გამარჯვებულებს არ ასამართლებენ: „გურიამ“ „დიდუბეს“ თამაში შემოუტრიალა… გადაკვეთა თუ არა ბურთმა კარის ხაზი?

„გურიამ“ მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო. „დიდუბე“ გურულების კონკურენტია და საზაფხულო შესვენების მეორე ადგილზე შეხვედრაც მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ფაქტორია. თანაც გურულები აგებდნენ _ გოჩა ტყებუჩავას (დისკვალიფიკაციის გამო, გუნდს ტრიბუნიდან მოძღვრავდა) შეგირდება პირველ ტაიმში უპირატესობა გოლად ვერ აქციეს, სამაგიეროდ, მეორეს სტარტზევე დედაქალაქელებმა ანგარიში გახსნეს. არადა, კუთხურის გათამაშებისას, საჯარიმოში 2-ჯერ მეტი სტუმარი იყო, მაგრამ კამანლიდინი მინუნგუსთან ვერაფერი გააწყვეს, 0:1. ბოლო […]

შევხვდებით მსოფლიოზე… ლანჩხუთის პირველი საქართველოს 2292 სკოლაში პირველია, საბა ცანავა _ საუკეთესო ფეხბურთელია!

ძალიან გაგვახარეს ლანჩხუთის #1 საჯარო სკოლის (დირექტორი თამაზ კილაძე) მოსწავლეებმა, რომლებმაც სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალი მოიგეს და მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადაზე თამაშის უფლება მოიპოვეს. დავით სანაძე, დათა პატარაია, ზაზა განევი, საბა ცანავა, ნიკოლოზ განევი, გიორგი ურუშაძე, გაბრიელ ურუშაძე, მიშიკო ჩხაიძე, ალექსანდრე მოქია, მათე ტუღუში, ირაკლი ურუშაძე, გაბრიელ კვირკველია… _ ამ ბიჭებმა შეძლეს, საუკეთესოები ყოფილიყვნენ საქართველოს 2292 […]

„ლანჩხუთმა“ რეკორდი დაამყარა: სულაშვილის 1 და დანელიას 2 ჰეთ თრიკი, ბუხრიკიძემ იგივე პირველ ტაიმში შეძლო, ჯამში კი, 2 პოკერი გამოუვიდა… 22:0!

„ლანჩხუთმა“ აუტსაიდერი „რაჭა“ სარეკორდო ანგარიშით, 22:0 დაამარცხა. აქამდე ციცებს ერთ თამაშში არც ამდენი გაეტანათ და არც ასეთი სხვაობით მოუგიათ. რა თქმა უნდა, ყველა გოლის აღწერით თავს არ შეგაწყენთ. თან გასათვალისწინებელია, რომ რაჭველებმა შეხვედრა 9 მოთამაშით ჩაატარეს და კარშიც მინდვრის მოთამაშე ედგათ… 6 გოლი გაიტანა ნათია დანელიამ _ გუნდისა და ქალთა ლიგის მთავარმა მეგოლემ პირველ ტაიმში […]

ორი ლუკას და კახას 3 _ „გურიამ“ ლანჩხუთში მეოთხე თამაშიც დიდი ანგარიშით მოიგო და ისევ 5 გაიტანა!

„გურიამ” საკუთარ მოედანზე ხაშურის „ივერიას” უმასპინძლა და 5:2 მოუგო. ლანჩხუთში ჩატარებულ მეოთხე შეხვედრაში გურულებმა მინიმუმ 5 გოლი გაიტანეს და პირველად გაუშვეს. წინა მატჩები „ევგრაფი შევარდნაძეზე“ 5:0, 5:0 და 6:0 მორჩა. ამჯერად პირველი ორი გოლი ორმა ლუკამ გაიტანა _ ჩაგანავამ ანგარიში გახსნა, ქოქოსაძემ 2:1 გახადა. შეცვლაზე შესულმა, კახა კახაბრიშვილმა ჰეთ თრიკი შეასრულა. 5:2 დიდი ანგარიშია, თუმცა […]

სულაშვილის ჰეთ თრიკი, დანელიას დუბლი და ბუხრიკიძის კინკილა _ ციცებმა ბათუმში აჭარული იცეკვეს

„ლანჩხუთი“ ბათუმს ესტუმრა და ადგილობრივი გუნდი 6:0 დაამარცხა. არადა, აჭარული გუნდი მყარადაა მესამე ადგილზე და ერთადერთია, რომელიც ჩემპიონობისთვის მებრძოლებს წინააღმდეგობას უწევს. პრინციპში, „ბათუმს“ ეს მხოლოდ „ნიკე-ლუსოსთან“ გამოუვიდა _ ორივე თამაში მხოლოდ 0:2 წააგო და აქედან, ერთ შემთხვევაში, ამაში მსაჯებს ადანაშაულებენ. გურული კლუბის წინააღმდეგ კი, არაფერი გამოსდის. გვიმბალაურში 0:4 წააგო, დღეს ბათუმში, 2-ით მეტი გაუშვა, გოლის […]

