„აგი შენობა აქანე დავდგი 1964 წელში, მეორე შენობა დოუდგი ჩემს მეგობარს. ხოდა, მას მერე ქი ვართ აქანე ჩვენ“ _ შუხუთი კიდევ ერთ კოლორიტს ემშვიდობება

ლანჩხუთი და განსაკუთრებით, სოფელი შუხუთი კიდევ ერთ კოლორიტს, ვანო ორაგველიძეს ემშვიდობება. სულ რაღაც 6 თვის წინ, მისი მეგობარი, თანასოფლელი და ასევე კოლორიტი დურსუნ აფხაძე გავაცილეთ უკანასკნელ გზაზე. „კიდევ ერთი უხუცესი ადამიანი გამოაკლდა რაიონს. თავისი საქმის პროფესიონალი, კარგი მამა, ბაბუა და მოქალაქე. ძალიან იმოქმედა თავისი მეგობრის გარდაცვალებამ, ისინი ხომ ათეული წლები ქმნიდნენ მემატიანეს რაიონის ცხოვრებაში. ისევ […]
„შევარდნაძეს ხელი დავარტყი…“ _ ლანჩხუთელი მწერალი, „ნიანგის“ კორესპონდეტი და 50-ზე მეტი წიგნის ავტორი დავით ასკურავა 90 წლის გახდა!

ლანჩხუთელი მწერალი დავით ასკურავა იუბილარია! 50-ზე მეტი წიგნის ავტორი 90 წლის წინ დაიბადა. წერს რომანებს, ლექსებს, მოთხრობებს. ჟურნალ „ნიანგში“ ათწლეულების მანძილზე აქვეყნებდა ფელეტონებს, რომელიც შიშის ზარს სცემდა თვით ედუარდ შევარდნაძესაც კი… გთავაზობთ ნაწყვეტს მისი მოგონებებიდან, რომელზეც გადაცემაში _ „საქართველოს დაბადება“ ისაუბრა: _ დაახლოებით, 1964 წელია, იანვარი თუ თებერვალი… ერთ დღეს მოვდივარ, ლანჩხუთიდან, სახლიდან [თბილისში] და […]
იცოდით, რომ გიგლა იმნაძე სსრკ-ის #1 დებიუტანტად დაასახელეს ან ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა? _ რატომ ვერ მოხვდა დიუსელდორფის მატჩის განაცხადში „გურიას“ ლეგენდა…

დღეს ლანჩხუთის „გურიის“ ლეგენდის, გიგლა იმნაძის დაბადების დღეა. მას 70 წელი შეუსრულდა. ეს არის ადამიანის ისტორია, რომელმაც ქართულ ფეხბურთში თავისი კვალი ჯერ როგორც გამორჩეულმა მეკარემ, შემდეგ კი წარმატებულმა მწვრთნელმა დატოვა. 1955 წლის 10 ივნისს ლანჩხუთში დაბადებულმა ფეხბურთთან მეგობრობა ჯერ კიდევ ბავშვობაში დაიწყო. 10 წლისაც არ იყო, ლანჩხუთის სპორტსკოლის კარი რომ შეაღო და ადგილობრივი ფეხბურთის ორმა […]
„მის მაგალითზე ბევრი შუხუთელი, მეზობელი სოფლელი და ლანჩხუთელი ახალგაზრდა ეზიარა ზღვაოსნობას და კაპიტანი, შტურმანი, ბოცმანი გახდა“ _ „ზღვის ლომი“ აღარ ბუხუნებს

დღეს, სახელგანთქმული მეზღვაური სოფელ შუხუთიდან _ ბიძინა ორაგველიძე 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. „გურია თუდეი“ გამოთქვამს გულისტკივილს, თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს და ქართული ნაოსნობის ამაგდარის ხსოვნის პატივსაცემად, გაზეთ „აჭარის“ არქივიდან გთავაზობთ 2018 წელს გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც გავიხსენებთ ლეგენდარული მეზღვაურის რთულ, მაგრამ მეტად საინტერესო გზას დიდ ნაოსნობაში: როცა ბიძინა ორაგველიძე მშობლიური შუხუთიდან ბათუმში, მაშინ უკვე სახელგანთქმულ საზღვაო სასწავლებელში […]
„ლანჩხუთში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ჩატარდება…“ _ ექსკლუზიური ინტერვიუ ვალერიან შიუკაშვილთან

ლანჩხუთში რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სამუსიკო კონკურსი, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. მეტად შთამბეჭდავი იყო დახურვის ცერემონიალი და გალა-კონცერტი, რომელსაც სამუსიკო სკოლის დარბაზმა უმასპინძლა. ამ კონკურსის მთავარი სულისჩამდგმელი მსოფლიო დონის ქართველი პიანისტი ვალერიან შიუკაშვილია, რომელიც ძალიან უბრალო ადამიანია. „გურია თუდეისთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში მან გვიამბო, როდის წამოვიდა იდეა, ლანჩხუთს ემასპინძლა კარლ ჩერნის კონკურსისთვის და ასევე გაგვიმხილა – […]
ლანჩხუთში მიმდინარე კლასიკური მუსიკის საღამოები არა მხოლოდ კონკურსანტებისთვის, მაყურებლებისთვისაც დაუვიწყარ დღეებად იქცა!

