რა შემთხვევაში ჰყოფნის 1 ქულა „გურიას“, მესამე ლიგაში გადასასვლელად? სატურნირო მდგომარეობა და ყველა შესაძლო ვარიანტი

„გურიას“ ამ სეზონში ორი შეხვედრა დარჩა ჩასატარებელი _ 19 ნოემბერს, სტუმრად თბილისის „ვიტ ჯორჯია-2“-თან და 26-ში, ლანჩხუთში – „არაგველებთან“. ლანჩხუთის კლუბს კარგი შანსი აქვს, მესამე ლიგაში დაბრუნდეს. თბილისის „იბერია-2010“-მა და ხაშურის „ივერიამ“ უკვე გაინაღდეს ზედა ლიგის საგზური. მესამე ადგილისთვის 3 გუნდი იბრძვის. „ალგეთმა“ ეს შანსი უკვე დაკარგა _ იგი ქულებით შეიძლება დაეწიოს „გურიას“, მაგრამ ურთიერშეხვედრებში […]

„ლანჩხუთი“ თასიდან გამოვარდა – საქართველოს ყველაზე წარმატებული ქალთა გუნდი წელს უტიტულოდ დარჩა

„ლანჩხუთი“ თასის ნახევარფინალში „კვარტალთან“ დამარცხდა და ამით „ნიკე-ლუსოსთან“, როემლსაც ჩემპიონობა დაუთმო, რევანშის შანსი დაკარგა. არადა, ოთხივე საჩემპიონატო მატჩი დიდი ანგარიშით (4:1, 3:0. 6:0, 5:2) მოუგეს გურულებმა დედაქალაქელებს, თანაც 18 გაუტანეს და რაც იმ ოთხ შეხვედრაში ჯამურად, 3 გოლი ახლა ერთ შეხვედრაში გაუშვეს. პირველი ტაიმიც „კვარტალმა“ მოიგო და 61-ე წუთისთვის უკვე 2:0 იგებდა წინა სეზონის ვიცე-ჩემპიონი. […]

„გურიამ“ „მერცხალს“ ვანო შარვაძის გოლებით მოუგო და მომდევნო თამაშის მოგება ან ბოლო ტურში ფრე მესამე ლიგის საგზურს მოუტანს

დღეს, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე „გურიამ“ „მერცხალი“ 3:0 დაამარცხა. გურულ დერბიში ჰეთ თრიკი ვანო შარვაძემ შეასრულა. მან ანგარიში მე-8 წუთზე გახსნა, როცა ვანო წილოსანის წამოწყებული კომბინაცია გააგრძელა, ხოლო ორჯერ სანდრო ბახიას პასები აქცია გოლად. დღევანდელი დღე „გურიას“ ისტორიაში ყველაზე წარმატებულია _ 1986 წელს ლანჩხუთის გუნდმა სსრკ-ის უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა [წაიკითხეთ: იქ ძეგლი უნდა დავუდგა […]

იქ ძეგლი უნდა დავუდგა გოლს ბესიკ ფრიდონაშვილის… გურულების ყველაზე დიდი საფეხბურთო ავანტიურა: 1986 წლის 12 ნოემბერი – დღე სასწაული, რომელმაც ლანჩხუთის ცხოვრება შეცვალა

1986 წლის 12 ნოემბერი იდგა… ლანჩხუთში დილიდანვე დიდი ფაცი-ფუცია. პატარა ქალაქი ისტორიის დასაწერად ემზადება… „გურიას“ ყველაზე დიდი პატრონის, ევგრაფ შევარდნაძის ყოფილი „ატეკა“ საქალქთაშორისო რეისებს აუქმებს _ იმ დღეს გურიის ამ ქალაქიდან ტრანსპორტს ერთი მიმართულება აქვს _ ბათუმი! დილიდანვე, ავტობუსებისა და ავტომობილების უწყვეტი კოლონა აჭარის დედაქალაქისკენ მიემართება. დანიშნულია დამატებითი სამგზავრო მატარებლებიც… იმ დღეს, ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე […]

„ლანჩხუთმა“ ახალ ჩემპიონთან სეზონში მესამე შეხვედრა დათმო, როცა წინა 6 ჩემპიონატის მანძილზე მხოლოდ 5 წაგება ჰქონდა

„ლანჩხუთმა“ ვერც საკუთარ მოედანზე შეძლო ახალი ჩემპიონის დამარცხება. „ნიკე-ლუსომ“ წელს გამართული 4 შეხვედრიდან მოქმედ ჩემპიონებს სამი მოუგო. ამჯერადაც, ანგარიში დედაქალაქელებმა გახსნეს, მეტიც, 5-წუთიან მონაკვეთში ორბურთიანი ფორა მიიღეს. „ციცებმა“ კი ბოლო წუთებზე მხოლოდ ერთის გაქვითვა მოახერხეს, 93-ეზე ეს შეცვლაზე შესულმა ლელა ჭიჭინაძემ მოახერხა, 1:2. იქამდე წუთით ადრე, „ლანჩხუთს“ დაცვის ლიდერი ნინო ჩხარტიშვილი გაუძევეს, რომელიც გუნდს სათასო […]

