„მოვხიკავ თხილს, 3-ჯერ [უნდა] მაჭამოთ, შესვენებაზე ჩრდილში დავიძინო… 100 ლარი… შემემხიანეთ“

პოპულარული ფეისბუქ-ჯგუფის „This is ლანჩხუთი“ გვერდზე ფეისბუქ-მომხმარებელი ანი ორაგველიძე სახუმარო განცხადებას აქვეყნებს, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. „გამარჯობა, მოვხიკავ თხილს. აუცილებელი პირობებია _ სამჯერ მაჭამოთ, მისი დესერტით და ცივი ყავით. შესვენებაზე ჩრდილში უნდა დავიძინო და არ შემაწუხოთ. ხო, კიდე რასაც ვერ შევჭამ, სახლში მიმაქ. 100 ლარი. შემემხიანეთ, საღლიცინოთ არ მცალია“ _ წერს ანი და მართალია, სტატუსი […]
მას დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშა – 17 წლის იყო, შალვა კაკაბაძემ „გურიაში“ რომ მიიწვია… ლანჩხუთის სპორტის ამაგდარი ვაჟა ცინცაძე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლანჩხუთის სპორტს დიდი გულშემატკივარი _ ვაჟა ცინცაძე აღარ ჰყავს. კაცი, რომელმაც მთელი ცხოვრება მომავალი თაობების აღზრდას მიუძღვნა, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშა. ვარჯიში ადგილობრივ საფეხბურთი ჯგუფში დაიწყო შემდგომში ლეგენდად ქცეულ სოსო (ბუტა) ჟორდანიასთან. მწვრთნელმა პერსპექტიული ჭაბუკი მალე „თაიგულში“ მიიწვია, სადაც სხვა ნიჭიერ მობურთალებსაც მოუყარა თავი. ეს ის „თაიგულია“, რომელმაც სენსაცია მოახდინა […]
„მწარე რეალობის წინაშე დაგვაყენე, მაგრამ მაინც არ მინდა დავიჯერო…“ – ცნობილი ლანჩხუთელი ბიზნესმენის, თემურ ჩხაიძის შვილი ტრაგიკულად დაიღუპა

ცნობილი ლანჩხუთელი ბიზნესმენის, თემურ ჩხაიძის შვილი – მამუკა ჩხაიძე ტრაგიკულად დაიღუპა. ახლობლების განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ იგი ურეკში, ზღვაში დაიხრჩო, არ დასტურდება. გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. “მწარე რეალობის წინაშე დაგვაყენე, მაგრამ მაინც არ მინდა დავიჯერო, რომ ჩვენს შორის აღარც შენ აღარ ხარ, ჩვენო ერთგულო, კეთილო, უალალესო” – წერს სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი მანანა ჩხაიძე. […]
„მისი ხანმოკლე სიცოცხლე და მოღვაწეობა მაგალითი უნდა იყოს ჩვენი ახალგაზრდობისთვის“ _ 23 წლის თორნიკე წილოსანს პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ემშვიდობებიან

ლანჩხუთელი პედაგოგი თალიკო კილაძე სოციალურ ქსელში წერს თორნიკე წილოსანის შესახებ, რომელიც 23 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა დიდი სიყვარულის დატოვება მოასწრო: „არ დაგეზაროთ, ყველამ წაიკითხეთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის აკადემიკოსის, დავით გურგენიძის მწუხარების გამომხატველი სიტყვები, რომელიც მიძღვნილია მაგისტრანტის თორნიკე წილოსანისადმი. ამ სამძიმრიმს წერილს უერთდება უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. მე რაღა უნდა დავამატო, მხოლოდ ვიტყვი იმას, რასაც […]
რუსი „ინვესტორის“, მარია არხიპოვას აზრით, „აი, ფაქტის“ გამოძიება, სოფელ შუხუთში კოსმოდრომის აშენების შესახებ, ილონ მასკის დაკვეთაა

შუხუთში კოსმოდრომის შესაძლო აშენების შესახებ ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებას [ შუხუთში კოსმოდრომს აშენებენ? რუსი „დევნილების“ ოცნება თუ დიდი აფერა… „სა ნახე აი ხალხი, შე ოჯახაშენებულო?“ _ როგორ „გადააგდეს“ გურული ბიზნესმენები https://shorturl.at/itHdJ] რუსი „ინვესტორი“ მარია არხიპოვა სოციალური ქსელით გამოეხმაურა: „ჩვენ, კოსმოდრომის გახსნის შესახებ გადაწყვეტილების შემდეგ ვუშვებდით რისკს, რომ იქნებოდა პროვოკაცია. ჩვენ ვიცით, რომ მასალები ჩვენს წინააღმდეგ დაფინანსებულია […]
„ცრემლების წვიმა წამოვიდა ჩვენ პატარა ლანჩხუთში, ყველა დაგვამუნჯა…“ _ 23 წლის ბიჭი კლინიკაში მაღალი სიცხეების გამო მიიყვანეს, სიმსივნე აღმოაჩნდა და გარდაიცვალა