ლანჩხუთის მარიკა ორაგველიძის სახელობის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში კარლ ჩერნის სახელობის III რესპუბლიკური კონკურსის საზეიმო დახურვა გაიმართა. ღონისძიება 2 ივნისს გაიხსნა და ტრადიციულად, საქართველოს ხელოვნების აკადემიის რექტორისა და ეროვნული კონკურს-ფესტივალების დამფუძნებლის, გამოჩენილი პიანისტის ვალერიან შიუკაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა. წელს ლანჩხუთმა სამუსიკო ფესტივალს მესამედ უმასპინძლა და მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 24 სამუსიკო სკოლა და 120 კონკურსანტი მონაწილეობდა. […]
დღეს საღამოს, ლანჩხუთის სამუსიკო სკოლაში თქვენ გელოდებათ გამორჩეული შემსრულებლები და დაუვიწყარი მუსიკალური შოუ!

ლანჩხუთი, მესამე წელია, ივნისის პირველ კვირაში მუსიკით ცხოვრობს. ქალაქის ცენტრში სამუსიკო სკოლისკენ მიმავალ გზაზე გამოკრული ტრანსპარანტი მიგვანიშნებს, რომ მუნიციპალიტეტი სახელოვანი კომპოზიტორის, კარლ ჩერნის III კონკურსს მასპინძლობს. ჩეხური წარმოშობის ავსტრიელი კომპოზიტორი და პიანისტი საუკეთესო მასწავლებლად ითვლებოდა და იმისთვის, რომ ბავშვები უკეთ დაუფლებოდნენ ფორტეპიანოს, იგი იყენებდა თავის ეტიუდებს, რომელიც 800-ზე მეტი აქვს შექმნილი. სწორედ ამან გაუთქვა სახელი… […]
[ნეკროლოგი და თანაგრძნობა] გარდაიცვალა ამირან გურგენიძე

| დედა ზეინაბი; მეუღლე ნატო; შვილები: იოსები, მირიანი, ანა და ახლო ნათესავები ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ამირან გურგენიძე. პანაშვიდი: პარასკევს, 6 ივნისს. გასვენება: შაბათს, 7 ივნისს, სოფ. ჯიხანჯირის ეკლესიიდან. | ნინო გურგენაძე, თეა ჩიქოვანი დიდი გულისტკივილით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ოჯახის უახლოესი ადამიანი, კეთილშობილი პიროვნება ამირან გურგენიძე და გულწრფელ სამძიმარს უცხადებენ დედას, მეუღლეს, შვილებს, მეგობრებსა […]
ძმა ძმაზე ნაკლებიო _ გოგა და ამიკო გიორგისა და ნიკას ნაკვალევზე… პატარა ლანჩხუთში, ორ ოჯახს 2-2 ჩემპიონი ჰყავს!

ლანჩხუთის სპორტული ცენტრის 13 ფალავანი მონაწილეობდა რესპუბლიკურ ტურნირში, რომელსაც ჭიათურამ უმასპინძლა და მასში 28 გუნდის 300-მდე მოჭიდავე მონაწილეობდა. უფროსმა მწვთნელმა დავით მჟავიამ და მწვრთნელმა ვასილ ეზიეშვილმა შეჯიბრზე შემდეგი სპორსტმენები წაიყვანეს: ზურაბ ბოლქვაძე (35კგ.), ამირან ჯორბენაძე (38 კგ.), ცოტნე ცეცხლაძე, სანდრო ხოზრევანიძე (ორივე 48 კგ.), გოგა მახარაძე, ლუკა კუკულაძე, ომარ ჯანელიძე (სამივე 57კგ.), ამიკო ცეცხლაძე, საბა […]
„მთელი დღეა ამ იარაღს ვუტრიალებ, ხან წინსაფრის ჯიბეში ჩავიწყვე, ხან მაგიდაზე დავილაგე და ვუყურებ, ვეფერები. არ ვიცი, ბოლოს ასეთი ბედნიერი როდის ვიყავი“

გურული მებაღე ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს: _ ადრე დილით ბაღში ვმუშაობდი, ჰორტენზიებს შარშანდელ ყვავილებს ვაჭრიდი. თავზე დამადგა ღრმად მოხუცი, ჩია კაცი, ორ ჯოხს დაყრდნობილი, სქელი სათვალით, შეუფერებლად თბილად ჩაცმული დღევანდელ ამინდთან. კარგა ხანს მაკვირდებოდა, ბოლოს თავაზიანად ბოდიში მითხრა და 15 წუთი დამითმეთო, მთხოვა _ სიტყვა მაქვს თქვენთანო. უხალისოდ დავთანხმდი, წინსაფარი მოვიხსენი და […]