წითლები და თავურები _ ბოლო წუთების დრამა „შატილზე“: „გურიამ“ „ორბის“ სტუმრად ე.წ. 6-ქულიანი შეხვედრა მოუგო და მეორე ადგილზეა

„გურიამ“ უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მოიგო _ „ორბის“ სტუმრად აჯობა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა. რა თქმა უნდა, მოგება გუნდის თამაშში არსებულ ხარვეზებს ვერ დაფარავს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ხარისხი უკანა პლანზე იწევს და მთავარი შედეგია! ყველანაირად მნიშვნელოვანი მოგება იყო: იმის დასამტკიცებლად, რომ „გურიას“ ლიდერისთვის მოგებაც შეუძლია და თანაც სტუმრად; რამდენიმე ვერმოგებული გასვლითი მატჩის ფონზე, ხასიათის გამოსაკეთებლად; […]

15:0 _ „ლანჩხუთმა“ „ელიტა“ კიდევ უფრო გაანადგურა: ახლა 7 გოლი მარტო დანელიამ გაუტანა და სულაშვილმაც არ დააკლო…

„ლანჩხუთმა“ ზედიზედ მე-12, სულ კი 13 შეხვედრა მოიგო. აქედან 12 _ დიდი ანგარიშით, მხოლოდ „ნიკე-ლუსოს“ აჯობა მინიმალურად. 15 გოლი ამ სეზონის ერთ შეხვედრაში გიორგი ჩხაიძის გუნდსაქამდე არ გაეტანა. თბილისში გურულებმა 7:0 მოუგეს „ელიტას“, ახლა კი 7 გოლი მხოლოდ ნათია დანელიამ გაიტანა, რომელიც ბომბარდირთა დავაში წინ გაიჭრა, 23 დააგროვა და უახლოეს მდევარს 5-ით უსწრებს. 7 გოლი […]

16-წუთიანი ნერვიულობა რეგიონალლიგელთან _ „გურიამ“ თასიდან „გარდაბანი-2“ გამოთიშა და… თბილისის „დინამომდე“ ერთი ნაბიჯია!

„გურიამ“ თასის პირველი ეტაპის შეხვედრა გარდაბანში, ადგილობრივ ფარმ-კლუბთან გამართა და 4:1 მოიგო. თუმცა ეს ისე იოლადაც არ მომხდარა, როგორც ანგარიში აჩვენებს. გოჩა ტყებუჩავამ ძირითადის რამდენიმე მოთამაშე დაასვენა. მისი გუნდი თავიდან უტევდა და უპირატესობაც დიდი ჰქონდა, მაგრამ, როგორც საჩემპიონატო შეხვედრაში, გარდაბანის მთავარ გუნდთან, ამჯერადაც ბურთი ქვემოქართლელთა კარში არ შედიოდა. ისევ დათა სიჭინავამ იყოჩაღა 37-ე წუთზე, როცა […]

ციცების კუთხური გოლია! „ლანჩხუთმა“ ზედიზედ მე-11 თამაში მოიგო, 10-ჯერ კარი „მშრალად“ შეინახა… რა სჭირს კამარგოს?

„ლანჩხუთი“ თბილისში ესტუმრა არცთუ დიდი ხნის წინ თავისივე კონკურენტ „კვარტალს“, რომელსაც ახლა კარგი დრო არ უდგას, თუმცა არც ისეთ დღეშია, ვინმემ იოლად დაჯაბნოს… ახლაც ასე იყო: გურულებს ძალიან გაუჭირდათ იმ გუნდის ძლევა, ვისთანაც 2 წლის წინ, ჩემპიონის ბედს არკვევდა. დიდი უპირატესობის მიუხედავად, 60 წუთი ისე მიილია, გურულება ანგარიშის გახსნა ვერ მოახერხეს. თუმცა მერე ლეგიონერებმა იყოჩაღეს […]

„გურიამ“ თბილისელებზე ჯავრი იყარა _ დათას დუბლი ბომბარდირობისთვის, 2 ლუკას 3, ნიკას გოლი, პასი და თასი

ლანჩხუთელებმა წინა ტურში წაგების შემდეგ, ვეტერინარების ჯავრი სხვა თბილისურ გუნდზე იყარეს _ „იბერია 2010“, რომელიც ბოლო ადგილზეა, 6:0 დაამარცხეს. წყვილად გაიტანეს გოლები დათა სიჭინავამ და ლუკა ჩაგანავამ, კიდევ ერთმა ლუკამ, ქოქოსაძემაც გაიტანა, ერთხელაც თავი ნიკა ნოზაძემ გამოიჩინა. მან საგოლე გადაცემაც გააკეთა და ნამატჩევს მატჩის საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი თასიც დაიმსახურა ლეო ჟორდანიას ფონდისგან. ლანჩხუთელებს სეზონში ყველაზე […]