ლანჩხუთი კიდევ ერთი ახალგაზრდის დაღუპვამ აატირა… სანიმუშო ოჯახის უკარგესი შვილი, 23 წლის თორნიკე წილოსანი ვერაგმა დაავადებამ იმსხვერპლა. ატირდა კიდევ ერთი დედა _ მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეების მუსიკის უსაყვარლესი მასწავლებელი _ ნანა გოგოძე. მამას _ ირაკლი წილოსანს, სხვათა შველა-გადარჩენაზე რომ ზრუნავს, სამწუხაროდ, შანსი არ მიეცა, წარმატებულ და ნიჭიერ შვილს შეშველებოდა. „დღეს ცრემლების წვიმა წამოვიდა ჩვენ პატარა […]
ლანჩხუთის თეატრალურ სამყაროში პირველი მსახიობი კაცი, რომელმაც ქალის როლი განასახიერა… იუბილარი თამაზ ლომაძე, ვისთვისაც „ხელოვნება, სცენა სულის მშვენებაა“

XX საუკუნის 80-იანი წლების ლანჩხუთის სახალხო თეატრის ნიჭიერ მსახიობსა და შესანიშნავ ადამიანს, თამაზ ლომაძეს 80 წელი შეუსრულდა. ვალოდია წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს მუზეუმს არასდროს ავიწყდება ნიჭიერი მსახიობები და ზოგადად, ადამიანები, რომლებსაც ჩვენს მუნიციპალიტეტში ხელოვნების სფეროში თავისი წვლილი შეიტანეს. ლანჩხუთის თეატრისა და კინოს მუზეუმის მენეჯერი მაია ჩხაიძე გვიყვება: „ლანჩხუთელი მსახიობის შესახებ მუზეუმის ფონდში დაცულ და აგრეთვე, […]
შუხუთში კოსმოდრომს აშენებენ? რუსი „დევნილების“ ოცნება თუ დიდი აფერა… „სა ნახე აი ხალხი, შე ოჯახაშენებულო?“ _ როგორ „გადააგდეს“ გურული ბიზნესმენები

„ლანჩხუთში ერთი სოფელია – შუხუთი. სოფლის დასაწყისშივე გადასახვევია და ოღრო-ჩოღრო გზა იწყება. ამ გზას თუ ბოლომდე გაყვებით, ერთ ნაკვეთთან მიგიყვანთ. მიწა შემოღობილია, დაცვის ჯიხურიც დგას. დაცვის თანამშრომლები რუსები არიან და მომავალი კოსმოდრომის ტერიტორიას იცავენ“ – წერს „აი, ფაქტი“, რომელმაც ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა. გამოცემის ცნობით, ამ მიწაზე კოსმოდრომ „კოლხიდას“ გამშვები პუნქტის მშენებლობაა დაგეგმილი. იდეის ავტორები რუსი […]
„წყალს მიაქ ხეი და მიწა და ღრმაღელეს რით ვერ ეღირსა წყლის პრობლემის მოგვარება…“ _ ვინ გამოაფხიზლებს „დაძინებულ კომპანიას“ და როდის გაიხსნება სოფელში საბავშვო ბაღი?

„გურია თუდეი“ მონიშნეს სოციალურ ქსელში ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სხვა მედია საშუალებებთან ერთად სოფელ ღრმაღელის მაცხოვრებლებმა. „სოფელი ღრმაღელე. უწყლობით შეწუხებული სოფლის მოსახლეობა!!! 2 წელია ველოდებით, როდის დაადგება საშველ-სახიდებელი ჩვენს სოფელში წყლის მომარაგების აღდგენას! რა დაუსრულებელია ეს უზარო მიზეზები…. სოფელი ითხოვს მეტ ყურადღებას… 2 წელია ბაღი ააშენეს, გამოშრა კი არა, ლამის დაძველდეს შენობა და არ აღირსეთ ბავშვებს […]
რაჭა, ჩემი სიყვარული… 14 ერთი ჭკუის გურული და სამეზობლო ლაშატურა ულამაზეს მხარეში [„გურია თუდეის“ რეპორტაჟი]

ჯერ კიდევ გაგანია კოვიდის ხანა იყო, როცა ,,ბრინჯაოს ხანის” ფოტოებს ვეძებდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩვენს მაშინდელ ,,ჟამთააღმწერელს“ სადღაც გაბნევია. მაშინ იყო მსჯელობა, თუ ახალი არ დაიგეგმა, ისე არაფერი გამოვიდოდა… დაიწყო ფიქრი, იდეები, რჩევები და მოვედით იმ დღემდე, სადაც ყველამ ვთქვით – ეეე, გამოგვივიდა. დილის 5 საათი იყო, როცა მზის სხივებმა მორჩილაძის ქუჩაზე კარგა გვარიანად გვაუწყა, […]