,,გაათავე, ბიჭო, გეყოფა აწი, გასკდა შენი მუცელი“ _ ლანჩხუთში პირველი თეატრალური წარმოდგენა 130 წლის წინ დაიდგა: სცენა სიმინდის საწყობში, გაცურებული ბოქაული და ბაყაყების „მორჯულება“

ცნობილი თეატრალური მოღვაწე ივანე ასკურავას მიხედვით, პირველი წარმოდგენა ლანჩხუთში 1895 წელს გამართულა. მაშინ დაიდგა ვალერიან გუნიას ხუთ მოქმედებიანი დრამა ,,და-ძმა“. წარმოდგენიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაეცა მოსწავლე მიხეილ მალაქიას ძე მენაღარიშვილს (შემდგომში ცნობილი კბილის ექიმი) რუსეთში სასწავლებლად გამგზავრებისათვის. 1895 წელს გაიმართა პირველი საბავშვო წარმოდგენა ,,ჩათრევას ჩაყოლა სჯობიან“ და ვოდევილი ,,მონადირე“. გაზეთი ,,ცნობის ფურცელი“ (#76, 1897) იუწყებოდა: […]

ლანჩხუთში ტრაგიკულად დაღუპული 13 წლის ნინიკო წულაძის სახელობის სკვერის ბიბლიოთეკა გაიხსნა

გურულმა მწერალმა, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების ხელმძღვანელმა, გიორგი კეკელიძემ ლანჩხუთში, ტრაგიკულად დაღუპული ნინიკო წულაძის სახელობის სკვერის ბიბლიოთეკა გაიხსნა. “ზუსტად ათი წლის წინ გურიაში, ლანჩხუთში, 13 წლის ძალიან ნიჭიერი მხატვარი და მწერალი ნინიკო წულაძე, საკუთარი სახლის წინ, ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. [დღეს] ნინიკოს დედის, ქალბატონი შორენას ინიციატივით, სწორედ იმ ქუჩაზე ნინიკოს სახელობის სკვერის ბიბლიოთეკა გავხსენით” – წერს სოციალურ […]

ლანჩხუთში ქალმა იმსაჯა და „მერცხალის“ თრილერი… ვანო წილოსანის გოლით „გურია“ პირველ ადგილზე გადავიდა

„გურიამ“ სეზონი განაახლა და „ვიტ ჯორჯიას“ ფარმ-კლუბს 1:0 მოუგო. სამი ქულის მომტანი გოლი ვანო წილოსანმა გაიტანა. ბოლო წუთები „გურიამ“ 10 კაცით ითამაშა, მსაჯმა თამთა შენგელიამ 1 წუთში ორი ყვითელი ბარათი უჩვენა მასპინძელთა ლიდერსა და კაპიტანს, თემურ შარაშენიძეს და 73-ე წუთზე მოედანი დაატოვებინა. „გურიას“ რიგებში ისევ გამოჩნდა სანდრო ბახია, რომელსაც კარიერა დასრულებული ჰქონდა. ჯერჯერობით ვერ მოხერხდა […]

სოფელ ნინოშვილში გამართულ მინი-ფეხბურთის ტურნირში ჩოჩხათის გუნდმა გაიმარჯვა

ლანჩხუთის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, სოფელ ნინოშვილში სევერიანე მიქაბერიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირი გაიმართა. ფინალურ მატჩში ჩოჩხათმა ნინოშვილს მოუგო და ჩემპიონი გახდა. გამარჯვებულები ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარემ, ბესიკ ტაბიძემ დააჯილდოვა.

„გურია თუდეი“ ინფორმაცია დადასტურდა – ალექსანდრე სარიშვილი მერობის კანდიდატად მესამედ დაასახელეს. ვინ არიან „ქართული ოცნების“ ახალი სახეები გურიაში?

