ისევ 4:0! 15 ციცა რუსთავში და ზედიზედ მეათე მოგება: დანელიამ კამარგოს გადაუსწრო, ბუხრიკიძე მოედნიდან უგოლოდ არ გადის…

ლანჩხუთელები რუსთავში ესტუმრნენ „თეთრიწყაროს“ და იოლად მოუგეს. ისევ 4:0, როგორც გვიმბალაურში გამართულ შეხვედრაში. მე-2 წუთზევე ჩაჭრეს ბურთი ნომინალურმა მასპინძლებმა საკუთარ კარში, აქედან 15 წუთში კი, ნინო ბუხრიკიძემ ყველანაირი ინტრიგა და სენსაციის შანსი მოკლა, 2:0. ზედიზედ მეოთხე შეხვედრაა, გურულთა შემტევი მოედნიდან უგოლოდ არ გადის _ მის ანგარიშზე საშუალოდ 1,5 გოლია (6 გოლი). აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი, ორი […]

როცა გადასვლა გვინდა და მომენტს ვერ ვქმნით _ „გურიას“ ბოლო 20 წუთი და მოძრავ გუნდთან უჭირს…

„გურიამ“ ამ სეზონში გამართული 11 შეხვედრიდან მეხუთედ დაკარგა ქულები, რაც ზედა ლიგაში გადასვლის მოსურნე გუნდისთვის ბევრია. აქედან ერთადერთი ფრე იყო მისაღები _ სტუმრად, ლიდერ „თბილისი 2025“-თან, რომელმაც გურულებს უკვე 6 ქულით გაასწრო. ორი საშინაო ფრე აუტსაიდერებთან და ამდენივე წაგება კონკურენტებთან _ მეტისმეტია მესამე ლიგაში საუკეთესოდ დაკომპლექტებული, ხოლო ფინანსურად იქნებ ზედა ლიგაშიც კი, გამორჩეული გუნდისთვის. ფაქტობრივად, […]

ციცები ვიცით სა(მზ)…ჯარიმოში: კუჩხი ბედინერი, უძღები შვილები და  გაბრიელას მორიგი გაბრიალება

„ლანჩხუთი ხასანბეგურას სამშობლოა – გამარჯვება პრინციპულ მატჩში!“ _ ასეთი წარწერა გაუკეთა კლუბის ფეისბუქ-გვერდმა ფოტოს გასახდელიდან. ციცებმა მართლაც უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს მთავარ კონკურენტთან შეხვედრაში და საჩემპიონო მარათონში დაბრუნდნენ. … მატჩის ბოლო დამატებული წუთი მიდიოდა, როცა ლიზი მწყერაშვილი ზედიზედ მეორედ გაემართს კუთხურის მოსაწოდებლად და მეტოქის საჯარიმოში არეულობის შესაქმნელად, რაც ბოლო შეხვედრებში ჩინებულად გამოსდის. პირველ შემთხვევაში, შეტევაში წასული […]

ტექნიკა, სისწრაფე და ინტელექტი… „ლანჩხუთს“ თავისი კოლუმბიელი ლუის დიასი ჰყავს _ გაბრიელა კამარგო

ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო გუნდი წლებია, გამორჩეულია არა მხოლოდ ადგილობრივი ტალანტებით, არამედ ძლიერი ლეგიონერებითაც, რომლებიც კლუბს საერთაშორისო გამოცდილებას და განსხვავებულ სტილს მატებენ. ამ მოთამაშეებს შორის განსაკუთრებულად აღსანიშნავია კოლუმბიელი ფეხბურთელი გაბრიელა კამარგო. იგი გამოირჩევა ტექნიკით, სისწრაფითა და მოედანზე თამაშის მაღალი ინტელექტით. მისი სტილი აშკარად ატარებს კოლუმბიური ფეხბურთისთვის დამახასიათებელ ელემენტებს — თავისუფლებას, კრეატიულობასა და ინდივიდუალურ ოსტატობას. სწორედ ეს […]

„გახდი „ფირალების“ წევრი და იყავი მე-12 მოთამაშე ჩვენს საერთო გამარჯვებებში!“ _ „გურიას“ ფან-კლუბის ხელმძღვანელის მიმართვა

ლანჩხუთის „გურიას“ ფან-კლუბი „ფირალები“ გულშემატკივრებს მიმართავს: „ძვირფასო ლანჩხუთელებო, ჩვენო შემართებულო ახალგაზრდებო! „გურია“ და ფეხბურთი ჩვენი იდენტობაა. ფანკლუბ „ფირალების“ ხელმძღვანელი ვახტანგ ნიკოლაიშვილი, დიდი ამბიციებით, გეპატიჟებათ ყველას, ვისაც გული ჩვენი კუთხისა და გუნდისთვის გიფეთქავთ! ჩვენი მიზანია, „გურიასა“ და ჩვენს გოგონათა გუნდს შევუქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყოველი წუთი გამარჯვების რწმენით იქნება სავსე. მათ სჭირდებათ ჩვენი ხმა, ენერგია და […]

