მოხევის ქალი გურიის მთებში… გამორჩეული მასწავლებელი, რომელიც ხმის აუმაღლებლად იმორჩილებდა ყველაზე აცვენილ კლასს და ერთნაირად უყვარდა ამრევები და წყნარები

„გურია თუდეი“ მწუხარებას გამოთქვამს ლანჩხუთის #1 საჯარო სკოლის გამორჩეული მასწავლებლის, ნინო ჩქარეულის გარდაცვალების გამო და მისი ხსოვნის პატივსაცემად, „ლანჩხუთი plus“-ის მდიდარი არქივიდან გთავაზობთ გაზეთის ლეგენდარული რედაქტორის, ქეთევან ნაკაშიძის მიერ მისდამი მიძღვნილ სტატიას მცირეოდენი შემოკლებით: მოხევეები მკაცრი და გოროზი ხალხია. მეტყველებაც თავისებური აქვთ და რაც არ უნდა დიდხანს იცხოვრონ მშობლიური გარემოსგან მოწყვეტილებმა, მთის ხალხის აქცენტები, სიდინჯე […]

[ნეკროლოგი] გარდაიცვალა ნინო ჩქარეული-კუტალაშვილისა

მეუღლე ბადრი კუტალაშვილი; შვილები: კოტე და ნათია; შვილიშვილები: ნია, ელისაბედი, ანამარია; სიძე ელგუჯა ქარჩავა; დისშვილები, ძმისშვილები და უახლოესი ნათესავები იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ნინო ჩქარეული-კუტალაშვილისა. პანაშვიდები: სოფ. ღრმაღელეში. გამოსვენება: ხუთშაბათს, 7აგვისტოს, 15 სთ.-ზე,სუფსის ტაძრიდან. „გურია თუდეი“ თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს.

[გახსენება] ზაკო მშვიდობაძის ცრემლიანი დაბადების დღე

ზაკო, ბებო, ისევ მოვიდა შენი დაბადების დღე _ 5 აგვისტო უშენოდ… 32 წლის გახდებოდი.სიხარულით ვხვდებოდი ამ დღეს და უცებ შეიცვალა ყველაფერი. ნაადრევად ჩაქრა შენი სამომავლო გეგმებით სავსე სიცოცხლე. ყველას გულში სიყვარულის დატოვება მოასწარი. ბებო, რაც დრო გადის, უფრო ძნელდება ჩემთვის სიცოცხლე. ისევ მოუნელებელი ტკივილი ხარ, ჩემო სიხარულო. შენს მოგონებაში მიღამდება და მითენდება. რა ბედი გარგუნა, […]

„მაშინ თქვენც სოროსელები იყავით თუ ღირსეული და მართალი ჟურნალისტები?“ _ გოჩა ჯანაშია ყოფილ კოლეგა/თანამშრომლებს მიმართავს, რომლებიც ხელისუფლებას უჭერენ მხარს

ლანჩხუთელი ოპოზიციონერი, „ლელოს“ ადგილობრივი ლიდერი გოჩა ჯანაშია, რომელიც ათწლეულების მანძილზე ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა, მათ შორის იყო „ლანჩხუთი პლუსის“ გამომშვები რედაქტორი და „სარბიელის“ კორესპონდენტი, თავის ყოფილ კოლეგა/თანამშრომლებს მიმართავს, რომლებიც ხელისუფლების მხარდამჭერები არიან და იმ დროს ახსენებს, როცა დასავლელი დონორების დაფინანსებას იღებდნენ: „უნდა შევახსენო ერთ დროს ჩემს ჟურნალისტ კოლეგებს, რომლებსაც პროფესიონალური ეთიკის ნატამალიც კი არ წარმოუჩენიათ კოლეგის […]

[ნეკროლოგი] გარდაიცვალა ნანი ებრალიძე

◾️ | ნანი ებრალიძე ლანჩხუთის რაიონულ საავადმყოფოში წლების განმავლობაში მუშაობდა ექთნად. ქალბატონი ნანი 73 წლის ასაკში, სამწუხაროდ, მძიმე სენთან ბრძოლაში დამარცხდა. დააკლდა შვილებს, შვილიშვილებს, ნათესავებს, მეგობრებს და რაიონს… პანაშვიდი: სამშაბათსა და ოთხშაბათს, 5 და 6 აგვისტოს. დაკრძალვა: ხუთშაბათს, 7 აგვისტოს, 14.00 სთ.-ზე. მის.: ლანჩხუთი, ვადაჭკორიას ქ.#3 „გურია თუდეი“ თანაუგრძნობს ოჯახსა და ახლობლებს.

