ფანტასტი(გ)ურია! მაგიორი 36 წლის მერე _ მესამელიგელმა „გურიამ“ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდს უთხრა: მარცხი ელანძეა!

როცა „გურიაში“ მერაბ ჟორდანია დაბრუნდა, მან თქვა, რომ 2 წელიწადში, კლუბს ქართული ფეხბურთის ელიტაში დააბრუნებდა. მხოლოდ 8 თვე დასჭირდა საამისოდ! ლანჩხუთის კლუბი ტოლ-სწორად ეთამაშა ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან „დინამოს“, რომელიც გურიის მთავარ საფეხბურთო ქალაქში, პოზიტიურ ნოტაზე, ევროსარბიელზე წარმატებული თამაშის შემდეგ ჩამოვიდა. მართალია, დინამოელთა თავკაცმა, თემურ ქეცბაიამ ძირითადის რამდენიმე მოთამაშე დაასვენა, მაგრამ ეს ვერ დააკნინებს გურულთა სენსაციურ […]
ლანჩხუთში, 90-იანი წლების „ქართული კლასიკო“ ბრუნდება! მოდიან: ქეცბაია, კვარაცხელია, არველაძეები… ყაველაშვილიც? და მაინც: პირველად იყო „გურია“!

დღეს, ლანჩხუთში დიდი ფეხბურთი ბრუნდება _ „გურია“ თბილისის „დინამოს“ სათასო მეთექვსმეტედფინალში დაუხვდება. ეს იგივე 90-იანი წლების დასაწყისის „ქართული კლასიკოს“ დაბრუნებაა. საწყის ორ ჩემპიონატში სწორედ ეს ორი გუნდი არკვევდა ქვეყნის ჩემპიონის ბედს. ორივეჯერ დედაქალაქელებმა იმარჯვეს და გურულებს მხოლოდ ვიცე-ჩემპიონის ტიტულ(ებ)ი შეხვდათ. თუმცა „გურია“ ქართული ფეხბურთის ისტორიაში იმითაც შევიდა, რომ პირველ ეროვნულ თასს დაეუფლა. ლანჩხუთის კლუბმა სოხუმის […]
„დინამოს“ ლანჩხუთში ჩამოსვლა არ უნდოდა… რა მოხდა 13 წლის წინ _ დრამატული მატჩის კულუარები, ანუ როცა გამგებელი პრემიას აორმაგებს!

2013 წლის 13 მარტს, ლანჩხუთის სტადიონზე, 5 ათასამდე გულშემატკივარი მოვიდა. არადა, თამაშის „ევგრაფი შევარდნაძეზე“ ჩატარება სათუო იყო… იქამდე გურულები ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ „ზესტაფონთან“ გადაიკვეთნენ და იმერული კლუბის ხელმძღანელობამ ლანჩხუთში თამაშზე უარი თქვა. ეს ის დროა, სფფ-მ ახალი მინდორი დააგო, ხოლო „ქართუ ჯგუფი“ ადმინისტრაციული შენობისა და გასახდელების მოწყობაზე ჯერაც მუშაობს. გურულები ამ დროს უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად […]
თამაში მესხის, იამანიძის, კოტრიკაძის, დათუნაშვილის მხარდამხარ და 50 წელი ლანჩხუთის ბავშვთა ფეხბურთის სამსახურში… მწვრთნელი, რომელმაც „გურიას“ ლეგენდები აღუზარდა

ლანჩხუთში მომავალი თაობის აღზრდის საქმეში განსაკუთრებული წვლილი აქვს დანტეს ჯეჯელავას _ ზრდილობითა და პატიოსნებით გამორჩეულ, თავისი საქმის უბადლო სპეციალისტს, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა ჩვენი მუნიციპალიტეტის საფეხბურთო ცხოვრებაში. იგი 1936 წლის 23 ივლისს თბილისში დაიბადა. სიყმაწვილეში 35-ე საფეხბურთო სკოლაში მიხეილ მესხთან, შოთა იამანიძესთან, სერგო კოტრიკაძესთან და შემდგომში სხვა ცნობილ ფეხბურთელებთან ერთად, ოტია ჟორდანიას, გაიოზ ჯეჯელავას, მიხეილ […]
ლანჩხუთელი კარატისტების წარმატება BATUMI OPEN-ზე: 7 მედალი 7 ქვეყნის 400 მონაწილეს შორის!

ლანჩხუთელმა კარატისტებმა წარმატებით იასპარეზეს საერთაშორისო ტურნირზე _ BATUMI OPEN, რომელშიც 7 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. ჩემპიონის ტიტულს 12-13 წლიანებში იაგო აბაშიძე დაეუფლა (55 კგ. წ/კ), იმავე ასაკში, ვიცე-ჩემპიონი გახდა ცოტნე ხოფერია (50 კგ. წ/კ). მესამე ადგილი დაიკავა ხუთმა ლანჩხუთელმა _ ლუკა აბაშიძემ, მაია კუკულავამ, ანა იმნაძემ, სანდრო სამსონიამ და ლუკა ვანაძემ. ლანჩხუთელი კარატისტები საერთაშორისო ტურნირზე […]
2017 წლის 7 ნოემბრის შემდეგ არ წაუგიათ: ციცებმა შემოატრიალეს და საქართველოს პირველი ჩემპიონები ქვედა ზონაში გაუშვეს, ნათია დანელიამ კიდევ 3 გაიტანა!

