„მოგმართავთ ყველას, ვინც ამ ფაქტზე დუმს: როგორ შეიძლება, ყველა და ყველაფერი ფულით იყიდო?!“ _ „ლანჩხუთის“ კაპიტნის მიმართვა მათ, „ვინც თურქ მილიარდერს ამართლებს“

„ლანჩხუთისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ნინი ჩხარტიშვილი სოციალურ ქსელში დღევანდელ პროტესტს ეხმაურება, როცა მისმა გუნდმა „ნიკე-ლუსოსთან“ თამაშის გაგრძელებაზე უარი თქვა: „15 წელია ფეხბურთში ვარ, საზღვარგარეთაც მითამაშია, ეროვნულ ნაკრებში დღემდე ვარ, არაერთი მეგობარი მყავს სხვადასხვა კლუბში, როგორც ქართველიი ასევე უცხოელი, მსგავსი რამ არც მინახავს და არც გამიგია. რაც დღეს ხდება, ეს არის სრული მარაზმი! […]
„ლანჩხუთის“ ფეხბურთელებმა „ნიკე-ლუსოს“ მოთამაშეებს ხელი არ ჩამოართვეს და თამაში ჩაშალეს: „მოძალადის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა!“

„ნიკე-ლუსო“ ის კლუბია, რომლის ქომაგებმაც ჩვენს ფეხბურთელებზე იძალადეს, გუნდის გასახდელში ვიდეოკამერებით მოთამაშეებს იღებდნენ და მისი პრეზიდენტი 2026 წლის ინვარში თავისი ფეხბურთელის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს“ დღეს, გვიმბალაურში, ქალთა ლიგის ცენტრალური მატჩის დაწყებისთანავე, „ლანჩხუთის“ ფეხბურთელებმა მოედანზე დიდი ბანერი გამოფინეს _ „ძალადობის მხარდამჭერი ძალადობის მონაწილეა!“ სავარაუდოდ, მათი ადრესატი მათ შორის „ნიკე-ლუსოს“ მოთამაშეები არიან [რომლებმაც სოლიდარობა არ გამოუცხადეს თანაგუნდელს […]
„როცა „ჟიგული“ გაუფუჭდებოდა, ტაქსით მიდიოდა თამაშებზე და ხილით სავსე ყუთები მიჰქონდა ფეხბურთელებისთვის“ _ „გურიას“ და „ლანჩხუთს“ გამორჩეული „ფირალი“ აღარ ჰყავს

ლანჩხუთის ფეხბურთის გამორჩეული გულშემატკივარი იური გოგუაძე გარდაიცვალა. იგი, ათწლეულების მანძილზე, ერთგულად ქომაგობდა „გურიას“, ბოლო ათწეულში კი უკვე ქალთა კლუბ „ლანჩხუთსაც“. „გურიას“ ფან-კლუბი „ფირალები“ ვრცელი წერილით ემშვიდობება გამორჩეულ წევრს და აღინიშნავს, რომ იგი „ცოცხალი ხიდი იყო ძველ და ახალ თაობას შორის. მისი მონაყოლი ბევრ ახალგაზრდას დაეხმარა, უკეთ გაეგო, რა ისტორიის მქონე კლუბის ფანკლუბს წარმოადგენდა“. მეტად ემოციური […]
სულაშვილის 8 23-დან… „ლანჩხუთმა“ ფინალური ეტაპის მეორე წრე მოგებით დაიწყო _ „ბათუმი“ მეოთხედ და გოლგაუშვებლად დაამარცხა

4:0, 6:0, 6:0, 7:0… 4 თამაში, 4 მოგება და ყველა დიდი ანგარიშით, თანაც გოლგაუშვებლად _ ასეთია „ლანჩხუთის“ წლევანდელი უპირატესობა „ბათუმთან“. 23 გატანილი გოლიდან მესამედზე მეტი (8) ეთერ სულაშვილზე მოდის, რომელმაც დღეს 4 გაიტანა. თანაც გურულთა ლიდერმა აჭარულ კლუბს 3 თამაშში გაუტანა. ლანჩხუთელებმა ფინალური ეტაპის მეორე წრე მოგებით დაიწყეს, ლიდერთან ჩამორჩენა ისევ 3 ქულაა. მომდევნო ტურში, […]
ლანჩხუთში „დინამოს“ ელვამ დაარტყა: კაპანაძის დუბლით „გურია“ პირველ ადგილზე გადავიდა და დაიქუხა: ჩვენი დაწინაურება დროის ამბავია!

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, „გურია“ სატურნირო ცხრილის სათავეში დაბრუნდა. ამაში წვლილი ლევან ინგოროყვასა და ავთო ებრალიძის „გონიოს“ მიუძღვის _ აჭარულმა კლუბმა „თბილისი 2025“-ს სეზონში პირველი მარცხი აგემა. ლანჩხუთლებმა კი, ამ სეზონში უკვე მესამედ მოუგეს ქართული ფეხბურთის ფლაგმანს (რას ისტორიაში პირველი შემთხვევაა) _ „დინამო-2“ შინაც დაამარცხეს, ხოლო საჩემპიონატო შეხვედრებს შორის, „დინამოს“ მთავარი გუნდი სათასო მარათონიდან გამოთიშეს. დღევანდელი […]
იოანე, რას აკეთებ? სადებიუტო გოლები და ქოქოსაძის ბენეფისი… რატომ შეცვალა გოჩა ტყებუჩავამ 8 ფეხბურთელი, ანუ როცა მეორე ადგილი პირველს ჯობია!

