აჭარული ალიყური, ანუ როცა ბურთს კარში შესვლა არ უნდოდა: „ცალკარა“, სადაც ბევრჯერ გადავრჩით…

ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი ვერ ნახავდა გურული ქომაგი, რომ მთავარი ფავორიტი ლიგის აუტსაიდერს ვერ მოუგებდა. მეტიც, არალანჩხუთელი ქომაგებიც ჩათვლიდნენ, რომ „გურია“ ქედის „ბეთლემთან“ იოლ გამარჯვებას მიითვლიდა, თანაც დიდი ანგარიშით… ყველანაირ ციფრებს აქეთ „მივყავდით“: გურულებს ორივე მატჩი მოგებული ჰქონდა, აჭარულ კლუბს კი _ სამივე წაგებული. ლანჩხუთელების ბურთების ბალანსი +10 იყო, ხოლო ქედელების _ მინუს 10! წინა […]
კამარგოსა და დანელიას დუბლებით… „ლანჩხუთმა“ ზედიზედ მესამე შეხვედრა დიდი ანგარიშით მოიგო და ახლა კლუბის ლეგენდას ხვდება…

4:0, 9:1, 7:0 და ისევ 4:0… ასეთი ანგარიშებით მოიგეს „ციცებმა“ 4 შეხვედრა. „ნიკე-ლუსოსთან“ 0:4 კოშმარიდან გუნდი მარტივად გამოვიდა და კვლავაც რჩება ჩემპიონობის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად. ამჯერად თავი გაბრიელა კამარგომ და ნათია დანელიამ გამოიჩინეს _ ლეგიონერმა პირველ ტაიმში შეასრულა დუბლი, ხოლო ლიგის მთავარმა მეგოლემ ტაიმებში თითო გაიტანა. ახლა დანელიას 9 გოლი აქვს გატანილი, კამარგოს _ 6. […]
1990 წლის 31 მარტი, 12 ათასი მაყურებელი: „გურია“-„დილა“ 1:0 და რა თქმა უნდა, ბესიკ ფრიდონაშვილი! _ „მაშინ ბევრმა ვერ „მოხარშა“ ეს ამბავი“

1990 წლის 31 მარტს, ლანჩხუთის „გურიამ“ ეროვნული ჩემპიონატის პირველი მატჩი ჩაატარა, რომელსაც 12 ათასი მაყურებელი დაესწრო. გურულებმა გორის „დილას“ 1:0 მოუგეს. და ვინ გაიტანა პირველი გოლი ეროვნული ჩემპიონატების ისტორიაში? რა თქმა უნდა, ბესიკ ფრიდონაშვილმა! ლანჩხუთელთა 10-იანს კიდევ 2 ისტორიული აქვს გატანილი „გურიას“ მაისურით: 40 წლის წინ, 1986 წლის 12 ნოემბერს ბათუმში, როცა მოსკოვის „ლოკომოტივს“ მისი […]
ციცებმა თქვეს, თქვენ ელიტაში რა გინდათო… დანელიას დუბლისთვის 3 წუთი ეყო, ბუხრიკიძეს _ 24, კამარგო-პასიკაშვილმაც ისევ გაიტანა და… აქაც სიჭინავა!

ლანჩხუთის ქალთა გუნდმა ზედიზედ მეორედ მოუგო დედაქალაქურ გუნდს არასაფეხბურთო ანგარიშით _ ამჯერად გიორგი ჩხაიძის შეგირდებმა სტუმრად „ელიტა“ 7:0 გაანადგურეს. აქედან 6 გოლი პირველ ტაიმში გავიდა და აშკარაა, მეორეში გურულებმა ტემპი დააგდეს და მხოლოდ 1 გოლის გატანა იკმარეს. ლიგის ბომბარდირ ნათია დანელიას დუბლის შესასრულებლად მხოლოდ 3 წუთი დასჭირდა, ნინო ბუხრიკიძემ კი ეს 24 წუთში მოახერხა. ბურთისთვის […]
გოჩა ტყებუჩავას გუნდი არ ხუმრობს _ დათა სიჭინავას მორიგი შედევრი და ფრე საქართველოს ვიცე-ჩემპიონთან… „გურიამ“ ლევან ჟორდანია და ვატო არველაძე დაიმატა [ექსკლუზივი]

დღეს, „გურიამ“ ამხანაგური შეხვედრა ფრედ, 1:1 ითამაშა გორში, საქართველოს მოქმედ ვიცე-ჩემპიონ „დილასთან“. ორივე გოლი პირველი ტაიმის პირველ ნახევარში გავიდა _ ჯერ გორელებმა ისარგებლეს გურულთა ცენტრალური მცველის, დავით მაისაშვილის გაძევებით და სანამ გურულები შეცვლას მოახდენდნენ, ანგარიში გახსნეს. რამდენიმე წუთში კი, დათა სიჭინავამ დაახლოებით 35 მეტრიდან ზუსტად შეასრულა საჯარიმო და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 1:1. იხილეთ დათა […]
„ლანჩხუთს“ ნუ ჩამოწერ, ძამა… ხუთოსანი დანელია და კამარგოს დუბლი _ პენტატრიკი ბებიასათვის