რასაც გუშინწინ „გურია თუდეი“ წერდა, დღეს „ქართულმა ოცნებამ“ დაადასტურა _ ალექსანდრე სარიშვილი მერობისთვის კენჭს მესამედ იყრის. იგი ლანჩხუთის პირველი პირი 2017 წლიდან არის, 8 წელი მერის პოსტზე კი, გურიის მასშტაბით სარეკორდოა. ამასთან, მას აქვს მაღალი შანსი, ეს ვადა 12 წლამდე გაზარდოს. გურიაში მოქმედი მერებიდან 41 წლის სარიშვილი ერთადერთია, რომელზეც აქცენტი სახელისუფლებო პარტიამ გააკეთა. ოზურგეთსა და […]

„ჰოსპიტალში დაჭრილი შემოიყვანეს, 5 წუთში გარდაიცვალა, ჯიბეში ტელეფონი რეკავდა, ეკრანზე ეწერა – დედა! პასუხი ვერავინ შევძელით!“ _ გურული ჟურნალისტი მძიმე ისტორიას იხსენებს

„ყველას, ვისაც ახსოვს ეს დღე და ცრემლი ერევა! რუსეთი ოკუპანტია! ქართველი მეომრები – გმირები!!!“ – წერს სოციალურ ქსელში გურული ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე და ერთ მძიმე ისტორიას იხსენებს: „17 წლის წინ, ექიმი ნინო ახობაძე გორის ჰოსპიტალში იყო… სულ ერთი წინადადებაა, რაც დაწერა, მაგრამ მთელი სიცოცხლეა: _ ჰოსპიტალში ბიჭი შემოიყვანეს, დაჭრილი იყო, ხუთ წუთში გარდაიცვალა, ფორმის ჯიბეში […]

ლანჩხუთში გამართული 3X3-ზე კალათბურთის ჩემპიონატი Champs–მა მოიგო

ლანჩხუთის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, სოფელ გვიმბალაურში ჩატარდა 3X3-ზე კალათბურთის ჩემპიონატი, რომელშიც 8 გუნდი მონაწილეობდა. პირველი ადგილი Champs–მა დაიკავა. გამარჯვებულები და საუკეთესოები ზემოხსენებული სამსახურის უფროსმა, პაატა ურუშაძემ დააჯილდოვა.

მალე ქორწილი უნდა ჰქონოდა… „სულ ომს რომ ახსენებდა, არ მომწონდა… სახლიდან გასვლის წინ, ვერცხლის ჯვარი მაჩუქა, მითხრა, ეს შენ ატარეო“

ლანჩხუთელი შინდისის გმირი რუსლან წულაძე სოფელ ქვიანში დაიბადა და გაიზარდა. აქვე მიიღო განათლება და როგორც კი 18 წლის შესრულდა, სავალდებულო სამხედრო სამსახურში წავიდა. მალე ქორწილი უნდა ჰქონოდა, ლამაზი, ხალხმრავალი, საცოლეც გააცნო მშობლებს,  მაგრამ… შინდისთან გმირულად დაიღუპა 24 წლის რუსლანი და ბევრი ოცნება დარჩა შეუსრულებელი. მისი სახელი ჰქვია ქვიანის იმ უბანს, სადაც ცხოვრობდა და გაიზარდა, ასევე […]

„სამხედრო ნაწილთან მცხოვრებნი დღემდე დიდი სიყვარულით იხსენებენ ერთ ალალმართალ, გულიან გურულს“ _ სევდიანი ღიმილის ბიჭი აგარაკის უბნიდან

სად შეუგდო „ლიმონკა“ ირაკლი ოქრუაშვილს და რატომ წავიდა ჯარში ემზარ წილოსანი… სევდიანი ღიმილის ბიჭი აგარაკის უბნიდან

„ბევრი ვიყავით, ერთი სამარე თხილის გულივით გავინაწილეთ“ _ გმირების სისხლი შინდისფრად ყვაოდა შინდისთან… 17-დან ორი ლანჩხუთელი იყო – ემზარი წილოსანი და რუსლან წულაძე

რუსლანი შესანიშნავად ხატავდა თურმე, ბავშვობიდანვე ამბობდა, ჯარისკაცი უნდა გამოვიდე და ომში მოვკვდეო… ემზარს ერთი წლის ბიჭი და 20 დღის გოგონა დარჩა 17 წლის წინ, 17 ქართველი ვაჟკაცი ისტორიაში შევიდა. 11 აგვისტოს, სოფელ შინდისთან უთანასწორო ბრძოლაში დაღუპულთა შორის ორი ლანჩხუთელია _ ემზარ წილოსანი და რუსლან წულაძე. მცირეოდენი შემოკლებით გთავაზობთ „კვირის პალიტრის“ არქივიდან სტატიას შინდისელ გმირებზე: “ასეთი […]