„გურია“ რამდენიმე საათით იყო პირველ ადგილზე, ვიდრე თბილისელი კონკურენტების შეხვედრა დაიწყებოდა, რომელიც ფრედ, 1:1 დასრულდა, რაც ლანჩხუთური კლუბისთვის საუკეთესო შედეგი იყო: ლიდერთან სხვაობა მინიმალურია, ხოლო უახლოეს მდევრებს უკვე 10 ქულით დაშორდა. თანაც გოჩა ტყებუჩავას გუნდს ამ სეზონის აღმოჩენა „თბილისი 2025“-ს მალე შინ ეთამაშება. მისთვის გადასწრებას ოდენ პრესტიჟის მნიშვნელობა აქვს, უფრო მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდა სხვაობა „იბერია-1999“-თან […]
ლანჩხუთში კაპანაძემ გაიელვა _ „გურიამ“ მისი დუბლით მოიგო და მერაბ ჟორდანიას დაბადების დღე მიულოცა

„გურიამ“ ერთ-ერთ მთავარ კონკურენტს, ბათუმის „გონიოს“ ისევ 2:0 მოუგო და მდევარი აჭარიდან 10 ქულით ჩამოიტოვა. მატჩის ბედი, ფაქტობრივად, პირველივე ტაიმში გადაწყდა, როცა თორნიკე კაპანაძემ დუბლი 26 წუთში შეასრულა: „ელვამ“ ჯერ დათა სიჭინავას მოწოდებულ კუთხურს თავით ახლო ძელთან კარში მიუჩინა ადგილი, ხოლო ტაიმის მიწურულს ნიკა ნოზაძისა და ლუკა ჩაგანავას კომბინაციის შემდეგ საჯარიმოს მისადგომებიდან არცთუ ძლიერად დაატყა, […]
რაც გვიმბალაურში მოხდა… „ლანჩხუთი“ ჩემპიონთან ბოლო წამებზე გაშვებული გოლით დამარცხდა

ლანჩხუთის ქალთა გუნდმა ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა გამართა მოქმედ ჩემპიონთან და ერთადერთ კონკურენტ „ნიკე-ლუსოსთან“. მატჩის დაასწყისშივე გახსნეს ანგარიში თბილისელებმა, მაგრამ სტუმართა სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ნაადრევ გოლს ისინი არ დაუთრგუნავს. გიორგი ჩხაიძის შეგირდებმა თანდათან მოუმატეს და საპასუხო გოლი ლოგიკური იყო. მართალია, მასპინძელთა მცველმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, მაგრამ გოლი ციცებმა ნამდვილად დაიმსახურეს. 1:1 _ ამ […]
37 გოლი!!! გაგიგიათ პენტა, ჰექსა, პემტა თრიკები? ნათია დანელიას გურულებმა „გვარი მისცეს“: გოლიაძე! გვიმბალაურში, ბომბარდირს თამაშში 3 გააქვს…

ლანჩხუთი ტრადიციული საფეხბურთო ქალაქია, მაგრამ ბევრი, ალბათ, პირველად გაიგებს სათაურში მოყვანილი უცხო სიტყვების მნიშვნელობას. არა, გურულ ქომაგს ჰეთ თრიკის მეტი რა უნახავს, პოკერიც არცთუ იშვიათად, მაგრამ პენტა თრიკი? ჰექსა თრიკი? პემტა თრიკი? პირველი 5 გოლს ნიშნავს, მეორე _ „ნახევარ დუჟინს“, ანუ 6-ს, ხოლო მესამე ერთ თამაში მობურთალის მიერ გატანილ 7 გოლს. ეს ყველაფერი და უფრო […]
გურულების სტუმრობა 5 გოლია: შემოვიდნენ, ნახეს, გაიტანეს… მანამდე იყო მცველების გოლი და დათას დუბლი – ერთი, რა თქმა უნდა, ჯარიმიდან!

„გურიამ“ ქობულეთში, ქედის „ბეთლემს“ 5:0 მოუგო და პირველ წრეში, ფოთში დაკარგული ქულებისთვის (0:0) შური იძია. პირველი ტაიმი ლანჩხუთელებმა მხოლოდ მინიმალურად მოიგეს, გოლი მცველების გამოვიდა _ კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს ლევან კაკუბავამ გაჰკრა ფეხი, ზონა კი დავით მაისაშვილმა „ჩაკეტა“, 1:0 უკვე მე-14 წუთზე იყო. მეორე ტაიმში უფრო ადრე გაიტანეს გოჩა ტყებუჩავას შეგირდებმა _ ნოდარ იაშვილის პასი საგოლე […]