ლანჩხუთში ტრაგიკულად დაღუპული 13 წლის ნინიკო წულაძის სახელობის სკვერის ბიბლიოთეკა გაიხსნა

|

Loading

გიორგი კეკელიძე ბიბლიოთეკის გახსნაზე

გურულმა მწერალმა, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების ხელმძღვანელმა, გიორგი კეკელიძემ ლანჩხუთში, ტრაგიკულად დაღუპული ნინიკო წულაძის სახელობის სკვერის ბიბლიოთეკა გაიხსნა.

“ზუსტად ათი წლის წინ გურიაში, ლანჩხუთში, 13 წლის ძალიან ნიჭიერი მხატვარი და მწერალი ნინიკო წულაძე, საკუთარი სახლის წინ, ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. [დღეს] ნინიკოს დედის, ქალბატონი შორენას ინიციატივით, სწორედ იმ ქუჩაზე ნინიკოს სახელობის სკვერის ბიბლიოთეკა გავხსენით” – წერს სოციალურ ქსელში გიორგი კეკელიძე.