[ნეკროლოგი და გამოსათხოვარი] გარდაიცვალა ციალა პატარაია-რუსიძისა

შვილები: ცირა, ბადრი რუსიძეები; რძალი ნინო ჩხაიძე; მული ლაურა; სიძე გიზო სებისკვერაძე; შვილიშვილები: რევაზ რუსიძე, მარიამ, ნოე სებისკვერაძეები; მზახლები: ნელი, ნუგზარ ჩხაიძეები; დისშვილები, ძმისშვილები, მულისშვილები და ახლო ნათესავებიიუწყებიან, რომ გარდაიცვალა ციალა კაპიტოს ასული პატარაია-რუსიძისა. დაკრძალვა: სამშაბათს, 5 აგვისტოს, 15 სთ.-ზე,გორისგვერდის სასაფლაოზე. „გურია თუდეი“ თანაუგრძნობს ოჯახსა და ახლობლებს. ჩემო ციალო, უძლურია ყველა სიტყვა…ვიცი, უფლისაგან გამორჩეული იქნები, […]

„დე, კიდევ ერთი თამაში მოვიგე ჩემპიონთა ლიგაზე“ _ გიორგი ჩხაიძის ემოციური ფეისბუქ-პოსტი და საოცარი ამბავი, რომელიც აგატირებთ…

„დე, კიდევ ერთი თამაში მოვიგე ჩემპიონთა ლიგაზე“ _ დაწერა გიორგი ჩხაიძემ, რომლის გუნდმა გუშინ საღამოს მთელი საქართველო გაახარა: „ლანჩხუთმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ჩრდილოეთ ირლანდიის „კლიფტონვილი“ გათამაშებას გამოთიშა. გურულთა თავკაცს დედა რამდენიმე თვის წინ გარდაეცვალა და ყველაზე დიდ გულშემატკივარს მიუძღვნა გუშინდელი გამარჯვება. ვინც გიორგის ახლოს იცნობს, იცის, როგორი პოზიტიური და გულიანია, ამავე დროს, ძალიან ემოციური და განიცდის. […]

[ექსკლუზივი] „საქართველოდან ერთადერთი გუნდი ვართ, რომელიც ევროტურნირებს შემოვრჩით, რაც ჩვენს პასუხისმგებლობას ზრდის“ – ინტერვიუ გურულების წარმატების მთავარ შემოქმედთან

ლანჩხუთის ქალთა გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიის დაწერას განაგრძობს _ ჩვენებურებმა ჩრდილოეთ ირლანდიის „კლიფტონვილი“ 2:1 დაამარცხეს მატჩის შესახებ წაიკითხეთ: MR. ZENGA და 19 ციცა „ფადილ ვოკრიზე“ _ ლანჩხუთი ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიის დაწერას განაგრძობს… ზეიმის ფოტო პრიშტინადან „გურია თუდეი“ მატჩის დასრულებიდანვე ცდილობდა გურულთა წარმატების მთავარ შემოქმედთან, გიორგი ჩხაიძესთან ინტერვიუს ჩაწერას, რაც დილის 6 საათისთვის მოვახერხეთ: _ გიორგი, […]

MR. ZENGA და 19 ციცა „ფადილ ვოკრიზე“ _ ლანჩხუთი ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიის დაწერას განაგრძობს… ზეიმის ფოტო პრიშტინადან

2 აგვისტო, 2025 წ. | პრიშტინა, სტადიონი „ფადილ ვოკრი“ | ლანჩხუთი 2:1 კლიფტონვილი 1:0 წიქარიძე (55), 2:0 სულაშვილი (56), 2:1 მაგე (90) ლანჩხუთი (4-4-2): გაბუნია – ჰირჩიცი (71. ჭიჭინაძე), მურილო, მატვეევა, ჩხარტიშვილი – ტელეს ორტისი (83. გუჯაბიძე), წულაია (83. დიმოპულუ), რასელი, კამარგო – სულაშვილი (67. სმიტ პაუელი), წიქარიძე მთ. მწვრთნელი: გიორგი ჩხაიძე გუშინ, საღამოს 9-დან […]

„შენი სახლი იყო ჩემი მისასვლელი, როგორც მამა, ისე მეგულებოდი, ბიძი…“ [შუქრი (ბეგლარ) ჩახვაძის გამოსათხოვარი]

მძიმე დღის განთიადი გაიცრიცა, ჩვენს საყვარელ ადამიანებს: ბიცოლას, შენს ძმებს,შენს დას და რძალს, ცოლისძმებს და ბევრ ჩვენიანს ჩაეხუტები, ბიძი. 6 თვის დამხვდი, ჯარიდან რომ ჩამოვედი, ჩემს თბილ ,,შინელში“ გახვევდიო და მას შემდეგ,სულ ჩემს გახარებას ცდილობდი… ბიცოლაც არანაკლებ მანებივრებდა, ყველგან დავყავდი, ხელაძეების უპატიოსნეს და დიდ ოჯახში ყველა ლხინსა და წვეულებაში თქვენი მხლებელი ვიყავი. ცხოვრებისეულ სირთულეებში და სიხარულებშიც […]