„თეა 18 წლის იყო, როცა ტელევიზორს უყურებდა და უცაბედად გარდაიცვალა…“ _ წყალწმინდელი თუთაშვილების პირველი მოუშუშებელი ტკივილი, 14 და 17 წლის ბიჭების ტრაგიკულ დაღუპვამდე

„გურია თუდეი“ წერდა წყალწმინდელი თუთაშვილების ორი ლამაზი სულისა და გარეგნობის ბიჭის, 14 წლის თაზოსა და 17 წლის ზაურიკას ტრაგიკულ ბედზე. თაზო რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, როცა მატარებლის ვაგონის სახურავზე ფოტოს გადასაღებად ავიდა და მაღალი ძაბვის სადენმა იმსხვერპლა. კეთილმა და მხიარულმა ბიჭმა, რომელსაც ცხოვრება წინ ჰქონდა, დიდი ტკივილი დატოვა. ცრემლების ზღვა გაჰყვა მას უკანასკნელ გზაზე… ასევე […]

[ნეკროლოგი] გარდაიცვალა ირაკლი შოთას ძე ხელაძე

დედა ლიანა მეფარიძე; მეუღლე მზევინარ ჭეფხოძე; შვილები: შოთიკო, ლიკა; მამიდა მერზი ხელაძე; დეიდები: ლამარა, ლილი მეფარიძეები; ბიძა გურამ ხელაძე; ცოლისძმა რობერტ ჭეფხოძე; სიმამრი ტრისტან ჭეფხოძე; ბიცოლა ქეთინო სარჯველაძე; ბიძაშვილები; მამიდაშვილები; დეიდაშვილები და ნათესავები იუწყებიან ირაკლი შოთას ძე ხელაძის გარდაცვალებას. დაკრძალვა: კვირას, 10 აგვისტოს, 15 სთ.-ზე, ზემო ჩიბათის სასაფლაოზე. „გურია თუდეი“ თანაუგრძნობს ოჯახსა და ახლობლებს.

[ექსკლუზივი] ლანჩხუთის მერობის კანდიდატად „ქართული ოცნება“ ალექსანდრე სარიშვილს მესამედ დაასახელებს!

„გურია თუდეის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ ლაჩხუთის მერობის კანდიდატად მოქმედ მერს, ალექსანდრე სარიშვილს დაასახელებს. ოფიციალური წარდგენა თბილისში ორშაბათისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ მოგეხსენებათ, 11 აგვისტო შინდისის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის დღეა და ჩვენი ინფორმაციით, ხელისუფლებამ მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატების დასახელება კვირისთვის, 10 აგვისტოსთვის გადმოიტანა. ეს სარიშვილის მესამე წარდგენა იქნება მერის არჩევნებში და ამ მხრიც, იმ იშვიათ კოლეგებს შორის […]

„დილით დამირეკა, მოვდივარ მშიერ-მწყურვალიო. რომ არ დაბრუნდა, ვიფიქრე, გვარი რუსის რომ აქვს, ტყვედ ხომ არ ჩავარდა-თქო. რას ვიფიქრებდი, თუ ჩემი შვილი უკვე აღარ იყო“

სანამ გმირებად იქცეოდნენ, ჩვეულებრივი ბიჭები იყვნენ… ცელქობდნენ, ზოგჯერ გაკვეთილებს აცდენდნენ, ალბათ, მშობლებსაც აბრაზებდნენ. უყვარდათ, ოცნებობდნენ და საკუთარ მომავალს გეგმავდნენ… მათ შორის იყო, ლანჩხუთელი ბიჭი რუსული გვარით მორჩილაძის ქუჩიდან – ვასილ (მიმი) სმირნოვი 1980 წელს დაიბადა, არასრული საშუალო განათლება რუსულ სკოლაში მიიღო, შემდეგ კი ლანჩხუთის კოლეჯში სწავლობდა. 1999 წელს სავალდებულო სამხედრო სამახურში გაიწვიეს, შემდეგ კი 3 […]

ლანჩხუთის მერობის კანდიდატი ცნობილია: ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებისა და „ქართული ოცნების“ ძველი გვარდიის, ე.წ. 2012-იანელების წარმომადგენელი – დავით ჩხაიძე

ლანჩხუთის მერობისთვის 63 წლის დავით ჩხაიძე იბრძოლებს. იგი პროფესიით ეკონომისტია, აქვს სამოქალაქო და სამხედრო საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობის გამოცდილება. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან პოლიტიკაშია. იყო ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერი მისი დამხობის შემდეგაც. არის საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის პოლკოვნიკი, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი. დაჯილდოებულია მედლებით _ „ფიცის ერთგულება“, „მხედრული მამაცობისთვის“, „საბრძოლო დამსახურებისთვის“. 2012 წლის დასაწყისიდან […]

წყალწმინდისა და თუთაშვილების ტრაგედიები: ზაურიკა 17 წლის იყო, ავარიამ რომ იმსხვერპლა, ისიც თაზოსავით თბილი და კეთილი, მეზობლის დასახმარებლად გადასულ ახალგაზრდა კაცს კი დენმა დაარტყა…

