რუსი „ინვესტორის“, მარია არხიპოვას აზრით, „აი, ფაქტის“ გამოძიება, სოფელ შუხუთში კოსმოდრომის აშენების შესახებ, ილონ მასკის დაკვეთაა

|

Loading

შუხუთში კოსმოდრომის შესაძლო აშენების შესახებ ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებას [ შუხუთში კოსმოდრომს აშენებენ? რუსი „დევნილების“ ოცნება თუ დიდი აფერა… „სა ნახე აი ხალხი, შე ოჯახაშენებულო?“ _ როგორ „გადააგდეს“ გურული ბიზნესმენები https://shorturl.at/itHdJ] რუსი „ინვესტორი“ მარია არხიპოვა სოციალური ქსელით გამოეხმაურა:

„ჩვენ, კოსმოდრომის გახსნის შესახებ გადაწყვეტილების შემდეგ ვუშვებდით რისკს, რომ იქნებოდა პროვოკაცია. ჩვენ ვიცით, რომ მასალები ჩვენს წინააღმდეგ დაფინანსებულია კოსმოსურ სფეროში კონკურენტის მიერ. არაოფიციალური ინფორმაცია ჯერ კიდევ ორი თვის წინ გვქონდა, რომ ილონ მასკი ჩვენზე შეტევას ამზადებდა საქართველოში. ჩვენ მხოლოდ ველოდით. ჩვენს გეგმებზე ეს არანაირად არ იმოქმედებს“ _ წერს არხიპოვა, რომელიც შუხუთში კოსმოდრომის აშენებას გეგმავს.

რუსი „ინვესტორის“ განცხადების ფეისბუქ-სქრინს აქვეყნებს „აი, ფაქტი“, რომელმაც გურიაში კოსმოდრომის შესაძლო აშენებაზე ჟურნალისტური მასალა გამოაქვეყნა.