„შენი სახლი იყო ჩემი მისასვლელი, როგორც მამა, ისე მეგულებოდი, ბიძი…“ [შუქრი (ბეგლარ) ჩახვაძის გამოსათხოვარი]

მძიმე დღის განთიადი გაიცრიცა, ჩვენს საყვარელ ადამიანებს: ბიცოლას, შენს ძმებს,შენს დას და რძალს, ცოლისძმებს და ბევრ ჩვენიანს ჩაეხუტები, ბიძი. 6 თვის დამხვდი, ჯარიდან რომ ჩამოვედი, ჩემს თბილ ,,შინელში“ გახვევდიო და მას შემდეგ,სულ ჩემს გახარებას ცდილობდი… ბიცოლაც არანაკლებ მანებივრებდა, ყველგან დავყავდი, ხელაძეების უპატიოსნეს და დიდ ოჯახში ყველა ლხინსა და წვეულებაში თქვენი მხლებელი ვიყავი. ცხოვრებისეულ სირთულეებში და სიხარულებშიც […]
[ნეკროლოგი] გარდაიცვალა ხვიჩა გვასალია

მეუღლე მაკა ებრალიძე; შვილი ავთო; დედმამიშვილები: ხათუნა, ლალი; სიძეები: მამუკა ჟორდანია, პაატა ლომაძე; ცოლისძმა შოთიკო ებრალიძე; დისშვილები: ლუკა ჟორდანია,ლევან ლომაძე; ბიძაშვილები, დეიდაშვილები და ახლო ნათესავები ღრმა მწუხარებით იუწყებიან ხვიჩა გვასალიას გარდაცვალებას. დაკრძალვა: სამშაბათს, 5 აგვისტოს, 15 სთ.-ზე, მაჩხვარეთის სასაფლაოზე.მის.: ქ, ლანჩხუთი, ჭანტურიას ქ. #28. „გურია თუდეი“ თანაუგრძნობს ოჯახსა და ახლობლებს.
[ნეკროლოგი] გარდაიცვალა ლერი ტიტეს ძე ზენაიშვილი

მეუღლე დალი პატარაია; შვილები: ნათია, ხათუნა, ნუცა ზენაიშვილები; დები: ნანი, ნინო ზენაიშვილები; შვილიშვილები: ლიზი, ავთანდილ ჯანაშიები, გულო, დალი, ნინო, მარი, ოთიკო ფირცხალაიშვილები, ანი ზაქარეიშვილი; შვილთაშვილები; სიძეები: ვეფხია ფირცხალაიშვილი, გიორგი ჯანაშია, გიორგი ჩიბურდანიძე, მიხეილ ეგუტიძე; მძახალი გულიკო ფირცხალაიშვილი; ცოლისდები: ნელი, დოდო პატარაიები; დისშვილები: დათო, ეკა დვალები, რევაზ, რამაზ სამსონიები; ბიძაშვილები, მამიდაშვილები და ახლო ნათესავები ოჯახებით მწუხარებით […]
0:4-დან შემოუტრიალა… ლანჩხუთელი გიორგი შოთაძე საერთაშორისო ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორია!

ლანჩხუთელმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ახალგაზრდებსა და ჭაბუკებს შორის, 24 წლის გიორგი შოთაძემ პოლონეთში მიმდინარე ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე ოთხი მეტოქე დაამარცხა. მან შვეიცარიელ, ყაზახ და შვედ ფალავნებს აჯობა, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში 0:4 აგებდა, მაგრამ გამარჯვების საოცარი სწრაფვა გამოავლინა, პოლონელი მეტოქე 9:4 დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი მოუტანა. როგორც ლანჩხუთის სპორტული ცენტრის […]
„ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ ეტაპზე ჩრდილოირლანდიურ „კლიფტონვილს“ შეხვდება

„ლანჩხუთის” მეტოქე ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრაში ჩრდილოირლანდიური ,,კლიფტონვილი” იქნება, რომელმაც კოსოვოს ,,მიტროვიცა” 3-1 დაამარცხა. ფინალური მატჩი 2 აგვისტოს კოსოვოს მთავარ ქალაქ პრიშტინაში გაიმართება და საქართველოს დროით 21:00 საათზე დაიწყება. ამავე დღეს ყველა ჯგუფში ფინალური მატჩები გაიმართება. ჯგუფების გამარჯვებულები ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში გადავლენ. „ლანჩხუთისა“ და „კლიფტონვილს“ შორის გამარჯვებული 27 აგვისტოს პოლტავას […]
„დიდი მადლობა, კალა და დროებით, რადგან ადრე თუ გვიან ოჯახში ყოველთვის ბრუნდებიან“ _ „ლანჩხუთის“ ერთ-ერთი ლიდერი კარიერას საბერძნეთის „პანათინაიკოსში“ გააგრძელებს

“ლანჩხუთისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი მარიამ კალანდაძე კარიერას საბერძნეთში გააგრძელებს და „პანათინაიკოსის“ ღირსებას დაიცავს. მარიამი ლანჩხუთის კლუბის აღზრდილია და 10 წელია, მის ღირსებას წარმატებით იცავს. არის საქართველოს 4-გზის ჩემპიონი და მონაწილეობდა ისტორიულ მატჩებში ჩემპიონთა ლიგაზე. მისი უცხოეთში გადასვლაზე სეზონის დაწყებამდეც იყო საუბარი, თუმცა მაშინ ტრანსფერი გადაიდო. “ლანჩხუთი“ ოფიციალურ განცხადებაში მადლობას უხდის ფეხბურთელს წარმატებული […]
„საშინელი დღეები გამოვიარეთ, ყველაფერი უფერული გახდა, მაგრამ იმ 13 წლის განმავლობაში, რაც დავაგროვე, ეს ლამაზი და ფერადი მოგონებებია“ _ დღეს ესე ბარამიძე 65 წლის გახდებოდა

ლანჩხუთელი სამოქალაქო აქტივისტი, ემიგრანტი ნინია ბარამიძე სოციალურ ქსელში მამის, თანარაიონელების უსაყვარლესი პიროვნების, ესე ბარამიძის გარდაცვალების მძიმე დღეებს იხსენებს და იმიერში საიუბილეო თარიღს ულოცავს. „მამა _ 65. ძალიან მაკლია და უსასრულოდ მინდა ვწერო მამაზე. გოგოებს მამები უფრო უყვართო, ნათქვამია და არ ვიცი, საიდან წამოვიდა პირველად ეს ნათქვამი, მაგრამ, ალბათ, ასეც არის იმიტომ, რომ დრო და ჟამი […]
1936 წელს გადაღებული ფოტო, რომელზეც ჩონგურის დამზადების აცანელი ოსტატი პავლე ქინქლაძეა… ლოტბარმა ილიკო გუჯაბიძემ შეუკვეთა 15 ცალი ჩონგური, რომელიც სუფსაში ურმით ჩაუტანია…

ლანჩხუთის კულტურის ცენტრის ფოლკლორის კაბინეტის ხელმძღვანელი მაია ჭანტურია სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს, სადაც ერთი საინტერესო ფოტოს ისტორიაზეც გვიამბობს და ასევე, მადლიერია და მხარდაჭერას უცხადებს ვალოდია წულაძის მუზეუმის გამგეს, მაია ჩხაიძეს. დღევანდელ დღეს, როცა უნებლიე შეცდომაზეც კი უჭირთ აღიარება, მით უფრო _ ბოდიშის მოხდა, ეს მაინც არ გაგვირვებია, რადგან მიგვაჩნია, რომ ორივე პროფესიონალი და თავის […]
მსოფლიოში ყველაზე გემრიელ ბრინჯულას „ტაბერნე აცანაში“ შეჭამთ… მარგალიტა ბებიეს რეცეპტი და კიდო 2 ინგრედიენტი, რასაც კესო მახარაძე საიდუმლოდ ინახავს

ლანჩხუთში არის ადგილი, სადაც ძველ გურიაში დაგაბრუნებენ და ავთენტური, უგემრიელესი კერძებით გაგიმასპინძლდებიან. „ტაბერნე აცანა“, თუ სიტყვაზე გვენდობით, მსოფლიოში საუკეთესო ბრინჯულას გვთავაზობს. ჩვენი ნათქვამის გადამოწმება ადგილზე შეგიძლიათ, მარა ამ ნომერზე (599 923028) წინასწარ უნდა დარეკოთ, ტაბერნეს მაკვარანცხი მასპინძელი _ კესო მახარაძე ფარცაკად რომ მოხაზირდეს. იმდენად ბევრი დაინტერესდა მისი გურული ბრინჯულაით, ჟურნალისტის პროფესია გაიხსენა და ლამაზად ჩამოაკვარახჭინა რეცეპტიც […]
16 წლის იყო, უმაღლესი ლიგის გუნდს რომ უკაპიტნა, პენალტი მოიგერია და ქულა გადაარჩინა… „გურიას“ ახალწვეული, ვისაც ესპანურ „ხეტაფეში“ გადასვლა კორონავირუსმა ჩაუშალა

მეოთხე ლიგის ერთ-ერთი ლიდერი „გურია“ 10 დღეზე მეტია, სეზონის განახლებისთვის მზადებას ლანჩხუთში შეუდგა და არსებული ინფორმაციით, 26 ივლისიდან გრიგოლეთის ბაზაზე გადაინაცვლებს. გუნდი 13 ტურის შემდეგ 30 ქულით მეორე ადგილზეა და სეზონს 12 აგვისტოს „ვიტ ჯორჯიას“ ფარმ-კლუბთან საშინაო შეხვედრით განაახლებს. პირველადგილოსან „ალგეთს“, ვისაც „გურიამ“ შინ 3:0 მოუგო, მხოლოდ ქულით ჩამორჩება, ხოლო 5 ქულით უსწრებს ზედა ლიგაში […]