დათაSHOW: „გურიას“ მეექვსე პოკერი და ასისტი 1800-ე გოლისთვის _ ლანჩხუთში მხოლოდ 5:0-ებია, „ევგრაფ შევარდნაძეზე“ მესი(ა) შენიშნესო…

დღეს, „გურიამ“ ხობის „კოლხეთი“ დაამარცხა _ ეს გოჩა ტყებუჩავას გუნდის ზედიზედ მეორე 5:0-ია საშინაო შეხვედრაში _ ლანჩხუთში დაბრუნების შემდეგ, „ტაბლოზე“ მხოლოდ ეს ანგარიშია. მატჩის გმირი დათა სიჭინავაა _ მან პოკერი შეასრულა და მეხუთე გოლშიც მიიღო მონაწილეობა _ თორნიკე კაპანაძეს გაატანინა. 4-დან ერთი ისეთი ჯარიმა შეაგდო, სპორტულ თემაზე მომუშავე ქართულმა გვერდებმა დაწერეს _ ლანჩხუთში ლიონელ მესი […]

ლანჩხუთი კარატეს საერთაშორისო ტურნირზე – GORI OPEN 2026: 6 მედალი და მთავარი მსაჯიც ჩვენია!

ლანჩხუთის სპორტული ცენტრის აღსაზრდელებმა წარმატებით იასპარეზე კარატეს საერთაშორისო ტურნირზე GORI-OPEN-2026 , რომელშიც საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის 400 სპორტსმენი მონაწილეობდა. ლანჩხუთელმა კარატისტებმა ჯამში 6 მედლის აღება მოახერხეს. 12-13 წლიანებში ცოტნე ხოფერიამ გაიმარჯვა. მან  ნაკრების წევრს მოუგო და დამსახურებულად გახდა ჩემპიონი.   ქეთი ზენაიშვილმა (14-15 წწ.) ფინალური შეხვედრა ტრამვირებული ფეხით ჩაატარა, თუმცა გამარჯვებისთვის საოცარი სწრაფვა გამოავლინა და […]

ელვაა თუ კრიშტიანუ რონალდუ? თორნიკე კაპანაძის სუპერგოლი და ფრე მარნეულში: „გურია“ ისევ მესამეზეა!

„გურიამ“ მესამე შეხვედრა ჩაატარა თბილისურ გუნდთან და სამივე შედეგი დააფიქსირა: წააგო „იბერია 1999-2“-თან, მოუგო „დინამო-2“-ს და ახლა ფრედ ითამაშა „თბილისი 2025“-თან. მატჩი მარნეულში გაიმართა და 1:1 დასრულდა. გურულები თორნიკე კაპანაძის ზღაპრული გოლით დაწინაურდნენ _ დათა სიჭინავამ ჯარიმა მეტოქის საჯარიმოში „ჩაჰკიდა“, ყველას დავით მაისაშვილმა აჯობა და შეტევაში წასულმა მცველმა თავურით საგოლე გადაცემა გააკეთა. ნახეთ თორნიკე კაპანაძის […]

გაიტანს (კამარგო), არ გაუშვებს (გაბელაია), გაიტანს (დანელია), არ გაუშვებს (თაბაგარი)… ციცებმა ქუთაისში გვირილობა იზეიმეს

წინადღეს, ქუთაისში გვირილობა აღინიშნა და ციცები ვერ გამოდგნენ ამ ქალაქის სასურველი სტუმრები: „ლანჩხუთი“ რომ „მართვეს“ მოუგებდა, ეს ეჭვს არ იწვევდა, მაგრამ ანგარიში ნამდვილად არასაფეხბურთო, თუმცა ქართულ ქალთა ლიგაში _ საკმაოდ ხშირია. გურულები მატჩის სტარტზევე დაწინაურდნენ: ნათია დანელიამ თავისი მე-13 მე-7 წუთზე გაიტანა _ ლიგის მთავარმა ბომბარდირმა შეტევაში წასული კაპიტნის, ნინო ჩხარტიშვილის უზადო გადაცემას თავი საგოლედ […]

დაიმახსოვრეთ ეს გვარი! ლანჩხუთელი ფალავანი 18 წლისაც არაა და 20 და 23-წლიანებში პრიზიორია: ნიკა ცეცხლაძეს უკვე 6 მედალი აქვს…

ლანჩხუთელმა მოჭიდავემ, ნიკა ცეცხლაძემ საქართველოს ჩემპიონატში 20-წლამდელებს შორის, 55 კგ. წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა _ ფინალი 2 წლით უფროს ფალავანთან, ევროპის ჩემპიონატის პრიზიორთან დათმო, რომელიც ქვეყნის ჩემპიონია 23-წლამდელთა შორისაც. „ნიკამ მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში გაიმარჯვა,ფინალი კი დათმო მასზე უფრო გამოცდილ ფალავანთან, ევროპის 2-გზის ბრინჯაოს მედალოსან კობა ქარუმიძესთან.  მისთვის ვიცე-ჩემპიონობაც დიდი წარმატებაა, ჯერ 18 წლისაც არ […]