თაზო თუთაშვილის ტრაგედიამ მთელი ქვეყნა შეძრა. მუდამ მხიარულ და ღიმილიან 14 წლის ბიჭს გართობა სიცოცხლედ დაუჯდა _ ფოტოს გადასაღებად მატარებლის ვაგონის სახურავზე ასულმა მაღალი ძაბვის საშინელება ვერ გაითვალისწინა. „მოუშუშებელი ტკივილი დაუტოვე მთელს სოფელს, პატარა ანგელოზო, ტირის მთელი წყალწმინდა. გულისმომკვლელი იყო ამ ანგელოზი ბავშვის ყურება, როგორ იწვა გაყინული სხეული. მეგონა, ძინავს-თქო. ვაი, შენს დედას, როგორი კარგი […]

მაია ჩხაიძე: „ელდარ შენგელაია იყო არა მხოლოდ გენიალური რეჟისორი, არამედ – დიდი ადამიანიც! მსოფლიოში არაა პრეცედენტი, რეჟისორი იყოს ვარსკვლავის აღმომჩენიც და ჭირისუფალიც“

ლანჩხუთის თეატრისა და კინოს მუზეუმი ლეგენდარული ქართველი კინორეჟისორის, ელდარ შენგელაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ იგი იყო არა მხოლოდ გამოჩენილი ხელოვანი, არამედ დიდი ადამიანიც. „მსოფლიოში არ არსებობს, ალბათ, პრეცედენტი, რომ რეჟისორი ყოფილიყოს არა მარტო ვარსკვლავის აღმომჩენი, არამედ მისი პატრონი და ჭირისუფალიც, რაც მის არა მარტო გენიალურობაზე, არამედ დიდ ადამიანობაზეც მეტყველებს“ _ ამბობს […]

„შევცბი… გოგოს ვკითხე, ვისზე ლაპარაკობ? გაოგნებული მიყურებდა. მითხრა, თქვენ არ იცნობთ, ოზურგეთში ცხოვრობსო. თურმე, ჩემი შვილის დაღუპვის ამბავს ყვებოდა…“

„გააფთრებული ებრძოდა შინდისში ვერაგულად ჩასაფრებულ მტერს. იმ დღეს დედამ არ იცოდა, რომ შვილი უკვე აღარ ჰყავდა… დილით, შინიდან გამოვიდა _ ეკლესიაში მიდიოდა. დედა: „მეზობლები სხვანაირად მიყურებდნენ, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია, თურმე, ყველამ იცოდა ჩემი შვილის გარდაცვალების ამბავი“. დედა ავტობუსში ავიდა, მის უკან ზურგით მეზობლის გოგონა იჯდა და თანასოფლელს უყვებოდა, სამი ძმანი რომ არიან, იმათგან ერთი […]

მეგობრებს მისთვის ფოტო უნდა გადაეღოთ, მატარებლის ვაგონის სახურავზე ავიდა, ხელი აწია და დენმა დაარტა… 14 წლის თაზოს ტრაგედია, რომელმაც მთელი გურია დაადუმა

ეს 14 წლის თაზო თუთაშვილია _ კეთილი და ღიმილიანი ბიჭი, რომელიც თავისმა გატაცებამ _ ფოტოების გადაღებამ ზეცაში ნაადრევად წაიყვანა… იჩქარა, როგორც ჩქარობდა სიკეთეების კეთებას და ადამიანების გულების მოგებას. მეგობრებს მისთვის ფოტო რომ გადაეღოთ, მატარებლის ვაგონის სახურავზე ავიდა… იქ ხელი აწია და მაღალმა ძაბვამ იმსხვერპლა… მთელი სოფელი გლოვობს და დასტირის ამ ანგელოზ ბიჭს, რომელიც 15 წლის […]

„მე ჩქარეულის სკოლა მაქვს გავლილი“… კედელს ეკვროდნენ დიდი ბიჭებიც კი, რომლებსაც სულ არ ეშინოდათ მისი, უბრალოდ, პატივისცემა ეკვროდა კედლებს ამ პატარა, ტანმორჩილი ქალის ჩავლამდე

ლანჩხუთი გამორჩეულ მასწავლებელს, ნინო ჩქარეულს ემშვიდობება. თბილად იხსენებენ მას ყოფილი მოსწავლეები, კოლეგები, ახლობლები. ტრადიციულად ემოციურია სოფიო ჩხაიძე, რომლის ჩანახატები თუ მოგონებები სულს გვითბობს. ამჯერად იგი წერს: „ჩემს პატარა ქალაქში, ყველაზე ძველ, მრავალრიცხოვან, განსაკუთრებულ სკოლას არ აკლდა ძლიერი, ერუდირებული, ტაქტიანი პედაგოგები. ლანჩხუთის პირველ სკოლაზე ვწერ ახლა (სხვა სკოლებიც არ უდებდნენ ტოლს იმ ხანად და იყო ჯანსაღი, […]