„ლანჩხუთს ეკუთვნის 8-10 ათასიანი სტადიონი. იმედი მაქვს, გაითვალისწინებენ „გურიას“ ტრადიციებს და ისტორიას…“ _ „გურია თუდეის“ სტატიას კლუბის ლეგენდები ეხმაურებიან

„გურია თუდეი“ სტატიას „80 წლის წინ, 5 ათასი მაყურებელს იტევდა, მერე დასწრება 25 ათასამდე ავიდა და საქართველოში მეორე იყო… რამდენად იქნება საკმარისი ლანჩხუთში 3 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი?“ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პოზიციები დააფიქსირეს მათ შორის „გურიას“ ლეგენდებმა. კლუბის საუკუნის ფეხბურთელად აღიარებულმა თემურ ჩხაიძემ „გურია თუდეის“ ფეისბუქ-გვერდზე, კომენტარების ველში დაწერა: „საქართველოში ერთ-ერთი პატარა ქალაქის გუნდმა, ლანჩხუთის […]

„გურიამ“ სტუმრად ზედიზედ მეორედ, „მერცხალმა“ კი, ბოლო ორი შეხვედრა მოიგო და… 12 ნოემბერს, ლანჩხუთში გურულ დერბიში შეხვდებიან ერთმანეთს

დღეს, გურულმა კლუბებმა წარმატებით იასპარეზეს, რითაც მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს მდგომარეობა _ „გურიამ“ მესამე ლიგაში გადასასვლელად, ხოლო „მერცხალმა“ _ მეოთხეში დასარჩენად. ლანჩხუთელებმა ამჯერად სტუმრად „გაგრა-2“ 2:0 დაამარცხეს. წინა ტურის მსგავსად, როცა „გურიას“ ბოლო წუთზე ქულა გადაურჩინა, ისევ გაიტანა ვანო წილოსანმა _ მან 55-ე წუთზე ზუსტად გამოიყენა 11-მეტრიანი. აქედან 15 წუთში კიდევ ერთი პენალტის შესრულების უფლება მოიპოვეს სტუმრებმა […]

80 წლის წინ, 5 ათასი მაყურებელს იტევდა, მერე დასწრება 25 ათასამდე ავიდა და საქართველოში მეორე იყო… რამდენად იქნება საკმარისი ლანჩხუთში 3 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი?

ლანჩხუთისა და თელავის სტადიონებზე საუბრისას, ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა, რომ ლანჩხუთის სტადიონისთვის განსაზღვრულია უეფას II კატეგორიის სტანდარტი, რაც ითვალისწინებს 2200-3000 მაყურებლის ტევადობას, თელავის სტადიონი კი იქნება III კატეგორიის, 4500 მაყურებელზე გათვლილი. რამდენად იქნება საკმარისი 3-ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი ლანჩხუთში, სადაც გასული საუკუნის 80%-იან წლებში სტადიონზე იმაზე მეტი ადამიანი დადიოდა, ვიდრე ქალაქში ცხოვრობდა? ამასთან ერთად, […]

შეტევა, გოლი, კომბინაცია, მეკარეების თავგანწირული თამაში, გამაყრუებელი ქომაგობა…_ „ნიკოს თასისთვის“ 10 სკოლა იბრძოდა!

ლანჩხუთის მართლმადიდებლურმა სკოლამ საფეხბურთო ტურნირს უმასპინძლა, რომელიც ამავე სკოლის მოსწავლის, ტრაგიკულად გარდაცვლილი ნიკოლოზ გვარჯალაძის ხსოვნას მიეძღვნა. ტურნირი საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო, მასში  მონაწილეობდნენ მართლმადიდებლური და მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 2010-12 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა გუნდები. მართლმადიდებლური სკოლის გუნდი (ზედა ფოტო) ვიცე-ჩემპიონი გახდა, ლესა მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა 26 ოქტომბერს, ათმა გუნდმა ოლიმპიური ფორმატით გაარკვია ფინალური სამეულის ვინაობა. საფინალო დღეს ერთმანეთის პირისპირ […]

„[სფფ-ის] კომიტეტმა დაადასტურა „ნიკე-ლუსოს“ გულშემატკივრების მხრიდან როგორც ფიზიკური ძალადობის, ასევე რასიზმის გამოვლინების ფაქტები“ _ „ლანჩხუთი“ განცხადებას ავრცელებს

ლანჩხუთის ქალთა გუნდმა განცხადება გაავრცელა, რომელიც „ნიკე-ლუსოსთან“ სკანდალურ მატჩს ეხება: „საფეხბურთო დავების და სადისციპლინო კომიტეტმა დაასრულა 20 სექტემბერს „ნიკე-ლუსოს” გულშემატკივრების მხრიდან ჩვენი  კლუბის წევრებზე ფიზიკური ანგარიშსწორების საქმიდან ცალკე გამოყოფილი რასიზმის ეპიზოდის განხილვა და დაადგინა რომ: მატჩის განმავლობაში „ნიკე-ლუსოს” გულშემატკივრები „ლანჩხუთის” ლეგიონერებს შეურაცხყოფას აყენებდნენ რასისტულ ნიადაგზე და სასჯელის ფორმად განუსაზღვრა: მაყურებლების გარეშე 2 მატჩი, 1000 ლარის […]