წინა ტურში, „ნიკე-ლუსოსთან“ მოულოდნელი ანგარიშით მარცხის შემდეგ, „კვარტალთან“ უნდა გამოჩენილიყო, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ღრმა კრიზისშია, თუ თბილისური 0:4 მაინც უფრო უიღბლობა იყო. მეორე დედაქალაქური გუნდი დასაკვირვებლად ნამდვილად გამოდგება _ ბოლო წლებში, „ლანჩხუთისა“ და „ნიკე-ლუსოს“ საჩემპიონო მარათონისთვის ხელშეშლას ხომ მხოლოდ ის ცდილობს და მყარად უკავია ქვეყანაში მესამე გუნდის პოზიცია. თან „კვარტალი“ გვიმბალაურში უდანაკარგოდ ჩამოვიდა. „გურია […]
რა დაემართა „ლანჩხუთს“? საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს ეროვნულ ლიგაში ასეთი ანგარიშით არასდროს წაუგია…

2018 წლის 12 აპრილს, „ლანჩხუთმა“ მაშინ მოქმედ ჩემპიონ „მართვესთან“ 1:4 წააგო. მანამდეც ერთხელ, პირველ ჩემპიონატშიც იგივე ქუთათურებთან დათმეს 0:3… ეს იყო და ეს _ შემდეგ 7 ჩემპიონატში გურულები დიდი ანგარიშით არ დამარცხებულან. ეგ კი არადა, გასულ 10 ჩემპიონატში სულ 18 წაგება აქვს ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდს, ანუ „ციცები“ სეზონში საშუალოდ 2 თამაშსაც არ აგებენ. ამ […]
ლანჩხუთელს ფეხბურთი უხსენე და საყურებლად ფოთშიც კი ჩამუაო… რატომ გაგვახსენა დათა სიჭინავამ 80-იანი წლების „გურია“ და მერაბ ჟორდანია?

ამ ლიგაში „გურიას“ გაჩერება, ალბათ, შეუძლებელია. ლანჩხუთელებმა ტიტულოვანი და გამოცდილი ფეხბურთელები შეკრიბეს და სტარტიც ისეთი აიღეს, ალბათ, შემთხვევითობა იქნება, თუ გოჩა ტყებუჩავას გუნდი რომელიმე მეტოქესთან წაიფორხილებს. მატჩის ფოთში გადატანამ [ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე სამუშაოები მიმდინარეობს] სტუმრებს შვება ვერ მოუტანა _ „ფაზისზე“ ლანჩხუთელი ქომაგები მრავლად იყვნენ და ეჭვგარეშეა, მესამე ლიგაში ასპარეზობის მიუხედავად, ლანჩხუთში სტადიონი ყველა თამაშზე […]
კახი ჟორდანია _ „ჩვენი მიზანი ნათელია და მიღწევადი: ეროვნულ ლიგაში აღზევება და ევროტურნირებზე წარმატებული ასპარეზობა!“ _ 37 წლის შემდეგ, „გურიამ“ მატჩის პროგრამა დაბეჭდა [ექსკლუზივი]

ლანჩხუთის „გურიამ“, 37-წლიანი პაუზის შემდეგ, საშინაო მატჩის პროგრამა გამოუშვა, რომელიც გულშემატკივრებს 12 მარტს, ფოთის სტადიონზე, თამაშის წინ დაურიგდება. როგორც ცნობილია, ევგრაფ შევარდნაძის სახელობის სტადიონზე მიმდინარე სამუშაოების [მინდვრის საფარი] გამო, გურულები სამ საშინაო შეხვედრას „ფაზისზე“ გამართავენ. პროგრამა 8 გვერდიანია და მაღალი პოლიგრაფიული ხარისხითაა დაბეჭდილი. მასში წაიკითხავთ ჩემპიონატის დებულებას, რომლის მიხედვითაც, მესამე ლიგაში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები […]
8 მარტი ციცების დღეა! დიდი ანგარიშით და „მშრალად“ _ „ლანჩხუთმა“ სეზონი მოგებით დაიწყო: ახალწვეულთა და გაბრიელა კამარგოს გოლებით!

ლანჩხუთის ქალთა გუნდმა სეზონის გახსნის მატჩი დიდი ანგარიშით მოიგო და 4 გოლი გაიტანა, თანაც საკუთარი კარი „მშრალად“ შეინახა. სამი გოლი დებიუტანტებმა გაიტანეს. ლანჩხუთელთა თავკავმა, გიორგი ჩხაიძემ 7 ახალწვეული ათამაშა, აქედან 6 _ საწყისი წუთებიდან. ციცებმა 4:0 სოხუმის „დინამო“ დაამარცხეს _ ლიზი მწყერაშვილის, ნინო ბუხრიკიძისა დანინო პასიკაშვილის სადებიუტო, ასევე გაბრიელა კამარგოს გოლებით. მატჩის დაწყებამდე „ლანჩხუთისა“ და […]