„ეშინოდათ, გურია-ცსკა-ს მატჩი სხვა სახის ქართულ-რუსულ დაპირისპირებაში არ გადაზრდილიყო… იმ მატჩის რეპორტაჟს გადავცემდი და მოწმე ვარ, ლანჩხუთში თამაშზე საბჭოთა ჯარების მთავარსადლობა რომ ჩამოვიდა“

„ლანჩხუთელი ფეხბურთელების მხარდაჭერა იმითაც იყო ფასეული, რომ „გურიამ“ იმ წელს უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მიპოვა. ამ გუნდის ფეხბურთელების ვაჟკაცობამ ლიტველი კალათბურთელები გამახსენა, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისას დემონსტრანტთა შორის პირველ რიგებში სწორედ ისინი იდგნენ და დემონსტრაციას დროშით ხელში არვიდას საბონისი მიუძღოდა ხოლმე…“ 1990 წლის 15 თებერვალს ქართული ფეხბურთი დამოუკიდებლობის გზას დაადგა. მაშინ ისტორიული სიტყვა „გურიას“ ფეხბურთელებმა თქვეს, რომლებმაც მხარი […]
„გურიამ“ შინ ვერ მოუგო აბაშის „ზანასაც“, რომელიც გავარდნის კანდიდატია, მაგრამ მესამე ადგილამდე მაინც დაწინაურდა… „მერცხალს“ კი ფოთში „თრილერი“ ჰქონდა – 3:3

უკვე აშკარაა, რომ ლანჩხუთის „გურია“ ღრმა კრიზისშია _ გუნდი, რომელიც ზედა ლიგაში დაწინაურების მთავარი ფავორიტი იყო, საშინაო თამაშს ვერ უგებს აუტსაიდებში მყოფ აბაშის „ზანას“, რომელსაც წინა 7 შეხვედრაში 20 გოლი ჰქონდა გაშვებული და 5 შეხვედრა წაგებული, მათ შორის – შინ „მერცხალთან“. სხვათა შორის, აბაშელებმა ბოლო 5 ტურში უფრო მეტი ქულა აიღეს, ვიდრე „გურიამ“, რომელსაც აქედან […]
„კოპალა“ იყო გურული ქომაგების მარადონაც, პელეც და კრუიფიც… რა უთხრა იური სიომინმა „გურიას“ „საუკუნის მატჩის“ წინ ლანჩხუთური კლუბის ლეგენდას

ლანჩხუთის „გურიას“ ლეგენდაო, თუ ვიტყვით, ეს თემურ ჩხაიძესთან ერთად უპირველესად ვახტანგ კოპალეიშვილია _ 80-იანი წლების ტრიუმფალური შემადგენლობის ლიდერი და გურული ქომაგების სათაყვანებელი მოთამაშე. მან ბევრი სიხარული მოუტანა ლანჩხუთელებს და 1986 წლის მთავარ წარმატებაშიც უდიდესი წვლილი შეიტანა. ეს ტანომრჩილი მოთამაშე ლანჩხუთის მთავარ არენაზე სასწაულებს სჩადიოდა და მუდამ აღფრთოვანებაში მოჰყავდა მრავლისმნახველი გურული ქომაგი. სულ „გურიაში“ 200-ზე მეტი […]
„ლანჩხუთმა“ ვიცე-ჩემპიონს მეოთხე შეხვედრაც დიდი ანგარიშით მოუგო, მაგრამ… ჩემპიონობის შანსი დაკარგა

დღეს, ლანჩხუთის ქალთა გუნდმა თბილისში „კვარტალი“ 5:2 დაამარცხა. ორჯერ შესძლეს დედაქალაქელებმა გათანაბრება, მაგრამ გურულებმა მაინც დიდი ანგარიშით მოიგეს. ანგარიში მე-9 წუთზე 16 წლის ანანო წიქარიძემ გახსნა, ხოლო მეოცეზე _ უკვე ანასტასია ბოლქვაძემ გაგვიყვანა წინ. ორივეჯერ ლიზი კანკიამ გაათანაბრა და პირველი ტაიმი 2:2 დასრულდა. მეორეში 12 წუთში გიორგი ჩხაიძის შეგირდებმა 3 უპასუხო გოლი გაიტანეს: 62-ე წუთზე, […]
„გურიამ“ კონკურენტების წაფორხილებით ვერ ისარგებლა და თავისი ე.წ. „6-ქულიანი“ შეხვედრა წააგო… 3 მარცხი ბოლო 4 შეხვედრაში და სამეულს მიღმა, რა ჭირთ გურულ კლუბებს?

