„ერთი დარაჯი ვერ გაიმეტეს და ახლა დამტვრეული კარებით და საშინელი ანტისანიტარიით “ხიბლავს“ ტურისტებს“ _ რა ხდება ორაგვეში პროექტზე, რომელზეც ოპოზიციონერის მტკიცებით, 2 მილიონამდე დაიხარჯა

ლანჩხუთის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი ირმა მგელაძე ამბობს, რომ ლანჩხუთში ევროკავშირის საჩუქარს არ უვლიან. „ყოფილხართ ბოლო პერიოდში ორაგვეში? დამტკბარხართ ენით აუღწერელი სილამაზით? ვინც არ ყოფილხართ, გირჩევთ აბრძანდეთ, ამ საშინელი სიცხეების დროს მით უმეტეს, ჰაერია სასწაული და ახლა ასასვლელადაც საკმაოდ მარტივია, რადგანაც ევროკავშირის დაფინანსებით, კარგი ასფალტის საფარია დაგებული ბოლომდე“ _ ამბობს ოპოზიციონერი და ირონიულად დასძენს: „ალბათ იმიტომ […]

მაგას შენ არავინ გაგაგებინებდაო… რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ლანჩხუთელი ოპოზიციონერები და რა შემთხვევაში დატოვებს „ლელოს“ გოჩა ჯანაშია

ლანჩხუთის საკრებულოს წევრი, „ლელოს“ ადგილობრივი ლიდერი გოჩა ჯანაშია სოციალურ ქსელში წერს: „ნაცებო, ნაზად რომ გვაკრიტიკოთ, რამდენია კიდევ გადასახდელი?“ მას საკრებულოდან ოპოზიციონერი კოლეგები, „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერები გამოეხმაურნენ. „ჯანო, შენ არავინ ჩაგაყენებდა საქმის კურსში“ _ დაწერა კახა ასკურავამ, რაზეც ჯანაშიამ უპასუხა: „ბავშვებს ვფიცავარ, ეს რომ სიმართლე იყოს, იმწუთასვე დავტოვებ პარტიას, მაგრამ კარგად ვიცი, რომ ეს […]

ვინ იყო ლეგენდარული მიშა წილოსანის შეგირდი – ვენერა დუნდუა, ვისაც ცნობილი ძმის მსგავსად, ლანჩხუთის სპორტის პოპულარიზაციაში დიდი წვლილი მიუძღვის

დღეს ლანჩხუთმა უკანასკნელ გზაზე გააცილა ულამაზესი ქალბატონი _  ვენერა (ხატია) დუნდუა. დღევანდელმა თაობამ უნდა იცოდეს, რომ „გურიას“ ლეგენდარული დირექტორის, გულსუნდა (იმედო) დუნდუას და წარსულში წარმატებული  ტანმოვარჯიშე გახლდათ. მან სხვებთან ერთად დიდი წვლილი შეიტანა ჩვენს ქალაქში ამ სპორტის სახეობის პოპულარიზაციაში, ჯერ როგორც სპორტსმენმა და შემდეგ _ როგორც მწვრთნელმა. „გურია თუდეი“ მწუხარებას გამოთქვამს ქალბატონი ვენერას გარდაცვალების გამო […]

გურულები ხომ განთქმულები არიან თმენის, იუმორის  და გამძლეობის უნარით… ლალი მოროშკინას სუფსაში „ელპიტე ბებიისეული“ სახლის აღდგენის იმედი აქვს

ლანჩხუთში მცხოვრებნი თებერვლის სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზიანა, მათ შორისაა ცნობილი ჟურნალისტი ლალი მოროშკინა _ მან წლების წინ სოფელ სუფსაში საკარმიდამო შეიძინა და წელიწადის გარკვეულ დროს ზღვისპირეთში ატარებს. აქტიურად გამოჩნდა გრიგოლეთში თევზის ფესტივალის პიარში, რომელიც უკვე ორჯერ ჩატარდა. სტიქიამ ჟურნალისტს სახლის სახურავი დაუზიანა. დაგვიანებული დახმარების გამო მან სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნა და პრობლემის შესახებ დაწერა. მიუხედავად იმისა, […]

1966 წლის ისტორიული ფოტო და დახვედრა ლანჩხუთში… „გურია“ რომ სსრკ-ის უმაღლეს ლიგაში ითამაშებდა, ბორის პაიჭაძემ 20 წლით ადრე იწინასწარმეტყველა

ქართველი საფეხბურთო კოლექციონერი დავით ჭინჭარაული სოციალურ ქსელში აქვეყნებს გაზეთ „ლელოში“ 1966 წელს გამოქვეყნებულ „გურიას“ ფოტოს. იმ წელს ლანჩხუთელებმა დუბლი პირველად შეასრულეს _ საქართველოს ჩემპიონობას თასი დაუმატეს. სეზონის ბოლოს ლანჩხუთის თეატრში, გამარჯვებულ გუნდთან საზეიმო ღონისძიება მოეწყო. სპეციალურად ამ დღისათვის თბილისიდან არაერთი ცნობილი პიროვნება ჩამობრძანდა. მათ შორის იყო ქართული ფეხბურთის ლეგენდა, ფეხბურთის „კარუზოდ“ წოდებული ბორის პაიჭაძე. მას […]