„ლანჩხუთმა“ ზედიზედ მე-16, დიდი ანგარიშით კი, მე-15 შეხვედრა მოიგო და „ნიკე-ლუსოსთან“ ერთად I-II ადგილებს იყოფს. მატჩი ქუთათურთა სიურპრიზით დაიწყო _ ზუსტად ტაიმის შუაში, „მართვემ“ ანგარიში გახსნა. თუმცა ლიგის მთავარმა მეგოლემ, ნათია დანელიამ იმერლებს მალევე უპასუხა და 2 წუთში 2 გოლი გაიტანა. მერე ეთერ სულაშვილმა აიღო სტუმრების კარი და მატჩის ინტრიგა პირველივე ტაიმშივე მოკვდა, 3:1. მეორე […]
გურული მორაგბე საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში ითამაშებს _ დავით არობელიძემ „ვანთან“ კონტრაქტი გააფორმა!

დავით არობელიძე კარიერას ფრანგულ Rugby Club Vannes Officiel-ს შემადგენლობაში გააგრძელებს. Freerugby_geo-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, გურულ მორაგბესა და ფრანგულ კლუბს შორის 2+1 კონტრაქტი გაფორმდა. 19 წლის მორაგბემ, რომელიც ოზურგეთის “არწივების” აღზრდილია, გასული სეზონი “არმიაში” გაატარა და სექტემბრიდან TOP 14-ის კლუბს შეუერთდება. საფრანგეთის უმაღლესი ლიგა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება. დავით არობელიძე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული წევრი გახლდათ. […]
„პარიჟანკებიდან“ „გადარეულებამდე“… ლანჩხუთის პირველ საჯარო სკოლაში „გადამეორებული გაკვეთილი“ 20 წლის შემდეგ

„აქა ამბავი ,,გადარეული” ტყუპებისა, მათი ძმებისა და ორი ფეოლასი, რომლებმაც ასახელეს სკოლა და ლანჩხუთი“ _ ვკითხულობთ ლანჩხუთის #1 საჯარო სკოლის ფეისბუქ-გვერდზე. ამ სკოლის ბიჭების გუნდმა ქვეყნის მასშტაბით სასკოლო ოლიმპიადა მოიგო და როგორც ითქვა, იგივე ეგიდის მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. წაიკითხეთ: შევხვდებით მსოფლიოზე… ლანჩხუთის პირველი საქართველოს 2292 სკოლაში პირველია, საბა ცანავა _ საუკეთესო ფეხბურთელია! შესაძლოა, ბევრს […]
„გურიამ“ „მერანს“ 6:1 მოუგო _ მეხუთასე მოგება და მეხუთე სათასო გადაკვეთა თბილისის „დინამოსთან“…

„გურიამ” თასის გათამაშების მეორე ეტაპზე თბილისის „მერანი“ 6:1 დაამარცხა. ლანჩხუთურმა კლუბმა საშინაო მატჩი თბილისში გადაიტანა და პირველ ტაიმში 5 უპასუხო გოლი გაიტანა. ლუკა ქოქოსაძემ გახსნა ანგარიში, დუბლი ლუკა ჩაგანავამ შეასრულა, ასევე გაიტანეს ლევან კაკუბავამ, ივანე ოქროპირიძემ და დათა სიჭინავამ. შესვენებაზე გააკეთა ოთხივე ცვლილება თემურ ლორიამ, რომელიც გოჩა ტყებუჩავას დისკვალიფიკაციის გამო, მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებს. ჩაგანავამ, […]
ზედიზედ მე-15 მოგება და 14 „მშრალად“: ისევ 5:0, გურულების გაბელ(ა)ია, დანელიასა და ბუხრიკიძის დუბლები და ჰა(ნა) რას ელი?

„ლანჩხუთმა“ „ვერეს“ ისევ 5:0 მოუგო. კვლავ გაიტანა ნათია დანელიამ _ ლიგის მთავარმა მეგოლემ თუ ლანჩხუთურ შეხვედრაში თბილისელებს ერთი გაიტანა, ამჯერად 2 წუთში 2-ჯერ აიღო მასპინძელთა კარი. ასევე დუბლი შეასრულა ნინო ბუხრიკიძემ, რომელიც თანაგუნდელის მთავარი მდევარია ბომბარდირთა დავაში. ეროვნული ნაკრების მოთამაშე თამაშს უგოლოდ არ ტოვებს. შეგახსენებთ, წინა შეხვედრაში 8 (!) გოლი გაიტანა. ზედიზედ მეორე შეხვედრაში გამოიჩინა […]