„წყალს მიაქ ხეი და მიწა და ღრმაღელეს რით ვერ ეღირსა წყლის პრობლემის მოგვარება…“ _  ვინ გამოაფხიზლებს „დაძინებულ კომპანიას“ და როდის გაიხსნება სოფელში საბავშვო ბაღი?

|

Loading

ახალი საბავშვო ბაღი სოფელ ღრმაღელეში

„გურია თუდეი“ მონიშნეს სოციალურ ქსელში ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სხვა მედია საშუალებებთან ერთად სოფელ ღრმაღელის მაცხოვრებლებმა.

„სოფელი ღრმაღელე. უწყლობით შეწუხებული სოფლის მოსახლეობა!!! 2 წელია ველოდებით, როდის დაადგება საშველ-სახიდებელი ჩვენს სოფელში წყლის მომარაგების აღდგენას! რა დაუსრულებელია ეს უზარო მიზეზები…. სოფელი ითხოვს მეტ ყურადღებას…

2 წელია ბაღი ააშენეს, გამოშრა კი არა, ლამის დაძველდეს შენობა და არ აღირსეთ ბავშვებს შესვლა!!!!

ასე უყურადღებობა სოფლის მოსახლეობაზე ძალიან სირცხვილია!!

ამაზე რას იტყვით (ავრცელებენ ვიდეოს, სადაც ონკანიდან წყალი წვეთავს), რომ  სოფელში წყლის პრობლემა აღმოფხვრილია???

გამოაფხიზლეთ დაძინებული კომპანია, რომელსაც ჩაბარებული აქვს სოფელში წყლის მომარაგების პრობლემა!!

მკტარი სასაფლაოზე ვიცი მე“ _ წერს ერთ-ერთი მოქალაქე და დახმარებას ითხოვს.

„წყალს მიაქ ხეი და მიწა და ღრმაღელეს რით ვერ ეღირსა წყლის პრობლემის მოგვარება…“ _ ამბობენ ღრმაღელელები.

უნდა აღინიშნოს, რომ სოფელ ღრმაღელეში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა რამდენიმე თვის წინ (2024 წლის სექტემბრის ბოლოს) დასრულდა. ოფიციალური ცნობებით, ახალ  საბავშვო ბაღში მოეწყო სათამაშო და საძინებელი ოთახები, საპირფარეშოები და ეზო. პროექტით გათვალისწინებული იყო შიდა და გარე სივრცეების, რეკრეაციული ზონების, კომუნიკაციების და სველი წერტილების კეთილმოწყობა. პროექტის ღირებულება 1,2 მილიონი ლარი გახლდათ. როგორც ცნობილია, ბაღში აღსაზრდელების მიღება მიმდინარე წელს დაიწყება.

„გურია თუდეი“ წყლის პრობლემის თაობაზე ოფიციალურ ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.