დღეს, „გურია“ უშუალო კონკურენტს, „სქურს“ ესტუმრა და თამაშის დასაწყისშივე გაშვებულ გოლს ვერაფერი მოუხერხა. ასეთი მატჩები ე.წ. „ექვსქულიანთა“ კატეგორიას მიეკუთვნება _ გურულებმა ქულა ვერ აიღეს, მისმა კონკურენტებმა კი 3 ქულა შეჰმატეს თავიანთ აქტივს და შედეგად, გადაუსწრეს მეტოქეს. ლანჩხუთურმა კლუბმა ბოლო 4 შეხვედრაში 3 შეხვედრა წააგო და ზოგადად, მეორე წრეში გუნდი ძალიან ცუდად ასპარეზობს: 8 შეხვედრაში 4 […]
„ლანჩხუთმა“ „ელიტა“ დიდი ანგარიშით დაამარცხა და ჩემპიონობის მხოლოდ თეორიულ შანსს ინარჩუნებს…

ლანჩხუთის ქალთა გუნდმა საკუთარ მოედანზე „ელიტას“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით, 5:0 დაამარცხა. გოლები ჰანა რასელმა, გაბრიელა კამარგომ, ანანო წიქარიძემ და ეთერ სულაშვილმა გაიტანეს. ერთი გოლი საკუთარ კარში მეტოქემ ჩაჭრა. ამ მოგების მიუხედავად, „ლანჩხუთი“ ჩემპიონობის შენარჩუნების მხოლოდ თეორიულ შანსს ინარჩუნებს. დარჩენილ 3 შეხვედრაში „ნიკე-ლუსომ“ ლანჩხუთში უნდა წააგოს, ხოლო დანარჩები 2 შეხვედრა მაქსიმუმ ფრედ ითამაშოს. ეს კი […]
„ბევრს გავიხსენებ ლანჩხუთიდან: ევგრაფ შევარდნაძეს, როგორც ოჯახის წევრი, ისე ვყავდი… ჩემი უფროსი მეგობარი ჯანგირა მშვიდობაძე, ჩემი იმედო დუნდუა…“ _ რევაზ ჩელებაძე 70 წლისაა!

დღეს, ქართული ფეხბურთის ლეგენდა რევაზ ჩელებაძე 70 წლის გახდა. მისი საფეხბურთო კარიერა მშობლიური ქობულეთის „შუქურას“ აკადემიაში დაიწყო. პროფესიონალურ დონეზე კი მისი გზა ბათუმის „დინამოდან“ იწყება და ლანჩხუთის „გურიას“ გავლით თბილისის „დინამოს“ უკავშირდება. ქართული ფეხბურთის ფლაგმანის რიგებში მან 158 შეხვედრაში 52 გოლი გაიტანა, სსრკ-ის ნაკრებში ჩატარებულ 7 შეხვედრაში 3 გოლი მიითვალა და 1980 წლის ოლიპმიადაზეც მიიღო […]
„ლანჩხუთის“ მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, სადისციპლინო კომიტეტმა „ნიკე-ლუსოს“ ქომაგების მოედანზე გადასვლა და ფეხბურთელების ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება დაადგინა

ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბი განცხადებას ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადიციპლინო და საფეხბურთო დავების კომიტეტმა ოფიციალურად დაადგინა და დაადასტურა „ნიკე-ლუსოს“ გულშემატკივრების მხრიდან ჩვენი გუნდის ფეხბურთელებზე და გუნდის წარმომადგენლებზე ფიზიკური ზემოქმედების ფაქტი. „ლანჩხუთი“ სადისციპლინო გადაწყვეტილებიდან ამონარიდს ავრცელებს: „კომიტეტმა დაადგინა, რომ 2025 წლის 20 სექტემბერს, ქალთა ლიგის ეგიდით, ქ.ს.კ. „ნიკე ლუსოსა“ და ქ.ს.კ. „ლანჩხუთს“ შორის […]
რატომ ვერ წარადგინა „ლანჩხუთმა“ მათ მოთამაშეებზე მეტოქე გუნდის ქომაგების თავდასხმის მტკიცებულება? „ნიკე-ლუსო“ აცხადებს, რომ კლუბის იმიჯი დაზიანდა…

ლანჩხუთის ქალთა გუნდის მთავარი კონკურენტი „ნიკე-ლუსო“ ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებას ეხმაურება: „[სფფ-ის] სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ორივე გუნდის ფეხბურთელები რამდენიმე მატჩით დისკვალიფიცირდნენ. კომიტეტს, რომელსაც ორივე გუნდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, განხილული იქნა შემდეგი საკითხები: გულშემატკივრის მხრიდან ფეხბურთელებზე შესაძლო ძალადობა, უსაფრთხოების ზომების დაცვა და ინციდენტი, რომელიც ანანო წიქარიძეს უკავშირდებოდა“ _ აღნიშნულია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. როგორც „ნიკე-ლუსოს“ ფეისბუქ-გვერდიდან ვიგებთ, კლუბი […]
სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტმა „ლანჩხუთის“ ფეხბურთელებზე თავდასხმის საქმეზე სანქცია არ მიიღო… როგორ დასაჯეს „ნიკე-ლუსო“ და ორივე გუნდის ფეხბურთელები?

ლანჩხუთის ქალთა გუნდის პრეტენზიები, „ნიკე-ლუსოსთან“ მატჩის მიწურულს მომხდარს მკაცრი რეაგირება მოჰყოლოდა, სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტმა არ გაითვალისწინა. კერძოდ, „ლანჩხუთის“ ფეხბურთელებზე თავდასხმის საქმეზე სანქცია არაა მიღებულა. დაისაჯა მხოლოდ კონფლიქტში მონაწილე 5 ფეხბურთელი, აქედან ორი გურული კლუბის წევრია, ორივე ლეგიონერი _ სილმარის სმიტ-პაუელი 4 თამაშს გამოტოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს. ხოლო მარია მურილო მხოლოდ […]