეთ სტატია: ფანტასტი(გ)ურია! მაგიორი 36 წლის მერე _ მესამელიგელმა „გურიამ“ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდს უთხრა: მარცხი ელანძეა! მთელი მატჩის მანძილზე, ერთი წუთითაც არ შეწყვეტილია გულშემატკივრობა. განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, „ფირალების“ ტრიბუნა აქტიურობდა. დიდი სტიმული მისცეს ფეხბურთელებს, რომლებმაც საუცხოო შეხვედრა ჩაატარეს და […]