ცასთან ახლოს _ მახუნცეთის ჩანჩქერი, სხალთის მონასტერი, ხიხანის ციხე, მწვანე ტბა… „გურია თუდეის“ ყოფილი რედაქტორის ტრადიციული რეპორტაჟი საქართველოს კუთხეებიდან, ამჯერად ზემო აჭარიდან

„გურია თუდეი“ გთავაზობთ გაზეთის ყოფილი მთავარი რედაქტორისა და ამჟამად ლანჩხუთის საკრებულოს პრეს-შეფის, ლაშა სარჯველაძის ტრადიციულ რეპორტაჟებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ამჯერად  ზემო აჭარიდან: გასული წლის 20-22 ივნისს „ნაკო-პროდაქშენის“ მორიგი გასვლითი ვოიაჟისას დაიგეგმა, რომ შემდეგი ზემო აჭარა იქნებოდა. გავიდა ზუსტად წელი და ისევ ერთად და იგივე მიკროავტობუსით დავიძარით. ცალკე აღსანიშნავია გოგიტა ხუხუნაიშვილი – ჩვენი მძღოლი, რომელიც მუდამ […]

როგორ იხსნა ბეგი სიხარულიძემ 1971 წელს „გურია“ და ვისმა გოლმა მოგვიტანა საქართველოს თასი? რა ფოტოს ავრცელებს საფეხბურთო კოლექციონერი…

ლანჩხუთის „გურიამ“ პირველად 1966 წელს მოახერხა, საქართველოს ჩემპიონობასთან ერთად თასსაც დაუფლებოდა. შალვა კაკაბაძის გუნდმა ეს შედეგი 5 წლის შემდეგაც გაიმეორა. 1971 წელს, ჩემპიონატის 50 კალენდარული შეხვედრიდან ლანჩხუთელებმა 35 მოიგეს, 7 ფრედ დაასრულეს და 8 შეხვედრა წააგეს. გაიტანეს ას გოლზე მეტი (107) და 77 ქულით დამაჯერებლად მოიპოვეს რესპუბლიკის ჩემპიონის ტიტული. თუმცა იგივე ვერ ვიტყვით თასის გათამაშებაზე, […]

„მე მაშინ გამიმართლა, რადგან „გურიაში“ წავედი სათამაშოდ…“ _ ქართული ფეხბურთის ლანჩხუთელი ლეგენდა, სპორტის რაინდი გიორგი თავაძე იუბილარია!

დღეს, ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი წარმატების ერთ-ერთი შემოქმედი გია (გიორგი) თავაძე 70 წლის გახდა. იგი ლანჩხუთში დაიბადა და ფეხბურთის თამაში 12 წლისამ დაიწყო ადგილობრივ ბავშვთა და მოზარდთა სპორტულ სკოლაში, დანტეს ჯეჯელავას ხელმძღვანელობით. შემდეგ გლდანის სპორტული პროფილის ინტერნატში, თენგიზ ხვადაგიანთან განაგრძო ვარჯიში. 1972 წელს ახალგაზრდა, პერსპექტიული ფეხბურთელი შალვა კაკაბაძემ ლანჩხუთის „გურიაში“ მიიწვია. მისი დებიუტი ოჩამჩირეში, გორის […]

„აქამდე გაჩუმებული ვიყავი, მაგრამ დადგა დრო, ყველაფერი ვილაპარაკო… ეს ვიდეო ჩემი შვილის საფლავზე გადავიღე…“ _ შვილმკვდარი დედა „გურია თუდეის“ დახმარებას თხოვს

ლანჩხუთი ამ ტრაგედიას ვერასდროს დაივიწყებს _ 15 წლის ნიკო გვარჯალაძის გარდაცვალება ყველა ლანჩხუთელის ტკივილია. მზებიჭის დედა „გურია თუდეის“ დახმარებას თხოვს. ფიქრობს, რომ სამართლის ძიება უჭირს, მაგრამ უკან დახევას არ აპირებს. „წავიკითხე თქვენი სტატიები ჩემს შვილზე და მადლობა მინდა გითხრათ, გვერდით დგომისთვის, ჩვენი ტკივილის გაზიარებისთვის. სამწუხაროდ, ძალიან გაგრძელდა სიმართლის და სამართალის პოვნა, აქამდე ადვოკატი მაჩერებდა, საქმეს […]

ბაბუა, შვილი და შვილიშვილი „გურიას“ სამსახურში – პატარაიების 100-წლიანი საფეხბურთო ცხოვრება… იცით, ვინ იყო „დუნიის გადამრევი“ გუნდის უფროსი?

ალბათ, მსოფლიო მასშტაბითაც იშვიათია ისეთი შემთხვევა, როცა ერთი ოჯახის სამი წარმომადგენელი საუკუნის მანძილზე ემსახურება მშობლიურ კლუბს. ყოველ შემთხვევაში, საქართველოში ასეთი შემთხვევა არ გვახსენდება და ლანჩხუთელი პატარაიების ოჯახი ამ მხრივ ნამდვილად გამორჩეულია… ჯერ კიდევ 100 წლის წინ, ლანჩხუთში ფეხბურთის პიონერებს შორის იყვნენ ძმები _ ტიტე და კარლო პატარაიები. ტიტე, იგივე კიტუშა მწვანე მინდორზე 1950 წლამდე გამოდიოდა. ტყავის […]